„ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №665 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ეკონომიკური საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2016
ძალის დაკარგვა 05.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №596
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.019663
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2016
matsne.gov.ge 152 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2016 მიღება
05.12.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №665 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ეკონომიკური საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №596 2016 წლის 27 დეკემბერი    ქ. თბილისი „ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №665 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ეკონომიკური საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე:  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №665 დადგენილება. მუხლი 2🔗 ლიკვიდირებულად გამოცხადდეს ეკონომიკური საბჭოს აპარატი 2016 წლის 31 დეკემბრიდან. მუხლი 3🔗 1. ეკონომიკური საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. 2. აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას  მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მუხლი 4🔗 1. დადგენილება, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი