„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№597
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.019664
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №597

2016 წლის 27 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ფრინველის გრიპთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა წესი (დანართი №9).“.

2. დაემატოს დანართი 9 „ფრინველის გრიპთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა წესი“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
📎 დანართები (1)
597-2.doc DOC

დანართი №9

თავი I

ფრინველის გრიპთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო

ღონისძიებათა წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ფრინველის გრიპი არის მაღალკონტაგიოზური დაავადება, რომელსაც იწვევს სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსები.

2. ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსები შეიძლება ასევე გავრცელდეს ძუძუმწოვრებზე, კერძოდ, ღორზე და ადამიანზე.

3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ფრინველის გრიპზე ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

მუხლი 2. . გამოყენების სფერო და მიზანი

ეს წესი ადგენს: ,,, ..

ა) ფრინველის გრიპზე მონიტორინგს და ადრეულ გამოვლენასთან დაკავშირებულ პრევენციულ ზომებს;

ბ) ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში დაავადების აფეთქებისას და ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების ძუძუმწოვრებზე შესაძლო გავრცელების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში გასატარებელ მინიმალურ კონტროლის ზომებს;

გ) სხვა დამატებით ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების გავრცელება სხვა სახეობებზე;

დ) ფრინველის გრიპთან დაკავშირებით ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კომპარტმენტის აღიარების პროცედურებს და მათთვის ფრინველის გრიპზე ჯანმრთელობის სტატუსის მისანიჭებლად კომპარტმენტში განსახორციელებელ ბიოუსაფრთხოების დამატებით პრევენციულ ზომებს;

ე) კონკრეტულ დაცვის ზომებს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს იმ შემთხვევებში, როდესაც გამოვლინდება H5 ქვეტიპის A ვირუსით გამოწვეული ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი (შემდეგში – HPAI) და როდესაც არსებობს ეჭვი ან დასტურდება H5N1-ში N1 ტიპის ნეირამინადაზას არსებობა გარეულ ფრინველში, გარეული ფრინველიდან ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველში, ასევე მათ პროდუქტებში ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენციის მიზნით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფრინველის გრიპი – ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია გრიპის ნებისმიერი А ჯგუფის ვირუსებით – H5 ან H7 ქვეტიპების ან ექვსკვირიან წიწილში 1,2-ზე მაღალი ინტრავენური პათოგენობის ინდექსით (IVPI);

ბ) HPAI - ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია H5 და H7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების გენის სექვენირებით, რომელიც ახდენს ძირითადი ამინომჟავების მრავალჯერადი თანმიმდევრობის კოდირებას ჰემაგლუტინინის მოლეკულის გახლეჩის ადგილას. იგი სხვა HPAI ვირუსების მსგავსია და მიანიშნებს იმაზე, რომ ჰემაგლუტინინის მოლეკულა შეიძლება გაიხლიჩოს მასპინძლის უბიკვიტური პროტეაზათი ან ექვსკვირიან წიწილში 1.2-ზე მაღალი ინტრავენური პათოგენობის ინდექსის (IVPI) ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსებით;

გ) ფრინველის დაბალპათოგენური გრიპი (შემდეგში - LPAI) - ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ინფექცია, გამოწვეული H5 ან H7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსებით, რომელიც არ განეკუთვნება ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ განმარტებას;

დ) ფრინველი - ყველა ფრინველი, რომელიც მოშენებულია ან გამოზრდილია ჩაკეტილ სივრცეში, ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი ხორცის, კვერცხის ან სხვა პროდუქტების წარმოებისათვის, გარეული ფრინველის რეპოპულაციის მარაგის შექმნის ან ამ კატეგორიის ფრინველის სანაშენე მიზნით გამოყენებისათვის;

ე) გარეული ფრინველი - თავისუფლებაში მყოფი ფრინველი, რომელიც არ იმყოფება ამ პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით დადგენილ ნებისმიერ საფრინველეში;

ვ) ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი - ნებისმიერი ფრინველი, რომელიც ამ პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებული მიზნების გარდა სხვა მიზნით იმყოფება ჩაკეტილ სივრცეში, მათ შორის, ისეთი ფრინველიც, რომლებიც იმყოფება ჩაკეტილ სივრცეში შოუსთვის, კონკურსისთვის, გამოფენისთვის, შეჯიბრებისთვის, გამრავლებისთვის ან გასაყიდად; ამ წესის 89-ე მუხლის შემდგომ მოხსენიებული ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი არ მოიცავს:

ვ.ა) ფრინველის სახეობის შინაურ ბინადარ ცხოველს;

ვ.ბ) ზოოპარკის, ცირკის, კულტურის და დასვენების პარკების, ექსპერიმენტული ლაბორატორიების ფრინველს და ინდიკატორულ ფრინველს, რომლებიც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ განთავსებულია მონიტორინგისა და კვლევის საქმიანობების ფარგლებში.

ზ) ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის რეგისტრირებული იშვიათი ჯიში – ნებისმიერი ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი, რომლებიც ამ წესის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო გეგმის ფარგლებში სააგენტოს მიერ მიჩნეულია, როგორც იშვიათი ჯიშის ფრინველი;

თ) საფრინველე – ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ან სხვა ობიექტი, მათ შორის ინკუბატორი, ცირკი, ზოოპარკი, ზოომაღაზია, საშენი მეურნეობა, ფრინველის ბაზარი და ვოლიერები, სადაც ხდება ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის მოშენება და შენახვა. საფრინველე არ მოიცავს სასაკლაოს, სატრანსპორტო საშუალებებს, საკარანტინო ობიექტს და ცენტრს, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს და ლაბორატორიას, რომლებიც სააგენტოს მიერ უფლებამოსილნი არიან შეაჩერონ ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების გავრცელება;

ი) კომერციული საფრინველე – საფრინველე, სადაც ფრინველი ინახება კომერციული მიზნებისთვის;

კ) არაკომერციული საფრინველე – საფრინველე, სადაც ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი ინახება მფლობელის მიერ:

კ.ა) პირადი მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის;

კ.ბ) შინაური ბინადარი ცხოველის სახით.

ლ) მეფრინველეობის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კომპარტმენტი (შემდგომში– კომპარტმენტი) – საფრინველე ან ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემის მქონე საფრინველეები, სადაც ინახება ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ქვეპოპულაცია, რომლთაც აქვთ ფრინველის გრიპთან დაკავშირებით ჯანმრთელობის განსაზღვრული სტატუსი და ექვემდებარებიან შესაბამის მონიტორინგს, კონტროლის და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნებს;

მ) გუნდი – ერთი საწარმოო ერთეულის ფარგლებში მყოფი ყველა ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი;

ნ) საწარმოო ერთეული – საფრინველის ერთეული, რომელიც აკმაყოფილებს ვეტერინარულ მოთხოვნებს იმავე საფრინველის სხვა ერთეულებისგან მისი სრული იზოლირების და მასში არსებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ყოველდღიური მოვლის და განლაგების თვალსაზრისით;

ო) ერთდღიანი წიწილა – 72 საათზე ნაკლები ასაკის ფრინველი, რომელსაც ჯერ არა აქვს მიღებული საკვები, ასევე მუსკუსური იხვები (Cairina moschata) ან 72 საათზე ნაკლები ასაკის მათი ჰიბრიდები, საკვების მიღების მიუხედავად;

პ) ლეში – ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი, რომელიც მოკვდა ან მოიკლა და არ არის ვარგისი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

ჟ) დაინფიცირებაზე საეჭვო ფრინველი ან დაინფიცირებაზე საეჭვო ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი – ნებისმიერი ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი, რომლებსაც აქვთ კლინიკური ნიშნები და სიკვდილის შემდგომი დაზიანებები ან რეაქცია ლაბორატორიულ გამოკვლევებზე, რომლებიც არ იძლევიან ფრინველის გრიპის გამორიცხვის საშუალებას;

რ) მფლობელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირ(ებ)ი, რომელთაც ჰყავთ ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი ან უფლებამოსილნი არიან მათ შენახვაზე კომერციული ან/და არაკომერციული მიზნებისათვის;

ს) საინკუბაციო კვერცხი – კვერცხი ინკუბაციისთვის, რომელიც დადო ამ პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ფრინველმა;

ტ) სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი (შემდგომში– „სახელმწიფო ვეტერინარი“) – ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

უ) სახელმწიფო კონტროლი – მონიტორინგი – სააგენტოს მიერ ფრინველის გრიპთან დაკავშირებით ნებისმიერ საფრინველეში არსებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ან გარეული ფრინველის ან ძუძუმწოვრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა;

ფ) სახელმწიფო კონტროლი – ზედამხედველობა – სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა იმის დასადასტურებლად, რომ ამ წესით დადგენილი მოთხოვნები და ნებისმიერი მისი მითითება სრულდება ან შესრულებულია;

ქ) მოკვლა – ნებისმიერ პროცესი გარდა დაკვლისა, რომელიც იწვევს ძუძუმწოვრების, ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის სიკვდილს;

ღ) დაკვლა – ნებისმიერ პროცესი, რომელიც იწვევს ძუძუმწოვრების, ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის სისხლისაგან დაცლით სიკვდილს, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

ყ) განკარგვა – ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის (შემდეგში– ცწადპ) შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, გადამუშავება და გამოყენება ან განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით;

შ) კონტაქტური საფრინველე – საფრინველე, საიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს ფრინველის გრიპი ან სადაც შეიძლება ის იქნა შეტანილი მისი მდებარეობის, ადამიანის, ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან რაიმე სხვა გზით;

ჩ) ეჭვი აფეთქებაზე – საფრინველე, სადაც სააგენტოს ეჭვი აქვს ფრინველის გრიპის არსებობაზე;

ც) აფეთქება – საფრინველე, სადაც ფრინველის გრიპის არსებობა დადასტურებულია სააგენტოს მიერ;

ძ) პირველადი აფეთქება – დაავადების გამოვლენა, რომელიც არ არის ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული ქვეყნის იმავე რეგიონში წინა გამოვლენასთან;

წ) დაინფიცირებულ და ვაქცინირებულ ცხოველებს შორის დიფერენცირების სტრატეგია (DIVA) (შემდგომში -– DIVA სტრატეგია) – ვაქცინაციის სტრატეგია, რომელიც იძლევა ვაქცინირებულ/დაინფიცირებულ და ვაქცინირებულ/არადაინფიცირებულ ცხოველებს შორის დიფერენციაციის საშუალებას არავაქცინირებული ინდიკატორული ფრინველის გამოყენებით და დიაგნოსტიკური ტესტებით საველე ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოსავლენად;

ჭ) ძუძუმწოვარი – Mammalia-ს კლასის ცხოველი, გარდა ადამიანისა;

ხ) ბიოუსაფრთხოების გეგმა – საფრინველეში დანერგილი ბიოუსაფრთხოების ყველა ზომა;

ჯ) ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემა – კომპარტმენტის ფუნქციონირების მარეგულირებელი საერთო წესები და მის შემადგენლობაში შემავალ საფრინველეებში ბიოუსაფრთხოების გეგმების შესაბამისად განხორციელებული ბიოუსაფრთხოების საერთო ზომები;

ჰ) საქონელი – ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი ან მათი ერთდღიანი წიწილა ან საინკუბაციო კვერცხი ან კვერცხი;

ჰ1) კომპარტმენტის მენეჯერი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია კომპარტმენტზე, ამ წესის 59-ე-61-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებზე, მათ შორის:

ჰ1.ა) ყველა ქმედების ზედამხედველობაზე, რომელიც დაკავშირებულია კომპარტმენტში ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემის იმპლემენტაციასა და მონიტორინგთან;

ჰ1.ბ) ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის მფლობელისა ან მომვლელის მიერ საფრინველეში განხორციელებულ ბიოუსაფრთხოების გეგმების იმპლემენტაციის ზედამხედველობაზე;

ჰ1.გ ) სააგენტოსთან ურთიერთობაზე;

ჰ2) მიმწოდებელი საფრინველე – საფრინველე, საიდანაც ხდება საქონლის მიზნობრივი გატანა კომპარტმენტის გარეთ;

ჰ3) მომწოდებელი საფრინველე – საფრინველე, საიდანაც ხდება საქონლის მიზნობრივი მიწოდება მიმწოდებელ საფრინველის ან კომპარტმენტის ნებისმიერი სხვა საფრინველისათვის;

ჰ4) ყველა მონაწილე მხარე – კომპარტმენტის მენეჯერი, ბიზნესოპერატორი, ცხოველის მფლობელი, მომვლელი, ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებელი ან სხვა სამრეწველო ნაწარმის მიმწოდებელი, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპარტმენტს საქონლის მიწოდებით ან სერვისმომსახურებით;

ჰ5) გარეული ფრთოსანი ფრინველი – გარეული ფრინველი, რომელიც ადამიანის მიერ მოხმარებისათვისაა მონადირებული და პატარა გარეული ჩიტები, რომლებიც თავისუფლად ცხოვრობენ ბუნებაში;

ჰ6) ფრინველის მოზარდეული – მდედრობითი სქესის ფრინველი კვერცხდების დაწყებამდე;

ჰ7) საშენი მეურნეობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობა.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 4. მონიტორინგის პროგრამები

სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის – მოტორინგის შემუშავებისა და განხორციელების მიზანია:

ა) გამოავლინოს Н5 და Н7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების ინფექციის პრევალენტობა ფრინველის სხვადასხვა სახეობაში;

ბ) რისკის შეფასების რეგულარულად განხორციელების საფუძველზე, ხელი შეუწყოს იმ საფრთხეების შესწავლას, რომელსაც ქმნიან გარეული ფრინველები ფრინველის გრიპის გამომწვევ ვირუსებთან დაკავშირებით.

მუხლი 5. . შეტყობინება

1. მფლობელი ან ნებისმიერი პირი ვალდებულია, ფრინველის გრიპის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

2. დადასტურების ნებისმიერი შემთხვევის (სასაკლაოში, სატრანსპორტო საშუალებებში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, საკარანტინო ობიექტებში და სხვა ადგილებში) შესახებ, სააგენტო ვალდებულია, დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE), დადგენილი წესით.

3. სააგენტომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE) ასევე უნდა გაუგზავნოს შეტყობინება ძუძუმწოვრებში ფრინველის გრიპის გამომწვევ ვირუსებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.

მუხლი 6 . ეპიდემიოლოგიური მოკვლევა

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეპიდემიოლოგიური მოკვლევის დაწყება ამ წესის 58-ე მუხლით დადგენილი საგანგებო გეგმით გათვალისწინებული კითხვარის საფუძველზე.

2. ეპიდემიოლოგიური მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგს:

ა) დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ფრინველის გრიპი შეიძლება არსებობდეს საფრინველეში, სხვა ობიექტში ან სატრანსპორტო საშუალებაში;

ბ) ფრინველის გრიპის სავარაუდო წარმოშობას;

გ) კონტაქტური საფრინველეების იდენტიფიკაციას;

დ) ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ადამიანების, ძუძუმწოვრების, სატრანსპორტო საშუალების ან სხვა ისეთი საშუალებების გადაადგილებას, რითაც შეიძლება გავრცელდეს ფრინველის გრიპი.

3. სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგები:

ა) ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი კონტროლის ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;

ბ) ამ წესით დადგენილი გამონაკლისების დაწესებისას.

მუხლი 7. ფრინველის გრიპის აფეთქებაზე საეჭვო საფრინველეში გასატარებელი ზომები

1. ფრინველის გრიპის აფეთქებაზე ეჭვის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ აწარმოოს მოკვლევა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად ფრინველის გრიპის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით და დააწესოს საფრინველეზე სახელმწიფო კონტროლი – მონიტორინგი.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საფრინველეში:

ა) ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის და ყველა შინაური სახეობის ძუძუმწოვარის აღრიცხვა ან, საჭიროების შემთხვევაში, ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის სახეობის ტიპის მიხედვით აღრიცხვა;

ბ) იმ ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ასევე შინაური სახეობის ყველა ძუძუმწოვრის სავარაუდო რაოდენობის აღრიცხვა, რომლებიც თითოეულ კატეგორიაში უკვე ავად არიან, მოკვდნენ ან სავარაუდოდ დაინფიცირებულია; ეს ჩამონათვალი ყოველდღიურად უნდა განახლდეს აფეთქებაზე ეჭვის არსებობის განმავლობაში ნამატისა და სიკვდილიანობის გათვალისწინებით;

გ) ყველა ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის საფრინველეში მოთავსება; ამ ზომის გატარების შეუძლებლობის ან ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კეთილდღეობის საფრთხის არსებობისას, მათი იმავე საფრინველის ტერიტორიაზე, ნებისმიერ სხვა ადგილას ისე გადაყვანა რომ აცილებულ იქნეს კონტაქტი სხვა საფრინველის ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან; ასევე მიღებულ უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა მათი გარეულ ფრინველთან კონტაქტის მინიმუმამდე შესამცირებლად;

დ) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის შეყვანა ან გამოყვანის აკრძალვა;

ე) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ლეშის, ფრინველის ხორცის, მათ შორის სუბპროდუქტების, საკვების, ინსტრუმენტების, მასალების, ნარჩენების, ექსკრემენტების, წუნწუხის, გამოყენებული საგნების და ნებისმიერი რამის გატანა საფრინველედან, რასაც შეუძლია ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების გადატანა, აგრეთვე სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე იმ პირობით, თუ დაცულია შესაბამისი ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ფრინველის გრიპის გავრცელების რისკს;

ვ) საფრინველედან კვერცხის გატანის აკრძალვა;

ზ) ადამიანების, შინაური სახეობის ძუძუმწოვრების, სატრანპორტო საშუალებების და აღჭურვილობის გადაადგილება საფრინველეში/სადგომში ან საფრინველედან/სადგომიდან მის მიერ დაწესებული პირობებით და ავტორიზაციით;

თ) მის მიერ გაცემული ინსტრუქციების თანახმად შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება საფრინველის შესასვლელ-გასასვლელში და იმ შენობის შესასვლელ-გასასვლელში, სადაც იმყოფება ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი.

3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად, სააგენტოს შეუძლია სხვა შემთხვევებშიც წარადგინოს ნიმუშები გამოსაკვლევად. ასეთ პირობებში, სააგენტოს შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ზოგიერთი ან ყველა ზომა.

მუხლი 8. ფრინველის გრიპის აფეთქებაზე საეჭვო საფრინველეში გასატარებელ ზომებთან დაკავშირებული ზოგიერთი გამონაკლისი

1. სააგენტოს შეუძლია, რისკის შეფასების საფუძველზე და გადასაადგილებელი ფრინველის და პროდუქტების დანიშნულების ადგილის გათვალისწინებით, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’-,,ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებზე დაუშვას გამონაკლისი.

2. სააგენტოს შეუძლია, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის არაკომერციულ საფრინველეში შენახვის შემთხვევაში, დაუშვას გამონაკლისი ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით დადგენილ ზომაზე.

3. სააგენტოს შეუძლია დაუშვას ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ ზომაზე გამონაკლისი და გასცეს ავტორიზაცია კვერცხის გადაადგილებასთან დაკავშირებით პირდაპირ კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში, თანახმად ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის № 90 დადგენილებით დადგენილი მოთხოვნებისა, იმისათვის, რომ ჩატარდეს მანიპულაციები და დამუშავდეს „ტექნიკური რეგლამენტების - „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების დანართ №1-ის მე-10 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. თუ სააგენტო გასცემს ავტორიზაციას, ის უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის 56-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან განკარგვისათვის.

მუხლი 9. ფრინველის გრიპის აფეთქებაზე საეჭვო საფრინველეში გასატარებელი ზომების ხანგრძლივობა

ფრინველის გრიპის აფეთქებაზე საეჭვო საფრინველეში ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება სააგენტოს მიერ ეჭვის გამორიცხვამდე.

მუხლი 10. ეპიდემიოლოგიურ მოკვლევაზე დაფუძნებული დამატებითი ზომები

1. ეპიდემიოლოგიური მოკვლევის წინასწარი შედეგების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია მიიღოს ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ზომები, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ საფრინველე მდებარეობს ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის არეალში.

2. გარკვეულ არეალში ან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, შეიძლება დაწესდეს დროებითი შეზღუდვები ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, კვერცხის და მეფრინველეობის მომსახურებისთვის გამოყენებული ავტომანქანების გადაადგილებაზე. ასეთი შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს შინაური სახეობის ძუძუმწოვრების გადაადგილებაზეც, რომელიც დასაბუთების გარეშე არ უნდა აჭარბებდეს 72 საათს.

3. ამ წესის მე-11 მუხლით დადგენილი ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საფრინველეში. თუ მდგომარეობა საშუალებას იძლევა, ასეთი ზომების გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს დაინფიცირებაზე საეჭვო ფრინველზე ან დაინფიცირებაზე საეჭვო ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველზე და მათ საწარმოო ერთეულებზე.

4. თუ ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი მოკლულია აფეთქებაზე ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, მათგან ნიმუშები აღებულ უნდა იქნეს დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

5. საფრინველის გარშემო შეიძლება დადგინდეს დროებითი საზედამხედველო ზონა და ამ ზონის ფარგლებში გამოყენებულ უნდა იქნეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ყველა ან ზოგიერთი ზომა.

მუხლი 11. საფრინველეში HPAI-ის დადასტურების შემთხვევაში გასატარებელი ზომები

1. საფრინველეში HPAI-ის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) ვეტერინარული კარანტინის დროს დაავადების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და მის გატარებაში ხელშეწყობას;

ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე დაავადების საწინააღმდეგო ზომების გატარებაში ხელშეწყობას.

2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

3. HPAI-ის აფეთქების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით და ამ მუხლის მე-4-მე-13 პუნქტებით დადგენილი ზომების გამოყენება.

4. საფრინველეში არსებული ყველა ფრინველი და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი მოკლული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ. მოკვლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელების რისკი, განსაკუთრებით კი ტრანსპორტირებისას. თუმცა, დაავადების შემდგომი გავრცელების რისკის შეფასებიდან გამომდინარე, სააგენტოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი გარკვეული სახეობის ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის მოკვლაზე.

5. სააგენტოს შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები საფრინველიდან დაავადების გარეულ ფრინველზე გავრცელების აღკვეთის მიზნით.

6. საფრინველეში არსებული ლეში და კვერცხი ექვემდებარება განკარგვას სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ.

7. საფრინველეში HPAI-ის შეტანის შესაძლო თარიღსა და ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზომებს შორის პერიოდში, საფრინველეში შეგროვებული კვერცხიდან გამოჩეკილ ფრინველზე უნდა დაწესდეს სახელმწიფო კონტროლი - ზედამხედველობა და გამოკვლევა ჩატარდეს დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

8. საფრინველეში HPAI-ის შეტანის შესაძლო თარიღსა და ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზომებს შორის პერიოდში დაკლული ფრინველი და შეგროვებული კვერცხი, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა იქნეს მიკვლევადი და ექვემდებარება განკარგვას სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ.

9. ყველა შესაძლო დაბინძურებული მასალა და ნარჩენები, ცხოველთა საკვები, უნდა განადგურდეს ან დამუშავდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს დაავადების გამომწვევი ვირუსების განადგურება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად.

10. სავარაუდოდ დაბინძურებული ექსკრემენტი, წუნწუხი და ქვეშსაფენი უნდა დამუშავდეს ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.

11. ლეშის განკარგვის შემდეგ ფრინველის დასაბინავებლად გამოყენებული სავარაუდოდ დაბინძურებული შენობა, საძოვრები და მიწის ნაკვეთები, ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ლეშის, ხორცის, საკვების, ექსკრემენტის, წუნწუხის, ქვეშსაფენის და სავარაუდოდ დაბინძურებული ნებისმიერი სხვა მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალება უნდა დამუშავდეს ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის დაცვით.

12. ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრები არ უნდა იქნეს შეყვანილი ან გაყვანილი საფრინველედან/სადგომიდან სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება შინაური სახეობის ძუძუმწოვრებს, რომელთაც წვდომა აქვთ მხოლოდ ადამიანის საცხოვრებელთან.

13. პირველადი აფეთქების შემთხვევაში, ვირუსების იზოლატი, გენეტიკური ქვეტიპის იდენტიფიცირების მიზნით, ექვემდებარება ლაბორატორიულ გამოკვლევას დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად. ვირუსის იზოლატი, საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება რეფერენსლაბორატორიაში.

მუხლი 12... გამონაკლისები

1. ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-13 და მე-14 მუხლებით დადგენილ ზომებზე გამონაკლისების დაწესებისას, სააგენტომ უნდა შეიმუშაოს დეტალური წესები, მათ შორის შესაბამისი ალტერნატიული ზომები და პირობები. სააგენტოს მიერ ასეთი გამონაკლისები წესდება რისკის შეფასების საფუძველზე.

2. სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-14 მუხლის შესაბამისად დაწესებული გამონაკლისების შესახებ.

მუხლი 13. ზოგიერთ საფრინველესთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. HPAI-ის აფეთქების შემთხვევაში, არაკომერციულ საფრინველეში, ცირკში, ზოოპარკში, ზოომაღაზიაში, დაცულ ტერიტორიებში, საშენ მეურნეობებში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც ფრინველი და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი ინახება სამეცნიერო მიზნებისათვის და გადაშენების პირას მყოფი სახეობების და რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის ფრინველი კონსერვაციის მიზნებისათვის, სააგენტოს შეუძლია დაუშვას ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ზომებზე გამონაკლისი, იმ პირობით, რომ ასეთი გამონაკლისები საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისის დაწესების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფრინველი და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი:

ა) იყოლიონ საფრინველეში. ამ ზომის გატარების შეუძლებლობის ან ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კეთილდღეობის საფრთხის არსებობისას, მათი იმავე საფრინველის ტერიტორიაზე, ნებისმიერ სხვა ადგილას ისე გადაყვანა, რომ აცილებულ იქნეს კონტაქტი სხვა საფრინველის ფრინველთან, ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან.; ასევე, მიღებულ უნდა იქნეს ყველა ზომა გარეული ფრინველთან კონტაქტის მინიმუმამდე შესამცირებლად;

ბ) დაექვემდებარნო შემდგომ მონიტორინგს და გამოკვლევას დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად და არ გადაადგილდნენ ვიდრე ლაბორატორიულად არ დადასტურდება, რომ ისინი აღარ ქმნიან HPAI-ის შემდგომი გავრცელების რისკს;

გ) არ გადაადგილდნენ წარმოშობის საფრინველედან, გარდა დასაკლავად და სხვა საფრინველეში ტრანსპორტირებისა.

3. სააგენტოს შეუძლია დაუშვას ამ წესის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ზომებზე გამონაკლისი, როდესაც კვერცხი იგზავნება პირდაპირ კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის № 90 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, სადაც ისინი დამუშავდება „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისი №173 დადგენილების დანართ №1-ის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ნებისმიერი ასეთი ავტორიზაცია ექვემდებარება ამ წესის 56-ე მუხლში მითითებული პირობებს.

მუხლი 14. ცალკეულ საწარმოო ერთეულში HPAI-ის აფეთქების შემთხვევაში გასატარებელი ზომები

1. HPAI-ის აფეთქების შემთხვევაში, ორი ან მეტი ცალკეული საწარმოო ერთეულისაგან შემდგარ საფრინველეში, სააგენტოს შეუძლია დააწესოს ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ზომებზე გამონაკლისი, იმ საწარმოო ერთეულებისთვის, სადაც განთავსებულია ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი და არ არის ეჭვი HPAI-ის არსებობაზე, იმ პირობით, რომ ასეთი გამონაკლისი საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისის დაწესება დასაშვებია მხოლოდ ორ ან მეტ საწარმოო ერთეულში, როდესაც სახელმწიფო ვეტერინარი საფრინველის სტრუქტურის, ზომის, წარმოების, მოვლა-შენახვის ტიპის, კვების, წყლის წყაროს, მოწყობილობის, პერსონალის და ვიზიტორების გათვალისწინებით, დარწმუნებული იქნება, რომ ის სრულიად დამოუკიდებელია სხვა საწარმოო ერთეულისგან იქ არსებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ადგილმდებარეობის და ყოველდღიური მოვლის თვალსაზრისით.

მუხლი 15. კონტაქტურ საფრინველეში გასატარებელი ზომები

1. ეპიდემიოლოგიურ მოკვლევაზე დაყრდნობით, სააგენტო წყვეტს, საფრინველის კონტაქტურ საფრინველედ მიჩნევის საკითხს. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზომები გამოყენებულ იქნეს კონტაქტურ საფრინველეში, HPAI-ის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად გამორიცხვამდე.

2. ეპიდემიოლოგიურ მოკვლევაზე დაყრდნობით, სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს ამ წესის მე-11 მუხლის მე-3-მე-13 პუნქტებით დადგენილი ზომები კონტაქტურ საფრინველეში, თუ კონტაქტური საფრინველე მდებარეობს ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის არეალში. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3-მე-13 პუნქტებით დადგენილი ზომების კონტაქტურ საფრინველეში გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს დანართი № 1-ით „ძირითადი კრიტერიუმები და რისკის ფაქტორები, რომლებიც ზომების გატარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონტაქტურ საფრინველეში ან დამატებით შეზღუდულ ზონებში მდებარე რისკის ქვეშ მყოფ საფრინველეში და არეალში“ დადგენილი მოთხოვნები.

3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის მოკვლისას დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად ნიმუშების აღება კონტაქტურ საფრინველეში HPAI-ის ვირუსების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ საფრინველეში, სადაც ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი დაექვემდებარა მოკვლას და განკარგვას და ამავდროულად დადასტურდა დაავადება, სავარაუდოდ დაბინძურებული შენობა, ნებისმიერი მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ლეშის, ხორცის, საკვების, ექსკრემენტის, წუნწუხის, ქვეშსაფენისა და სხვა შესაძლო დაბინძურებული მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, დამუშავდეს ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.

მუხლი 16. HPAI-ის აფეთქებისას დამცავი, საკონტროლო და შეზღუდული ზონების შექმნა

1. HPAI-ის აფეთქებისთანავე სააგენტო ვალდებულია განსაზღვროს:

ა) დამცავი ზონა არანაკლებ სამი კილომეტრის რადიუსში საფრინველის გარშემო;

ბ) საკონტროლო ზონა საფრინველის გარშემო არანაკლებ 10 კილომეტრის რადიუსში, რომელიც მოიცავს დამცავ ზონასაც.

2. თუ HPAI-ის აფეთქება დადასტურებულია ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის არაკომერციულ საფრინველეში, ცირკში, ზოოპარკში, ზოომაღაზიაში, საშენ მეურნეობებში, დაცულ ტერიტორიაზე, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი ინახება სამეცნიერო მიზნისათვის ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების ან რეგისტრირებული ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის იშვიათი ჯიშის კონსერვაციის მიზნისათვის, სააგენტოს შეუძლია რისკის შეფასების საფუძველზე დააწესოს გამონაკლისები ამ წესის მე-16-29-ე მუხლებით დადგენილ დამცავი და საკონტროლო ზონების დაწესებაზე და იქ გასატარებელ ზომებზე, იმ პირობით, რომ ეს გამონაკლისები საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

3. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნისას, სააგენტო ვალდებულია გაითვალისწინოს სულ მცირე შემდეგი კრიტერიუმები:

ა) ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგები;

ბ) გეოგრაფიული მდებარეობა, განსაკუთრებით კი ბუნებრივი ბარიერები;

გ) საფრინველეების გეოგრაფიული სიახლოვე, ადგილმდებარეობა და ფრინველის სავარაუდო რაოდენობა;

დ) ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილებისა და ვაჭრობის ორგანიზაციის სისტემა;

ე) დაწესებულებები და პერსონალი, რომელიც აკონტროლებს ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, მათი ლეშის, ექსკრემენტის, ქვეშსაფენის ან გამოყენებული მასალების დამცავ და საკონტროლო ზონებში ნებისმიერ გადაადგილებას, აგრეთვე, მოკვლისათვის და განკარგვისათვის განკუთვნილი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილება წარმოშობის საფრინველედან.

4. სააგენტოს შეუძლია დამატებით დააწესოს შეზღუდული ზონები დამცავი და საკონტროლო ზონების გარშემო ან მის მიმდებარედ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით.

5. თუ დამცავი, საკონტროლო ან დამატებითი შეზღუდული ზონა მოიცავს სხვა ქვეყნ(ებ)ის ტერიტორიას, მაშინ სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს იმ ქვეყნ(ებ)ის შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ზონის დაწესებასთან დაკავშირებით.

მუხლი 17. HPAI-ის აფეთქებისას დამცავ და საკონტროლო ზონებში გასატარებელი ზომები

1. სააგენტომ დამცავ და საკონტროლო ზონებში:

ა) უნდა განახორციელოს ზომები, რომლებიც იძლევა იმ საშუალებების მიკვლევის შესაძლებლობას, რასაც შეუძლია HPAI-ის გამომწვევი ვირუსების გავრცელება, მათ შორის, ფრინველი, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი, ხორცი, კვერცხი, ლეში, საკვები, ნარჩენები, მეფრინველეობასთან დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებები, ადამიანები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან;

ბ) მოთხოვნისას მიიღოს მფლობელისაგან ინფორმაცია საფრინველში შეყვანილ (შეტანილ) და საფრინველედან გაყვანილ (გატანილ) ფრინველზე ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველზე და კვერცხზე;

გ) უზრუნველყოს ყველა პირის სრულად ინფორმირება შესაბამისი შეზღუდვების შესახებ მედია ან ნებისმიერი სხვა საშუალებით.

2. ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულების არსებობისას, სააგენტოს შეუძლია განახორციელოს პრევენციული აღმოფხვრის პროგრამა, რომელიც მოიცავს რისკის შემცველ არეალსა და საფრინველეებში ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველის პრევენციულ დაკვლას ან მოკვლას.

მუხლი 18. HPAI-ის აფეთქებისას დამცავ ზონაში სახელმწიფო ვეტერინარის მიერ განსახორციელებელი ვიზიტი

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში შესაძლებლობისამებრ მოკლე ვადაში ყველა საფრინველის აღწერა.

2. დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად, ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კლინიკური შემოწმების მიზნით და, საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშების შესაგროვებლად სახელმწიფო ვეტერინარმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს ვიზიტი ყველა კომერციულ საფრინველეში.

3. სახელმწიფო ვეტერინარის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია განხორციელებული ვიზიტების შესახებ ინახება სააგენტოში.

4. არაკომერციულ საფრინველეში სახელმწიფო ვეტერინარის ვიზიტები ხორციელდება დამცავი ზონის გაუქმებამდე.

5. დამცავ ზონაში მდებარე საფრინველეში, დაავადების ნებისმიერი შემდგომი გავრცელების იდენტიფიცირების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს დამატებითი მონიტორინგი დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

მუხლი 19. HPAI-ის აფეთქებისას დამცავ ზონაში მდებარე საფრინველეში გასატარებელი ზომები

1. დამცავ ზონაში მდებარე საფრინველეში სააგენტომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ზომების დაცვაზე ზედამხედველობა:

ა) რომ ყველა ფრინველი და ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველი იყოლიონ საფრინველეში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გატარების შეუძლებლობისას(არაპრაქტიკულობისას) და ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კეთილდღეობის საფრთხის არსებობისას, მათი გადაყვანა სხვა ადგილას იმავე საფრინველეში, ისე რომ:

ბ.ა) არ ჰქონდეთ შეხება სხვა საფრინველის ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან;

ბ.ბ) მიღებულ იქნეს ყველა ზომა გარეულ ფრინველთან კონტაქტის მინიმუმამდე შესამცირებლად.

გ) ლეშის განკარგვა მოხდეს შესაძლებლობისამებრ მოკლე დროში;

დ) სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები, რომელიც გამოიყენება ცოცხალი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ხორცის, საკვების, ექსკრემენტის, წუნწუხის, ქვეშსაფენის და სხვა შესაძლო დაბინძურებული მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, დამუშავდეს ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;

ე) პერსონალის ან სხვა პირების მიერ გამოყენებული, სავარაუდოდ დაბინძურებული სატრანსპორტო საშუალების ყველა ნაწილი, რომელიც შემოდის ან გადის საფრინველედან, დაუყოვნებლივ დამუშავდეს ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთ ან მეტ პროცედურის გამოყენებით;

ვ) რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც შედის საფრინველეში ან გადის საფრინველედან, დაავადების გავრცელების პრევენციისათვის, დაიცვას ბიოუსაფრთხოების შესაბამისი მოთხოვნები.

2. ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრების გადაადგილება საფრინველედან/სადგომიდან ან საფრინველეში/სადგომში, ხორციელდება სააგენტოს ავტორიზაციის საფუძველზე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ძუძუმწოვრებზე, რომლებთაც აქვთ წვდომა მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელთან, სადაც მათ არა აქვთ:

ა) კონტაქტი ადგილობრივ ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან;

ბ) წვდომა გალიაზე ან არეზე, სადაც იმყოფება ადგილობრივი ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი.

3. სააგენტო ინფორმიერებული უნდა იყოს საფრინველეში ნებისმიერი გაზრდილი ავადობის, სიკვდილიანობის ან პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ, რათა განახორციელოს შესაბამისი გამოკვლევები დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

4. დაავადებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის გაადვილების მიზნით, მფლობელმა უნდა აწარმოოს და შეინახოს ჩანაწერები საფრინველეში ყველა პირის ვიზიტის შესახებ (გარდა იქ დასაქმებულისა) და მოთხოვნისას წარუდგინოს სააგენტოს. ზოოპარკში, საშენ მეურნეობებში და დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ვიზიტორებს არ აქვთ წვდომა ფრინველთან, ჩანაწერი არ უნდა ინახებოდეს.

მუხლი 20. HPAI-ის აფეთქებისას გამოიყენებული საგნების, ექსკრემენტის ან წუნწუხის საფრინველედან გატანა/გავრცელების აკრძალვა

აკრძალულია დამცავი ზონაში მდებარე საფრინველედან გამოყენებული საგნების, ექსკრემენტის ან წუნწუხის გატანა/გავრცელება სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე. საფრინველედან ბიოუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით ექსკრემენტის ან წუნწუხის გატანაზე, შეიძლება გაცემულ იქნეს ავტორიზაცია წინასწარ განსაზღვრულ საწარმოზე, სადაც გაივლის დამუშავებას ან შემდგომ დამუშავებამდე, დროებით შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა აღმოიფხვრას დაავადების გამომწვევი ვირუსების შესაძლო არსებობა.

მუხლი 21.ა ბაზრები, ბაზრობები, გამოფენები, თავშეყრის სხვა ადგილები და გარეული ფრინველის რეპოპულაცია HPAI-ის აფეთქების დროს HPAI-ს აფეთქებისას H HPAფეთქებისა HPAI-ს აფეთქებისას HPAI-ს აფეთქებისას ს PAI-ს აფეთქებისას

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:

ა) დამცავ ზონაში ბაზრის, ბაზრობის, გამოფენის და ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის თავმოყრის აკრძალვა;

ბ) რომ დამცავ ზონაში ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი არ იქნეს გაშვებული გარეული ფრინველის რეპოპულაციის მიზნით.

მუხლი 22. HPAI-ის აფეთქებისას ფრინველის, კვერცხის, ფრინველის ხორცის და ლეშის გადაადგილებისა და ტრანსპორტირების აკრძალვა

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:

ა) დამცავ ზონაში ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ფრინველის მოზარდეულის, ერთდღიანი წიწილას, კვერცხის და ლეშის გადაადილებისა და ტრანსპორტირების აკრძალვა საფრინველედან საავტომობილო ან სარკინიგზო გზებზე, გარდა საფრინველის ტერიტორიაზე არსებული შიდა გზებისა;

ბ) ფრინველის ხორცის ტრანსპორტირების აკრძალვა სასაკლაოდან, ხორცის დამჭრელი საწარმოდან და სამაცივრე საწყობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხორცი არ არის წარმოებული ფრინველისგან, რომელიც მიღებულია იმ ტერიტორიიდან, რომელიც არ შედის დამცავ ზონაში და ინახებოდა და ტრანსპორტირებულია დამცავი ზონის ფრინველის ხორცისგან განცალკევებით ან დამცავ ზონაში მდებარე საფრინველეში ყველაზე ადრეული დაინფიცირების დადგენის თარიღამდე არანაკლებ 21 დღით ადრე და წარმოების მომენტიდან შენახვა და ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ამ თარიღის შემდეგ წარმოებული ხორცისგან განცალკევებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვები არ ვრცელდება დამცავ ზონაში გადმოტვირთვის და შეჩერების გარეშე საავტომობილო და სარკინიგზო გზებით ტრანზიტზე.

მუხლი 23. HPAI-ის აფეთქებისას ფრინველის დაუყოვნებელი დაკვლისთვის პირდაპირ ტრანსპორტირებასთან და ფრინველის ხორცის გადაადგილებასთან ან დამუშავებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. ამ წესის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია დამცავ ზონაში მდებარე საფრინველედან ფრინველის პირდაპირ ტრანსპორტირებაზე დაუყოვნებელი დაკვლისათვის, წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე, თუ:

ა) წარმოშობის საფრინველეში ფრინველის კლინიკური გამოკვლევა ხორციელდება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, დასაკლავად გაგზავნამდე 24 საათის განმავლობაში;

ბ) წარმოშობის საფრინველეში, სადაც შესაძლებელია, ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა სასურველი შედეგით დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;

გ) ფრინველის ტრანსპორტირება ხდება სააგენტოს მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ დალუქული სატრანსპორტო საშუალებით;

დ) სააგენტო, ატყობინებს და თანხმდება სასაკლაოსთან დასაკლავი ფრინველის მიღებაზე, ხოლო სასაკლაო კი აგზავნის ინფორმაციას სააგენტოში მიღებული ფრინველის დაკვლის შესახებ;

ე) დამცავი ზონიდან ფრინველი ინახება და იკვლება განცალკევებით სხვა ფრინველისგან ან სხვა დროს, უპირატესად კი სამუშაო დღის ბოლოს; დაკვლის შემდეგ კი ხორციელდება დასუფთავება და დეზინფექცია;

ვ) სახელმწიფო ვეტერინარი ჩაატარებს ფრინველის დეტალურ დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ შემოწმებას;

ზ) ხორცი არ მოხვდება საერთაშორისო ვაჭრობაში და დაექვემდებარება ამ წესის 50-ე მუხლით დადგენილ სპეციალურ ჯანმრთელობის ნიშანდებას;

თ) ხორცი მიიღება, დაიჭრება, ტრანსპორტირდება და შეინახება საერთაშორისო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ხორცისგან ცალკე და იგი გამოიყენებულ იქნება ისე, რომ თავიდან იქნება აცილებული მათი შეტანა ხორცის პროდუქტებში, რომლებიც განკუთვნილია საერთაშორისო ვაჭრობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხორცს აქვს გავლილი ამ წესის 51-ე მუხლით დადგენილი დამუშავების ერთ-ერთი სახე.

2. ამ წესის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია დამცავი ზონის ფარგლებს გარედან შემოყვანილი ფრინველის პირდაპირ ტრანსპორტირებაზე დამცავ ზონაში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე, დაუყოვნებელი დაკვლისათვის და ასეთი ფრინველისგან მიღებული ხორცის შემდგომ ტრანსპორტირებაზე იმ პირობით, რომ:

ა) სააგენტო ატყობინებს და თანხმდება სასაკლაოსთან დასაკლავად ფრინველის მიღებაზე, ხოლო სასაკლაო კი აგზავნის ინფორმაციას სააგენტოში მიღებული ფრინველის დაკვლის შესახებ;

ბ) ინახება და იკვლება დამცავი ზონის ფრინველისგან განცალკევებით ან სხვა დროს;

გ) დაჭრა, ტრანსპორტირება და შენახვა ხორციელდება დამცავი ზონიდან მიღებული ფრინველის ხორცისგან განცალკევებით;

დ) ცწადპ დაექვემდებარება განკარგვას.

მუხლი 24. HPAI-ის აფეთქებისას ერთდღიანი წიწილას პირდაპირ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. ამ წესის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ერთდღიანი წიწილას პირდაპირ ტრანსპორტირებაზე დამცავი ზონის წარმოშობის საფრინველედან სხვა საფრინველეში ან მის განყოფილებაში, უპირატესად დამცავი და საკონტროლო ზონებს გარეთ მდებარე საფრინველეში, თუ:

ა) მათი ტრანსპორტირება განხორციელდება სააგენტოს მიერ დალუქული სატრანსპორტო საშუალებით ან სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

ბ) ტრანსპორტირების დროს და დანიშნულების საფრინველეში გამოიყენება ბიოუსაფრთხოების შესაბამისი ზომები;

გ) ერთდღიანი წიწილას შეყვანიდან დანიშნულების საფრინველე იმყოფება სახელმწიფო კონტროლის - მონიტორინგის ქვეშ;

დ) ისინი განკუთვნილია დამცავი და საკონტროლო ზონის გარეთ გასაგზავნად, უნდა დარჩეს დანიშნულების საფრინველეში არანაკლებ 21 დღე.

2. ამ წესის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია დამცავი და საკონტროლო ზონის გარეთ მდებარე საფრინველის კვერცხიდან გამოჩეკილი ერთღიანი წიწილას პირდაპირ ტრანსპორტირებაზე ნებისმიერ სხვა საფრინველეში, რომელიც სასურველია მდებარეობდეს დამცავი და საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ, იმ პირობით, რომ გამგზავნ სანაშენეს მატერიალურ-ტექნიკური და ჰიგიენური პირობებით აქვთ შესაძლებლობა კონტაქტის თავიდან აცილებისა ამ და სხვა საინკუბაციო კვერცხს ან ერთდღიან წიწილს შორის, რომელიც წარმოშობილია ამ ზონის ფრინველის გუნდიდან და აქედან გამომდინარე, აქვთ ჯანმრთელობის განსხვავებული სტატუსი.

მუხლი 25. HPAI-ის აფეთქებისას ფრინველის მოზარდეულის პირდაპირ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

ამ წესის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ფრინველის მოზარდეულის პირდაპირ ტრანსპორტირებაზე საფრინველეში ან მის განყოფილებაში, რომელიც სასურველია მდებარეობდეს დამცავი და საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ, სადაც არ არსებობს სხვა ფრინველი, თუ:

ა) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს გასაგზავნი ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კლინიკურ გამოკვლევას წარმოშობის საფრინველეში;

ბ) წარმოშობის საფრინველეში, სადაც შესაძლებელია, ტარდება დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად ლაბორატორიული გამოკვლევა სასურველი შედეგის მიღებით;

გ) ფრინველის მოზარდეულის ტრანსპორტირება ხორციელდება სააგენტოს მიერ დალუქული სატრანსპორტო საშუალებით ან სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

დ) დანიშნულების საფრინველეზე ან მის განყოფილებაში, სადაც შეყვანილი იქნა ფრინველის მოზარდეული, დაწესდება სახელმწიფო კონტროლი - მონიტორინგი;

ე) დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარლგებს გარეთ გაგზავნილი ფრინველის მოზარდეული დარჩება დანიშნულების საფრინველეში არანაკლებ 21 დღე.

მუხლი 26. HPAI-ის აფეთქებისას საინკუბაციო და სუფრის კვერცხის პირდაპირ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. ამ წესის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ნებისმიერი საფრინველიდან საინკუბაციო კვერცხის პირდაპირ ტრანსპორტირებაზე დამცავ ზონაში მდებარე მის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სანაშენეში ან დამცავ ზონაში მდებარე საფრინველიდან ნებისმიერ წინასწარ განსაზღვრულ სანაშენეში, თუ:

ა) სადედე გუნდი, საიდანაც მიიღება საინკუბაციო კვერცხი შემოწმებულია დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად და ამ საფრინველეში არ არსებობს ეჭვი ფრინველის გრიპზე;

ბ) საინკუბაციო კვერცხს და მის შეფუთვას უტარდება დეზინფექცია გაგზავნამდე და უზრუნველყოფილია ამ კვერცხზე მიკვლევადობა წარმოშობის საფრინველემდე;

გ) წინასწარ განსაზღვრულ სანაშენეში ტარდება ბიოუსაფრთხოების ზომები სააგენტოს მიერ გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად;

დ) საინკუბაციო კვერცხის ტრანსპორტირება ხორციელდება სააგენტოს მიერ დალუქული სატრანსპორტო საშუალებით ან სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ.

2. ამ წესის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია კვერცხის პირდაპირ ტრანსპორტირებაზე:

ა) წინასწარ განსაზღვრულ შესაფუთ ცენტრში იმ პირობით, რომ კვერცხის შესაფუთად გამოყენებული იქნება ერთჯერადი შესაფუთი მასალა და დაცული იქნება სააგენტოს მიერ დადგენილი ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ) ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად კვერცხის პროდუქტების საწარმოში, სადაც ისინი დამუშავდება „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების დანართ №1-ის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ან განკარგვისათვის.

მუხლი 27. HPAI-ის აფეთქებისას ლეშის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

ამ წესის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ლეშის განკარგვის მიზნით პირდაპირ ტრანსპორტირებაზე.

მუხლი 28. HPAI-ის აფეთქებისას სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ წესის 23-ე–27-ე მუხლებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები, რომლებიც ტრანსპორტირებისთვის იქნა გამოყენებული, ტრანსპორტირების შემდეგ დაუყოვნებლივ იქნეს დასუფთავებული და დეზინფიცირებული ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 29. HPAI-ის აფეთქებისას გასატარებელი ზომების ხანგრძლივობა

1. ამ წესის მე-18-28-ე მუხლებით დადგენილი ზომები გამოყენებული უნდა იქნეს არანაკლებ 21 დღის განმავლობაში, დაინფიცირებული საფრინველის ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის შესაბამისად, წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულების თარიღის შემდეგ, ვიდრე დამცავ ზონაში მდებარე საფრინველე იქნება გამოკვლეული დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-18-28-ე მუხლებით დადგენილი ზომების შეწყვეტისას, ადრინდელ დამცავ ზონაში უნდა იქნეს გამოყენებული ამ წესის 30-ე მუხლით დადგენილი ზომები, მათი გამოყენების შეწყვეტამდე, თანახმად ამ წესის 31-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა.

მუხლი 30. HPAI-ის აფეთქებისას საკონტროლო ზონაში გასატარებელი ზომები

საკონტროლო ზონაში სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:

ა) ყველა კომერციული საფრინველის აღრიცხვა;

ბ) ფრინველის, ფრინველის მოზარდეულის, ერთდღიანი წიწილის და კვერცხის გადაადგილების აკრძალვა საკონტროლო ზონის ფარგლებში, თუ სააგენტოს მიერ არ იქნება გაცემული ავტორიზაცია და უზრუნველყოფილი ბიოუსაფრთხოების შესაბამისი მოთხოვნების დაცვა დაავადების გამომწვევი ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად; აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება საკონტროლო ზონაში გადმოტვირთვის და შეჩერების გარეშე სამანქანო ან სარკინიგზო ტრანზიტზე;

გ) ფრინველის, ფრინველის მოზარდეული, ერთდღიანი წიწილის და კვერცხის გადაადგილების აკრძალვა საკონტროლო ზონის გარეთ მდებარე საფრინველეში, სასაკლაოზე, შესაფუთ ცენტრში ან კვერცხის პროდუქტების საწარმოში. ამასთან, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია პირდაპირ ტრანსპორტირებაზე:

გ.ა) წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოში, ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ფრინველის დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით; ასევე, დამცავ და საკონტროლო ზონის გარეთ მყოფი ფრინველის პირდაპირ ტრანსპორტირებაზე საკონტროლო ზონის ფარგლებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით და ამ ფრინველისგან მიღებული ხორცის შემდგომ გადაადგილებაზე;

გ.ბ) ფრინველის მოზარდეულის - სხვა საფრინველეში, სადაც არ იმყოფება სხვა ფრინველი; საფრინველე, სადაც ფრინველის მოზარდეული უნდა დარჩეს არანაკლებ 21 დღის განმავლობაში, წესდება სახელმწიფო კონტროლი - მონიტორინგი;

გ.გ) ერთდღიანი წიწილის - საფრინველეში ან მის განყოფილებაში, იმ პირობით, რომ დაცულია ბიოუსაფრთხოების სათანადო მოთხოვნები და ტრანსპორტირების შემდეგ საფრინველეზე, სადაც ერთდღიანი წიწილა რჩება არანაკლებ 21 დღე, წესდება სახელმწიფო კონტროლი - მონიტორინგი ან ნებისმიერ სხვა საფრინველეში, თუ წიწილა გამოიჩეკა დამცავი და საკონტროლო ზონის გარეთ მდებარე საფრინველეში წარმოებული კვერცხიდან, იმ პირობით, რომ გამგზავნ სანაშენეს ლოჯისტიკური და ბიოუსაფრთხოების პირობებით შეუძლია უზრუნველყოს კონტაქტის თავიდან აცილება ამ კვერცხსა და სხვა საინკუბაციო კვერცხს ან ერთდღიან წიწილს შორის, რომელიც წარმომავლობით არის ამ ზონის ფრინველის გუნდიდან და აქედან გამომდინარე, აქვთ ჯანმრთელობის განსხვავებული სტატუსი;

გ.დ) საინკუბაციო კვერცხის - წინასწარ განსაზღვრულ სანაშენეში, სადაც კვერცხს და მათ შეფუთვას უტარდება დეზინფექცია გაგზავნამდე და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ კვერცხზე მიკვლევადობა წარმოშობის საფრინველემდე;

გ.ე) სუფრის კვერცხის - შესაფუთ ცენტრში, იმ პირობით, რომ კვერცხის შესაფუთად გამოყენებული იქნება ერთჯერადი შესაფუთი მასალა და გატარდება სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ზომები;

გ.ვ) კვერცხის - ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის № 90 დადგენილების შესაბამისად, საკონტროლო ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ მდებარე კვერცხის პროდუქტების საწარმოში, სადაც დამუშავდება „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისი №173 დადგენილების დანართ №1-ის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ.ზ) კვერცხის - განკარგვისათვის;

დ) რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც შედის ან გადის საკონტროლო ზონაში მდებარე საფრინველიდან, დაიცვას დაავადების გამომწვევი ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბიოუსაფრთხოების შესაბამისი მოთხოვნები;

ე) სავარაუდოდ დაბინძურებული ცოცხალი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ლეშის, საკვების, ექსკრემენტის, წუნწუხის, ქვეშსაფენის და სხვა მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა იქნეს დასუფთავებული და დეზინფიცირებული დაბინძურებისთანავე, ამ წესის 48-ე მუხლში მითითებული ერთი ან მეტი პროცედურის შესაბამისად;

ვ) ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრების შეყვანის ან გამოყვანის აკრძალვა საფრინველედან სააგენტოს მიერ გაცემული ავტორიზაციის გარეშე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ძუძუმწოვრებზე, რომელთაც აქვთ წვდომა მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც მათ არ აქვთ:

ვ.ა) კონტაქტი ადგილობრივ ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან;

ვ.ბ) წვდომა გალიაზე ან არეზე, სადაც იმყოფება ადგილობრივი ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი;

ზ) საფრინველეში ნებისმიერი გაზრდილი ავადობის, სიკვდილიანობის ან პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს მას, რათა განახორციელოს შესაბამისი გამოკვლევები დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;

თ) გამოყენებული ნარჩენების, ექსკრემენტის, წუნწუხის გატანის ან გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ გაცემულია ავტორიზაცია; თუმცა, საკონტროლო ზონაში მდებარე საფრინველედან ბიოუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით ექსკრემენტის გატანაზე შეიძლება გაცემულ იქნეს ავტორიზაცია წინასწარ განსაზღვრულ საწარმოზე, სადაც გაივლის დამუშავებას ან შემდგომ დამუშავებამდე დროებით შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა აღმოიფხვრას დაავადების გამომწვევი ვირუსების შესაძლო არსებობა;

ი) ბაზრების, ბაზრობის, გამოფენების, შოუების და სხვა ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის შეკრების აკრძალვა;

კ) ფრინველის გაშვების აკრძალვა გარეული ფრინველის რეპოპულაციისათვის.

მუხლი 31. HPAI-ის აფეთქებისას გასატარებელი ზომების ხანგრძლივობა

ამ წესის 30-ე მუხლით დადგენილი ზომები უნდა შენარჩუნდეს დაინფიცირებულ საფრინველეში, ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებული წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციიდან არანაკლებ 30 დღე.

მუხლი 32. HPAI-ს აფეთქებისას დამატებით შეზღუდულ ზონებში გასატარებელი ზომები

1. სააგენტოს შეუძლია, ამ წესის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით შეზღუდულ ზონებზე, გამოიყენოს ამ წესის მე-18-31-ე მუხლებით დადგენილი ზოგიერთი ან ყველა ზომა.

2. ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულების არსებობისას, სააგენტოს შეუძლია განახორციელოს პრევენციული აღმოფხვრის პროგრამა, დანართი №1-ით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დამატებით შეზღუდულ ზონების რისკის შემცველ არეალსა და საფრინველეებში, ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველის პრევენციული დაკვლით ან მოკვლით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საფრინველის რეპოპულაცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად.

მუხლი 33. გამონაკლისები

1.სააგენტომ უნდა განსაზღვროს დეტალური ზომები, რომლის გათვალისწინებით მას შეუძლია დააწესოს გამონაკლისები, მათ შორის შესაბამისი ალტერნატიული ზომები და პირობები ამ წესის მე-16 და 23-ე-27-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებზე; სააგენტოს მიერ დაწესებული გამონაკლისები უნდა ეფუძნებოდეს რისკის შეფასებას.

2. სააგენტოს, რისკის შეფასების საფუძველზე, შეუძლია სანაშენეში HPAI-ის დადასტურების შემთხვევაში, დააწესოს გამონაკლისები ამ წესის მე-18-31-ე მუხლებით დადგენილ ზომებზე.

3. სააგენტოს შეუძლია, HPAI-ის აფეთქების შემთხვევაში, დააწესოს ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით, 22-ე მუხლის და 30-ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ზომებზე გამონაკლისები არაკომერციულ საფრინველეში, ცირკში, ზოოპარკში, დაცულ ტერიტორიაზე, საშენ მეურნეობებში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც ჰყავთ ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი სამეცნიერო მიზნებისათვის, ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი.

4. HPAI-ის აფეთქების შემთხვევაში ამ წესის მე-18-31-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სააგენტოს, რისკის შეფასების საფუძველზე, შეუძლია დააწესოს კონკრეტული ზომები სპორტული დანიშნულების მტრედების დამცავ და საკონტროლო ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ გადაადგილებასთან დაკავშირებით.

5. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა დაშვებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირობით, რომ საფრთხე არ შეექმება დაავადების კონტროლს.

6. ნებისმიერი ფრინველი (მათ შორის, ერთდღიანი წიწილა), ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი, საინკუბაციო კვერცხი, გამოყენებული ქვეშსაფენი, ნარჩენები, ექსკრემენტი ან წუნწუხი იმ საფრინველედან, რომელზეც დაწესდა გამონაკლისები ამ მუხლის შესაბამისად დაუშვებელია ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში.

მუხლი 34. ბიოუსაფრთხოების დამატებითი ზომები

1. ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოს შეუძლია, ამ წესის მე-18-32-ე მუხლებით გათვალისწინებული ზომების გარდა, დააწესოს ბიოუსაფრთხოების დამატებითი ზომები დამცავ და საკონტროლო ზონებში არსებულ საფრინველეში და დამატებით შეზღუდულ ზონებში, ასევე, ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კომპარტმენტებში.

2. აღნიშნული ზომები შეიძლება მოიცავდეს შეზღუდვებს სატრანსპორტო საშუალებების ან იმ ადამიანების გადაადგილებაზე, რომლებიც ახორციელებენ საკვების მიწოდებას, კვერცხის შეგროვებას, ფრინველის ტრანსპორტირებას სასაკლაოზე, ლეშის შეგროვებას განკარგვისათვის და პერსონალის, ვეტერინარის ან იმ ადამიანების გადაადგილებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ აღჭურვილობის ფუნქციონირებას.

მუხლი 35. გამოკვლევა სასაკლაოზე და სატრანსპორტო საშუალებებში HPAI -ზე ეჭვის შემთხვევაში

სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში HPAI -ზე ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოკვლევა ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის წარმოშობის საფრინველეში, რათა დაადასტუროს ან გამორიცხოს HPAI-ის არსებობა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

მუხლი 36. HPAI-ზე ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში სასაკლაოზე გასატარებელი ზომები

1. სასაკლაოზე HPAI-ზე ეჭვის არსებობისას ან დადასტურებისას, სააგენტომ, რისკის შეფასების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში, მოკლული ან დაკლული იქნეს სასაკლაოზე არსებული ყველა ფრინველი სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფრინველის დაკვლის შემთხვევაში, ფრინველის ხორცი და ნებისმიერი მისი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, ნებისმიერი სხვა ფრინველის ხორცი და მისი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, რომლებიც შეიძლება დაბინძურებულიყო დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, უნდა ინახებოდეს ცალკე და იმყოფებოდეს სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ, ვიდრე არ დასრულდება გამოკვლევები დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

3. HPAI-ის დადასტურებისას, ფრინველის ხორცი და ნებისმიერი მისი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, ნებისმიერი სხვა ფრინველის ხორცი და მისი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, რომლებიც შეიძლება დაბინძურებულიყო დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, ექვემდებარება განკარგვას რაც შეიძლება მალე სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ.

მუხლი 37. HPAI-ზე ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში და სატრანსპორტო საშუალებებში გასატარებელი ზომები

1. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან სატრანსპორტო საშუალებებში HPAI-ზე ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია რისკის შეფასების საფუძველზე, უზრუნველყოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან სატრანსპორტო საშუალებებში არსებული ყველა ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის მოკვლა, დაკვლა ან იზოლირებულად შენახვა სხვა ფრინველისგან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველისაგან სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ, ვიდრე არ დასრულდება გამოკვლევა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია გამოიყენოს ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი ზომები.

2. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილებაზე სხვა ადგილას მათი დაკვლის, მოკვლის ან იზოლირების მიზნით.

3. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია რომ არ მოიკლას ან არ დაიკლას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში არსებული ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი, რომლებიც არ ყოფილან კონტაქტში დაინფიცირებაზე საეჭვო ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფრინველის დაკვლის შემდეგ, ამ ფრინველისგან მიღებული ხორცი და ნებისმიერი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, ნებისმიერი სხვა ფრინველის ხორცი და მისი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, რომლებიც შეიძლება დაბინძურებულიყო დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, უნდა ინახებოდეს ცალკე და იმყოფებოდეს სახელმწიფო კონტროლის – ზედამხედველობის ქვეშ, ვიდრე არ დასრულდება გამოკვლევა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

5. HPAI-ის დადასტურებისას, ფრინველის ხორცი და ნებისმიერი მისი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, ნებისმიერი სხვა ფრინველის ხორცი და მისი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, რომლებიც შეიძლება დაბინძურებულიყო დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლის – ზედამხედველობის ქვეშ დაუყოვნებლივ განკარგვას.

მუხლი 38. HPAI-ზე ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში სასაკლაოზე, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში და სატრანსპორტო საშუალებებში გასატარებელი დამატებითი ზომები

1. ამ წესის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ზომების გატარებას სააგენტო სასაზღვრო საინსპექციო პუნქტში ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალს სსიპ – შემოსავლების სამსახურთან ერთად მას შემდეგ, რაც სსიპ – შემოსავლების სამსახური მიაწვდის სააგენტოს ინფორმაციას დაავადებაზე ეჭვის მიტანის შესახებ.

2. სააგენტომ სასაკლაოზე, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან სატრანსპორტო საშუალებებში, HPAI-ზე ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში, უნდა გაატაროს შემდეგი დამატებითი ზომები:

ა) არ დაუშვას ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი სასაკლაოზე, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან სატრანსპორტო საშუალებებში, ვიდრე არ გავა არანაკლებ 24 საათი ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი, დასუფთავებისა და სადეზინფექციის ერთი ან მეტი პროცედურის ჩატარების შემდეგ; აკრძალვა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში დაშვებაზე შეიძლება გავრცელდეს სხვა ცხოველებზეც;

ბ) უზრუნველყოს:

ბ.ა) დაბინძურებული შენობების, აღჭურვილობის და სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის შესაბამისად;

ბ.ბ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარება;

ბ.გ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომების გამოყენება კონტაქტურ საფრინველეში და წარმოშობის საფრინველეში, საიდანაც არის დაინფიცირებული ფრინველი ან ლეში;

ბ.დ) წარმოშობის საფრინველეში ამ წესის მე-11 მუხლის მე-3-მე-13 პუნქტებით დადგენილი ზომების გამოყენება თუ ეპიდემიოლოგიური მოკვლევა და ამ წესის 35-ე მუხლში მითითებული დამატებითი გამოკვლევები მიანიშნებს დაავადების არსებობაზე;

გ) ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების იზოლატი, ქვეტიპის იდენტიფიცირებისთვის, დაუქვემდებაროს ლაბორატორიულ გამოკვლევას დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

მუხლი 39. საფრინველეში LPAI-ის დადასტურებისას გასატარებელი ზომები

1. საფრინველეში LPAI-ის აფეთქების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია რისკის შეფასების საფუძველზე, გამოიყენოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტის, ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით დადგენილი ზომები, ხოლო ფრინველის, კვერცხის გადაადგილებისას ან საფრინველის დეპოპულაციისას, არანაკლებ შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სახეობები, რომლებსაც ეს წესი ეხებათ;

ბ) გამგზავნი საფრინველის გარშემო მდებარე საფრინველის რაოდენობა;

გ) წინასწარ განსაზღვრული სასაკლაოს, სანაშენესა და შესაფუთი ცენტრის მდებარეობა;

დ) საფრინველეში და ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კომპარტმენტში გამოყენებული ბიოუსაფრთხოების ზომები ტრანსპორტირების ან დაკვლის დროს;

ე) ტრანსპორტირების მარშრუტი;

ვ) მტკიცებულება დაავადების გავრცელების შესახებ;

ზ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკის არსებობა;

თ) ამ წესში განხილული პროდუქტების შემდგომი დამუშავება;

ი) სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ზეგავლენა.

2. სააგენტო ვალდებულია, ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის – ზედამხედველობის ქვეშ ყველა ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის იმ სახეობის დეპოპულაცია, რომლებსაც დაუდასტურდა LPAI.

3. ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველის საფრინველეზე შეიძლება დეპოპულაცია გავრცელდეს რისკის შეფასების საფუძველზე, რომელსაც ისინი ქმნიან ფრინველის გრიპის შემდგომ გავრცელებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა კონტაქტურ საფრინველეზე – ეპიდემიოლოგიური მოკვლევის საფუძველზე. დეპოპულაციამდე, ფრინველმა ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფმა სხვა ფრინველმა არ უნდა დატოვოს ან შევიდეს საფრინველეში სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების განხორციელების მიზნით, დეპოპულაციის განხორციელებისას, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი მოკლული უნდა იქნეს რაც შეიძლება მალე ან დაიკლას წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და დაექვემდებაროს მონიტორინგსა და ტესტირებას.

5. საფრინველიდან ფრინველი არ უნდა იქნეს გადაყვანილი წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე ვიდრე სააგენტო, დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს და რისკის შეფასების საფუძველზე ჩატარებული მოკვლევისა და ლაბორატორიული გამოკვლევების გათვალისწინებით, რომელიც განხორციელებულია ფრინველში ვირუსების გამოყოფის ხარისხის განსასაზღვრად, არ დარწმუნდება, რომ LPAI-ის შემდგომი გავრცელების რისკი მინიმალურია.

6. დაკვლა, წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს, თუ:

ა) ფრინველი იგზავნება საფრინველედან პირდაპირ წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე;

ბ) თითოეული პარტია გაგზავნამდე ილუქება საფრინველეზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ;

გ) თითოეული პარტია რჩება დალუქული, წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაომდე ტრანსპორტირების მთელი პერიოდის განმავლობაში;

დ) დაცულია სააგენტოს მიერ დადგენილი ბიოუსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები;

ე) სააგენტოს მიერ ინფორმირებულია წინასწარ განსაზღვრული სასაკლაო და ის თანახმაა მიიღოს ფრინველი;

ვ) სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა, რომლებიც გამოიყენება ცოცხალი ფრინველის და სხვა, სავარაუდოდ დაინფიცირებული, ნებისმიერი მასალის და ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის, დაბინძურების შემდეგ ექვემდებარება დაუყოვნებლივ დასუფთავებისა და დეზინფექციას ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილ ერთ ან მეტ პროცედურას;

ზ) ამ ფრინველის სასაკლაოზე არსებული ცწადპ ექვემდებარება განკარგვას.

7. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ განიკარგოს:

ა) ლეში;

ბ) საფრინველეში საინკუბაციო კვერცხი.

8. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ზომების დაცვა:

ა) საფრინველეში LPAI-ის სავარაუდო შეტანასა და ამ წესით გათვალისწინებული ზომების მიღებას შორის პერიოდში, საფრინველეში შეგროვებულ საინკუბაციო კვერცხზე, შეძლებისდაგვარად განახორციელოს მოკვლევა და წიწილას ინკუბაცია მოხდეს სახელმწიფო კონტროლის - მონიტორინგის ქვეშ;

ბ) საფრინველეში LPAI-ის სავარაუდო შეტანასა და ამ წესით გათვალისწინებული ზომების მიღებას შორის პერიოდში, საფრინველეში შეგროვებული კვერცხიდან გამოჩეკილი ფრინველი, შეძლებისდაგვარად დაუქვემდებაროს სახელმწიფო კონტროლს - მონიტორინგს და უზრუნველყოს გამოკვლევები დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;

გ) საფრინველეში არსებული და ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ დეპოპულაციამდე წარმოებული კვერცხის ტრანსპორტირება ისე, რომ LPAI-ის გავრცელების რისკი მინიმალურია:

გ.ა) სააგენტოს მიერ წინასწარ გასნსაზღვრულ შესაფუთ ცენტრში იმ პირობით, რომ გამოყენებული იქნება ერთჯერადი შესაფუთი მასალა და გამოიყენება სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ზომები;

გ.ბ) კვერცხის პროდუქტების საწარმოში, ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად იმისათვის, რომ დამუშავდეს „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების დანართ №1-ის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ან განკარგვისას.

დ) ნებისმიერი სავარაუდოდ დაბინძურებული მასალის ან ნივთიერების სახემწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად დამუშავება ან განკარგვა;

ე) სავარაუდოდ დაბინძურებული ექსკრემენტის, წუნწუხისა და ქვეშსაფენის ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან რამდენიმე პროცედურას დაქვემდებარება;

ვ) დეპოპულაციის შემდეგ, ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის შესანახად გამოყენებული შენობების, სავარაუდოდ დაბინძურებული აღჭურვილობისა და ლეშის გადასატანად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების, ექსკრემენტის, წუნწუხის, ქვეშსაფენისა და ნებისმიერი სხვა მასალის ან ნივთიერების დაქვემდებარება ამ წესის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ პროცედურაზე;

ზ) შინაური სახეობის ძუძუმწოვრების შეყვანა-გაყვანის აკრძალვა საფრინველეში ავტორიზაციის გარეშე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ძუძუმწოვრებზე, რომელთაც აქვთ წვდომა მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც მათ არ აქვთ:

ზ.ა) კონტაქტი ადგილობრივ ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან;

ზ.ბ) წვდომა გალიაზე ან არეზე, სადაც იმყოფება ადგილობრივი ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი;

თ) LPAI-ის პირველადი აფეთქების შემთხვევაში, ვირუსების იზოლატი ქვეტიპის დასადგენად, დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად ლაბორატორიული გამოკვლევის განხორციელება.

მუხლი 40. ზოგიერთ საფრინველესთან დაკავშირებული გამონაკლისები LPAI-ის დადასტურებისას LPAI დადასტურებისას

1. სააგენტოს შეუძლია, არ გაითვალისწინოს ამ წესის 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომები LPAI-ის აფეთქებისას არაკომერციულ საფრინველეში, ცირკში, ზოოპარკში, ზოომაღაზიაში, დაცულ ტერიტორიაზე, საშენ მეურნეობებში, შემოღობილ ადგილზე, სადაც ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი იმყოფება სამეცნიერო მიზნებისათვის და გადაშენების პირას მყოფი სახეობების ან რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კონსერვაციისათვის იმ პირობით, რომ ეს გამონაკლისები საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გამონაკლისების შემთხვევაში, ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი:

ა) შეყვანილი იქნეს საფრინველეში. თუ ეს შეუძლებელია ან თუ მათ კეთილდღეობას ემუქრება საფრთხე, ისინი შეყვანილი უნდა იყვნენ ნებისმიერ სხვა ადგილას, იმავე საფრინველის ტერიტორიაზე ისე, რომ არ არსებობდეს კონტაქტი სხვა საფრინველის ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან. მიღებული უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა მათი გარეული ფრინველთან კონტაქტის მინიმუმამდე შესამცირებლად;

ბ) დაექვემდებაროს შემდგომ მონიტორინგს და გამოკვლევას დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად და არ გადაადგილდეს ვიდრე ლაბორატორიული გამოკვლევები არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აღარ ქმნიან LPAI-ის შემდგომი გავრცელების საფრთხეს;

გ) არ გადაადგილდეს წარმოშობის საფრინველედან, გარდა სასაკლაოში ან ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე, სააგენტოს მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედ სხვა საფრინველეში.

3. სანაშენეებში LPAI-ის აფეთქების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, რისკის შეფასების საფუძველზე, დააწესოს გამონაკლისები ამ წესის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგიერთ ან ყველა ზომაზე.

4. სააგენტომ ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებზე გამონაკლისების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მუხლი 41. LPAI-ის აფეთქებისას განცალკევებულ საწარმოო ერთეულებში გამოსაყენებელი ზომები

1. ორი ან მეტი ცალკეული საწარმოო ერთეულისგან შემდგარ საფრინველეში LPAI-ს აფეთქებისას, იმ სწარმოო ერთეულში, სადაც იმყოფება ჯანმრთელი ფრინველი, სააგენტოს შეუძლია დააწესოს 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნაზე გამონაკლისები, იმ პირობით, რომ დაწესებული გამონაკლისები საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

2. სააგენტომ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებზე გამონაკლისების დაწესებისთვის გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადაც გაითვალისწინებული უნდა იქნეს ფრინველის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად შესაბამისი ალტერნატიული ზომების გამოყენების შესაძლებლობაც.

მუხლი 42. LPAI-ის დადასტურებისას კონტაქტურ საფრინველეში გასატარებელი ზომები

1. სააგენტომ, ეპიდემიოლოგიურ მოკვლევაზე დაყრდნობით, უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა საფრინველე კონტაქტური. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზომების გამოყენება კონტაქტურ საფრინველეში, ვიდრე LPAI-ის არსებობა არ იქნება გამორიცხული დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. სააგენტოს, ეპიდემიოლოგიურ მოკვლევაზე დაყრდნობით, შეუძლია გამოიყენოს ამ წესის 39-ე მუხლით დადგენილი ზომები ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის არეალში მდებარე კონტაქტურ საფრინველეში.

3. ამ წესის 39-ე მუხლით დადგენილი ზომების კონტაქტურ საფრინველეში გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს დანართი №1-ით დადგენილი მთავარი კრიტერიუმები.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კონტაქტურ საფრინველეში ფრინველის მოკვლისას ნიმუშების აღება LPAI-ის ვირუსების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

5. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ საფრინველეში, სადაც ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი დაკლული ან მოკლულია, დაექვემდებარა განკარგვას და ამავდროულად დადასტურდა ფრინველის გრიპი, სავარაუდოდ დაბინძურებული შენობა და ნებისმიერი საფრინველის ტერიტორია, მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ლეშის, ხორცის, საკვების, ექსკრემენტის, წუნწუხის, ქვეშსაფენისა და სხვა შესაძლო დაბინძურებული მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, დამუშავდეს ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.

მუხლი 43. LPAI-ს აფეთქებისას შეზღუდული ზონების შექმნა

LPAI აფეთქებისას სააგენტო ვალდებულია დაადგინოს შეზღუდული ზონა საფრინველის გარშემო არანაკლებ ერთი კილომეტრის რადიუსით.

მუხლი 44. LPAI-ს აფეთქებისას შეზღუდულ ზონაში გასატარებელი ზომები

1. შეზღუდულ ზონაში სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:

ა) ყველა კომერციული საფრინველის აღწერის განხორციელება, შესაძლებლობისამებრ მოკლე დროში;

ბ) არანაკლებ ერთი კილომეტრის რადიუსში მდებარე კომერციული საფრინველე(ებ)ში, ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;

გ) ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ფრინველის მოზარდეულის, ერთდღიანი წიწილასა და კვერცხის გადაადგილება შეზღუდულ ზონის ფარგლებში ან ფარგლებს გარედან შეყვანა/შეტანის ავტორიზაციაზე დაქვემდებარება და მათთან მიმართებით კონტროლის სხვა ზომების გამოყენება, რომელსაც სააგენტო ჩათვლის მიზანშეწონილად; აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება შეზღუდული ზონის გავლით გადმოტვირთვის ან შეჩერების გარეშე საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანზიტზე;

დ) ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, ფრინველის მოზარდეულის, ერთდღიანი წიწილასა და კვერცხის გადაადგილების აკრძალვა შეზღუდული ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ გაცემულია ავტორიზაცია პირდაპირ ტრანსპორტირებაზე:

დ.ა) ფრინველის – სასაკლაოზე დასაკლავად;

დ.ბ) ცოცხალი ფრინველის – საფრინველეში ან მის განყოფილებაში, რომელშიც არ არის სხვა ფრინველი. ფრინველი შეყვანიდან არანაკლებ 21 დღე უნდა დარჩეს ამ საფრინველეში და დაექვემდებაროს სახელმწიფო კონტროლს – მონიტორინგს;

დ.გ) ერთდღიანი წიწილას – საფრინველეში ან მის განყოფილებაში. წიწილა შეყვანიდან არანაკლებ 21 დღისა უნდა დარჩეს ამ საფრინველეში და დაექვემდებაროს სახელმწიფო კონტროლს – მონიტორინგს ან თუ გამოიჩეკა შეზღუდული ზონის გარეთ მდებარე საფრინველეში წარმოებული კვერცხიდან, ნებისმიერ სხვა საფრინველეში იმ პირობით, რომ სანაშენეს ლოჯისტიკური პირობებით და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით შეუძლია უზრუნველყოს ნებისმიერი კონტაქტის თავიდან აცილება საინკუბაციო კვერცხთან ან ერთდღიან წიწილთან, რომელიც წარმომავლობით არის შეზღუდული ზონის ფრინველის გუნდიდან და აქედან გამომდინარე, აქვთ ჯანმრთელობის განსხვავებული სტატუსი;

დ.დ) საინკუბაციო კვერცხის – წინასწარ განსაზღვრულ სანაშენეში; საინკუბაციო კვერცხს და მათ შეფუთვას უტარდება დეზინფექცია გაგზავნამდე და უზრუნველყოფილია ამ კვერცხზე მიკვლევადობა წარმოშობის საფრინველემდე;

დ.ე) სუფრის კვერცხის – შესაფუთ ცენტრში, იმ პირობით, რომ კვერცხის შესაფუთად გამოყენებული იქნება ერთჯერადი შესაფუთი მასალა და დაცული იქნება სააგენტოს მიერ დადგენილი ბიოუსაფრთხოების ზომები;

დ.ვ) კვერცხის – შეზღუდული ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ მდებარე კვერცხის პროდუქტების საწარმოში ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის № 90 დადგენილების შესაბამისად, რომელიც უნდა დამუშავდეს „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების დანართ №1-ის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

დ.ზ) კვერცხის – განკარგვისათვის;

ე) ლეშის განკარგვა;

ვ) ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც შედის ან გადის შეზღუდულ ზონაში მდებარე საფრინველეში/საფრინველედან, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით ბიოუსაფრთხოების შესაბამისი მოთხოვნების დაცვა;

ზ) სავარაუდოდ დაბინძურებული ცოცხალი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, საკვების, ექსკრემენტის, წუნწუხის და ქვეშსაფენის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, აღჭურვილობისა და ნებისმიერი სხვა მასალის ან ნივთიერების, ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით დაუყოვნებლივი დასუფთავება და დეზინფექცია;

თ) ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრების გადაადგილების საფრინველედან/სადგომიდან ან საფრინველეში/სადგომში, სააგენტოს ავტორიზაციაზე დაქვემდებარება. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ძუძუმწოვრებზე, რომლებთაც წვდომა აქვთ მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელთან, სადაც მათ არ აქვთ:

თ.ა) კონტაქტი ადგილობრივ ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან;

თ. ბ) წვდომა გალიაზე ან არეზე, სადაც იმყოფება ადგილობრივი ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი;

ი) დამცავ ზონაში მდებარე საფრინველედან გამოყენებული საგნების, ექსკრემენტის ან წუნწუხის გატანა/გავრცელების აკრძალვა სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე. თუმცა, საფრინველედან ბიოუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით ექსკრემენტის ან წუნწუხის გატანაზე შეიძლება გაცემულ იქნეს ავტორიზაცია წინასწარ განსაზღვრულ საწარმოში, სადაც გაივლის დამუშავებას ან შემდგომ დამუშავებამდე დროებით შეინახება დაავადების გამომწვევი ვირუსების შესაძლო არსებობის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) სააგენტოს ავტორიზაციამდე ბაზრების, ბაზრობის, გამოფენების, შოუების და სხვა ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის შეკრების აკრძალვა;

ლ) ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გაშვების აკრძალვა გარეული ფრინველის რეპოპულაციის მიზნით.

2. სააგენტოს შეუძლია რისკის შეფასების საფუძველზე დაადგინოს ამ წესის 43-ე-46-ე მუხლებით დადგენილი ზომების გარდა სხვა დამატებითი ზომები.

მუხლი 45. LPAI-ის აფეთქებისას გასატარებელი ზომების ხანგრძლივობა

ამ წესის 43-ე-46-ე მუხლებით დადგენილი ზომები უნდა იქნეს დაცული:

ა) არანაკლებ 21 დღე, დაინფიცირებული საფრინველის ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის შესაბამისად წინასწარი დასუფთავების და დეზინფექციის დასრულების თარიღის შემდეგ, ვიდრე სააგენტო დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად შეზღუდულ ზონაში ჩატარებული მოკვლევის, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებისა და რისკის შეფასების საფუძველზე არ ჩათვლის, რომ LPAI-ის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა;

ბ) არანაკლებ 42 დღე LPAI-ის აფეთქების დადასტურებიდან, ვიდრე სააგენტო დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად, შეზღუდულ ზონაში ჩატარებული მოკვლევის, გამოკვლევების შედეგებისა და რისკის შეფასების საფუძველზე არ ჩათვლის, რომ LPAI-ის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა.

მუხლი 46. გამონაკლისები

1. სანაშენეში, LPAI-ის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, რისკის შეფასების საფუძველზე, ამ წესის 43-ე და 44-ე მუხლებით დადგენილ ზოგიერთ ან ყველა ზომაზე დააწესოს გამონაკლისები.

2. არაკომერციულ საფრინველეში, ცირკში, ზოოპარკში, ზოომაღაზიაში, დაცულ ტერიტორიაზე, საშენ მეურნეობებში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც იმყოფება ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი, სამეცნიერო მიზნებისათვის ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების ან რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის კონსერვაციისთვის, LPAI-ის აფეთქებისას, სააგენტოს შეუძლია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გამონაკლისების დაწესება, იმ პირობით, რომ საფრთხე არ შეექმნება დაავადების კონტროლს.

მუხლი 47. ღორებსა და სხვა სახეობის ცხოველებთან დაკავშირებული ზომები და ლაბორატორიული გამოკვლევები

1. ნებისმიერ საფრინველეში, ფრინველის გრიპის დადასტურების შემდეგ, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსებით დაინფიცირების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, სადგომში მყოფი ნებისმიერი ღორის ლაბორატორიული გამოკვლევა, დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად. აკრძალულია ღორის გადაადგილება სადგომიდან გამოკვლევის შედეგების მიღებამდე.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული გამოკვლევებით დადასტურდება ღორში ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების არსებობა, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ასეთი ღორების გადაადგილებაზე სხვა სადგომში ან წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე, იმ პირობით, რომ მომდევნო შესაბამისი ტესტების შედეგებით ფრინველის გრიპის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული გამოკვლევებით დადასტურდება ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე, სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის – ზედამხედველობის ქვეშ უნდა უზრუნველყოს ღორების მოკვლა შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდში, ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების გავრცელების (მათ შორის, ტრანსპორტირებისას) თავიდან ასაცილებლად.

4. სააგენტოს შეუძლია:

ა) ნებისმიერ სადგომში, ფრინველის გრიპის დადასტურების შემდეგ, რისკის შეფასების საფუძველზე, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი ზომები სადგომში არსებულ ნებისმიერ სხვა ძუძუმწოვრებთან მიმართებაში და გაავრცელოს ასეთი ზომების მოქმედება კონტაქტურ სადგომზეც;

ბ) ნებისმიერი სადგომის ღორში ან სხვა ძუძუმწოვრებში, ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების დადასტურების შემდეგ, აწარმოოს სახელმწიფო კონტროლი -მონიტორინგი, დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად, ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების შემდგომი გავრცელების გამოსავლენად;

გ) მიიღოს დამატებითი ზომები სხვა სახეობის ცხოველებზე ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 48.... დასუფთავება, დეზინფექცია და ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების განადგურების პროცედურები

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსებით დაბინძურებულ ან სავარაუდოდ დაბინძურებული საფრინველის და მასში არსებული ნებისმიერი მასალის ან ნივთიერების დასუფთავება, დეზინფექცია და დამუშავება განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ:

ა.ა) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;

ა.ბ) ამ მუხლის მე-2-მე-7 პუნქტებით დადგენილი დასუფთავების, დეზინფექციის და დამუშავების პრინციპების და პროცედურების შესაბამისად;

ბ) საფრინველეში ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველისთვის გამოყენებული ნებისმიერი მიწის ნაკვეთი ან საძოვარი, სადაც დადასტურებულია ფრინველის გრიპი, არ იქნეს გამოყენებული ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველისათვის, ვიდრე მის მიერ არ იქნება მიჩნეული, რომ ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსები განადგურებული ან ინაქტივირებულია;

გ) ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსებით დაბინძურებულ ან სავარაუდოდ დაბინძურებულ სასაკლაოს, ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს და მათში არსებულ ნებისმიერ მასალას ან ნივთიერებას დასუფთავება, დეზინფექცია და დამუშავება ჩაუტარდეს სახელმწიფო კონტროლის -ზედამხედველობის ქვეშ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;

დ) ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსებით დაბინძურებულ ან სავარაუდოდ დაბინძურებულ ნებისმიერ აღჭურვილობას, მასში არსებულ მასალას ან ნივთიერებას, რომლებიც ეფექტურად არ დასუფთავდება, დეზინფიცირდება ან დამუშავდება, განადგურდეს;

ე) გამოსაყენებელ სადეზინფექციო საშუალებებსა და მათ კონცენტრაციაზე გასცეს ავტორიზაცია.

2. დასუფთავების, დეზინფექციისა და დამუშავების ზოგადი პრინციპები და პროცედურებია:

ა) დასუფთავება, დეზინფექცია და, საჭიროების შემთხვევაში, დერატიზაცია და დეზინსექციის ჩატარება სახელმწიფო კონტროლის – ზედამხედველობის ქვეშ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;

ბ) ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების განადგურებისათვის გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებებსა და მათ კონცენტრაციაზე სააგენტოს მიერ ავტორიზაციის გაცემა;

გ) სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ან მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან სახელმწიფო ვეტერინარის ან/და სააგენტოს მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;

დ) სადეზინფექციო ნივთიერებების და სადეზინფექციო პროცედურების შერჩევა იმ საფრინველის, სატრანსპორტო საშუალებების და საგნების გათვალისწინებით, რომლებიც უნდა დამუშავდეს;

ე) პირობები, რომელშიც გამოიყენება ცხიმგამცლელი და სადეზინფექციო საშუალებები, უნდა უზრუნველყოფდნენ მათ ეფექტიანობას; კერძოდ, დაცული უნდა იქნეს მწარმოებლის მიერ მითითებული ტექნიკური პარამეტრები, როგორიცაა წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო;

ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების მიუხედავად, შემდეგი ზოგადი წესების დაცვა:

ვ.ა) ქვეშსაფენის, ნარჩენებისა და ექსკრემენტების სადეზინფექციო საშუალებებით საფუძვლიანი გაჟღენთვა;

ვ.ბ) დეზინფექციის ეფექტურობისათვის დანადგარ-მოწყობილობის გადაადგილება, სადაც შესაძლებელია მათი დემონტაჟის შემდეგ იატაკის, კედლების და პანდუსების ჯაგრისით რეცხვა და დასუფთავება;

ვ.გ) შემდეგ სადეზინფექციო საშუალებების დამატებით გამოყენება მწარმოებლის მიერ რეკომენდაციაში მითითებული მინიმალური საკონტაქტო დროით;

ზ) წნევის ქვეშ სითხეების გამოყენებით დასუფთავებისას უკვე დასუფთავებული ნაწილების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილება;

თ) მოწყობილობების, დანადგარების, აღჭურვილობის ან ნებისმიერი შესაძლო დაბინძურებული მასალის რეცხვის, დეზინფექციისა ან განადგურების გათვალისწინება;

ი) დეზინფექციის პროცედურების შემდეგ ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილება;

კ) დასუფთავებისა და დეზინფექციის აღრიცხვა საფრინველის ან სატრანსპორტო საშუალების ჟურნალში ან ოფიციალური დადასტურების საჭიროებისას, სახელმწიფო ვეტერინარის ან მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ დამოწმება;

ლ) პერსონალისთვის და გადასაზიდად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია.

3. დაინფიცირებული საფრინველის დასუფთავებისა და დეზინფექცის ჩატარების პრინციპები და პროცედურებია:

ა) წინასწარი დასუფთავება და დეზინფექცია, რომლის დროსაც:

ა.ა) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის მოკვლისას, უნდა გატარდეს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე შემცირებული ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების გავრცელება; ეს ზომები უნდა მოიცავდეს დროებით სადეზინფექციო აღჭურვილობის დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლის მარაგს, საშხაპეებს, გამოიყენებული მოწყობილობების, ინსტრუმენტების და შენობების დეკონტამინაციას, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას ვენტილაციისათვის;

ა.ბ) მკვდარი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ლეშზე უნდა შესხურდეს სადეზინფექციო საშუალება;

ა.გ) ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საფრინველედან ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ლეში უნდა გაიტანონ, მათი განკარგვისათვის დახურულ, ჰერმეტულ სატრანსპორტო საშუალებებით ან კონტეინერებით, სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ;

ა.დ) მოკლული ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი, განკარგვის მიზნით საფრინველიდან მოცილების შემდეგ, საფრინველის იმ ნაწილში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, სხვა ნაგებობები, ეზოები და ა.შ. ნებისმიერი ნაწილი, რომელიც დაბინძურდა მოკვლის დროს ან მოკვლისშემდგომი შემოწმებისას, უნდა დამუშავდეს ამ მუხლის შესაბამისად ავტორიზებული სადეზინფექციო საშუალებით დამუშავება;

ა.ე) სადეზინფექციო საშუალება ზედაპირზე უნდა დაყოვნდეს არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;

ა.ვ) ნებისმიერი ქსოვილი ან მოკვლის ან მოკვლისშემდგომი შემოწმების დროს დაღვრილი სისხლი უნდა შეგროვდეს გულდასმით და განიკარგოს მოკლულ ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველთან ერთად.

ბ) საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია:

ბ.ა) ექსკრემენტისა და გამოიყენებული ქვეშსაფენის გატანა და დამუშავება, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების თანახმად;

ბ.ბ) ცხიმისა და ჭუჭყის ყველა ზედაპირიდან ცხიმგამცლელი საშუალებებით მოცილება, ხოლო ზედაპირის წყლით გარეცხვა;

ბ.გ) ცივი წყლით გარეცხვის შემდეგ სადეზინფექციო საშუალებების შესხურება;

ბ.დ) შვიდი დღის შემდეგ საფრინველის ცხიმგამცლელი საშუალებებით დამუშავება, ჩამორეცხვა წყლით, სადეზინფექციო საშუალების შესხურება და შემდეგ კვლავ წყლით ჩამორეცხვა.

4. დაბინძურებული ქვეშსაფენის, ექსკრემენტის და წუნწუხის დეზინფექციის ჩატარების პრინციპები და პროცედურებია:

ა) ექსკრემენტისა და გამოყენებული ქვეშსაფენის:

ა.ა) ორთქლზე არანაკლებ 70°C-ზე დამუშავება;

ა.ბ) განადგურება დაწვით;

ა.გ) დაიმარხვა საკმარის სიღრმეზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათზე წვდომა გარეული ფრინველებისა და სხვა ცხოველების მიერ;

ა.დ) დაწყობა წყებად, სადეზინფექციო საშუალებით შესხურება და დაყოვნება არანაკლებ 42 დღე;

ბ) დაინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან, წუნწუხის შენახვა არანაკლებ 60 დღე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დამუშავებულია ეფექტიანად სახელმიწფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყოფილია ვირუსების განადგურება და სააგენტოს მიერ გაცემულია ავტორიზაცია მისი შენახვის ხანმოკლე ვადაზე.

5. სააგენტოს შეუძლია დაუშვას სავარაუდოდ დაბინძურებული ექსკრემენტის, ნარჩენებისა და ქვეშსაფენის ტრანსპორტირება აღიარებულ საწარმოში, რომელიც უზრუნველყოფს დამუშავებით ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების განადგურებას ან შუალედურ შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განადგურებამდე ან დამუშავებამდე. ასეთი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს დახურულ, წყალგაუმტარი სატრანსპორტო საშუალებებით ან კონტეინერით სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ვირუსების გავრცელება.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სააგენტოს შეუძლია დაადგინოს დასუფთავებისა და დეზინფექციის კონკრეტული პროცედურები საფრინველის ტიპისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საფრინველე ან საფრინველის ნაწილი, რაიმე მიზეზით, არ შეიძლება დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს, მან შეიძლება აკრძალოს ნებისმიერი პირის, სატრანსპორტო საშუალების, ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრების შესვლა/შეყვანა ამ საფრინველეში ან საფრინველის ნაწილში არანაკლებ 12 თვე.

მუხლი 49. საფრინველის რეპოპულაცია

1. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3-მე-13 პუნქტებით და 39-ე მუხლით დადგენილი ზომების გატარების შემდეგ, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საფრინველის რეპოპულაციასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვა.

2. კომერციული საფრინველის რეპოპულაცია არ უნდა მოხდეს ამ წესის 48-ე მუხლის შესაბამისად საბოლოო დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულებიდან 21 დღის განმავლობაში.

3. კომერციული საფრინველეში, რეპოპულაციიდან 21 დღის განმავლობაში:

ა) ფრინველს უნდა ჩაუტარდეს არანაკლებ ერთი კლინიკური გამოკვლევა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ. თუ ტარდება რამდენიმე კლინიკური გამოკვლევა, საბოლოო ხორციელდება 21-დღიანი ვადის ბოლოს;

ბ) ლაბორატორიული გამოკვლევები უნდა ჩატარდეს დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;

გ) რეპოპულაციის დროს მკვდარი ფრინველის გამოკვლევა უნდა მოხდეს დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;

დ) ნებისმიერმა პირმა, რომელიც შედის კომერციულ საფრინველეში ან გადის კომერციული საფრინველედან უნდა დაიცვას ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები;

ე) ფრინველმა არ უნდა დატოვოს კომერციული საფრინველე სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე;

ვ) მფლობელმა რეგულარულად უნდა აწარმოოს სააღრიცხვო და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარმოების პროცესის მონაცემების, მათ შორის ავადობისა და სიკვდილიანობის შესახებ;

ზ) წარმოების პროცესის ამსახველ მონაცემებში ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების და სხვა დარღვევების შესახებ, მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს.

4. რისკის შეფასების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, გარდა კომერციული საფრინველეებისა ან კომერციულ საფრინველეებში მყოფ სხვა სახეობის ფრინველზე.

5. ფრინველის რეპოპულაცია კონტაქტურ საფრინველეში უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ რისკის შეფასების საფუძველზე გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად.

მუხლი 50. სპეციალური ჯანმრთელობის ნიშანდება

1. სპეციალური ჯანმრთელობის ნიშანდება უნდა განხორციელდეს ორი სწორი ურთიერთგადამკვეთი დიაგონალური ხაზის მქონე ოვალური, სიგანით 6,5 სმ და სიმაღლით 4,5 სმ დამღით, რომელიც მოიცავს მკაფიო, ადვილად წასაკითხ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ზედა ნაწილში ISO 3361 სტანდარტის მიხედვით საქართველოს ორასოიან კოდს: - GE;

ბ) შუა ნაწილში - სასაკლაოს აღიარების ნომერს, რომელიც არ უნდა იქნეს დაფარული ორი ურთიერთ გადამკვეთი ხაზით.

2. ასოების ზომა უნდა იყოს არაუმცირეს 0,8 სმ სიგრძის, ხოლო რიცხვები არაუმცირეს 1 სმ სიგრძის.

3. სპეციალური ჯანმრთელობის ნიშანდება უნდა მოიცავდეს სახელმწიფო ვეტერინარის საიდენტიფიკაციო კოდს, რომელმაც ჩაატარა ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმება.

მუხლი 51. ხორცის დამუშავება ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების განადგურების მიზნით

ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების აღმოფხვრის მიზნით, ხორცი ექვემდებარება ქვემოთ მითითებული დამუშავების არანაკლებ ერთ-ერთ სახეს:

ა) თერმული დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, როდესაც F0 არის 3,00 ან მეტი;

ბ) თერმული დამუშავება არანაკლებ 70°C-ზე, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს მთლიანად ხორცში;

გ) თერმული დამუშავება არანაკლებ 80°C-ზე, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს მთლიანად ხორცში.

მუხლი 52. ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:

ა) ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აკრძალვა, გარდა ამ წესის 53-ე-55-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოება, შენახვა, მიწოდება, დისტრიბუცია და გაყიდვა განხორციელება სახელმწიფო კონტროლის – ზედამხედველობის ქვეშ;

გ) მხოლოდ იმ ვაქცინების გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა.

მუხლი 53. ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გადაუდებელი ვაქცინაცია და გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმის დამტკიცება

1. აფეთქების ლოკალიზების მიზნით, სააგენტოს შეუძლია დაიწყოს ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გადაუდებელი ვაქცინაცია, როგორც მოკლევადიანი ზომა, როდესაც რისკის შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ამ წესის 53-ე-54-ე მუხლების შესაბამისად ქვეყანაში ან/და მის ფარგლებს გარეთ ფრინველის გრიპის გავრცელების მნიშვნელოვანი საფრთხე, ერთი ან მეტი შემდეგი ფაქტორის არსებობის შემთხვევაში:

ა) ფრინველის გრიპის აფეთქებაა ქვეყანაში;

ბ) ფრინველის გრიპის აფეთქებაა მიმდებარე ქვეყნებში ან თუ ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გრიპის არსებობა დადასტურდა მეზობელ ქვეყანაში.

2. თუ სააგენტო აპირებს დაიწყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი ვაქცინაცია, მან უნდა წარუდგინოს სამინისტროს გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა დასამტკიცებლად.

3. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა უნდა იქნეს შედგენილი DIVA-ს სტრატეგიის შესაბამისად და უნდა მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფრინველის გრიპით გამოწვეული მდგომარეობის შესახებ, რომელმაც განაპირობა გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარება;

ბ) გეოგრაფიული არეალისა და მასში არსებული საფრინველის რაოდენობის შესახებ, მათ შორის, საფრინველის, სადაც უნდა ჩატარდეს გადაუდებელი ვაქცინაცია;

გ) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის სახეობებისა და კატეგორიების, ან თუ შესაძლებელია, ვაქცინაციას დაქვემდებარებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კომპარტმენტის შესახებ;

დ) ვაქცინაციას დაქვემდებარებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის სავარაუდო რაოდენობის შესახებ;

ე) ვაქცინის მახასიათებლების მოკლე აღწერის შესახებ;

ვ) გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანიის სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ;

ზ) ვაქცინირებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილებასთან დაკავშირებით სპეციფიური მოთხოვნების შესახებ, რომელიც უნდა დაწესდეს ამ წესის მე-18-32-ე და 43-ე-46-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნათა გათვალისწინებით;

თ) კონტაქტურ საფრინველეში გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმების (დასაბუთების) შესახებ;

ი) ვაქცინირებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის აღრიცხვისა და ჩანაწერების შენახვის შესახებ;

კ) კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების, ვაქცინაცია დაქვემდებარებული საფრინველის და ვაქცინაციის ზონაში მდებარე სხვა საფრინველის შესახებ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, გადაუდებელი ვაქცინაციის ეფექტური კამპანიის მონიტორინგისა და ვაქცინირებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილების კონტროლისათვის.

4. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შეიძლება მოიცავდეს ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველის და მათი პროდუქციის გადაადგილების შეზღუდვას, ასევე, კონკრეტული ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კომპარტმენტებში გადაადგილების შეზღუდვებს და შეზღუდული ზონების შექმნას.

მუხლი 54. გამონაკლისები

ამ წესის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს გადაუდებელი ვაქცინაცია გეგმის დამტკიცებამდე შემდეგი პირობების დაცვით:

ა) სამინისტროს უნდა ეცნობოს გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმის შესახებ და გადაუდებელი ვაქცინაციის დაწყებამდე გადაუდებელი ვაქცინაციის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ;

ბ) აიკრძალება ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის და მათი პროდუქტების გადაადგილება, გარდა ამ წესის 57-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა;

გ) გადაწყვეტილება გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარების შესახებ არ შეუქმნის საფრთხეს დაავადების კონტროლს.

მუხლი 55. ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის პროფილაქტიკური ვაქცინაცია და პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმის დამტკიცება

1. სააგენტოს შეუძლია დაიწყოს ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის პროფილაქტიკური ვაქცინაცია გრძელვადიანი ზომების სახით ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ რისკის შეფასების საფუძველზე, მიაჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული არეალი, მეფრინველეობის ტიპი და ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გარკვეული კატეგორია ან კომპარტმენტ(ებ)ი არიან ფრინველის გრიპის რისკის ქვეშ.

2. თუ სააგენტო აპირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარებას, ვაქცინაციის დაწყებამდე მან უნდა წარუდგინოს სამინისტროს პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმა დასამტკიცებლად.

3. პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმა შეიძლება მოიცავდეს ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველის და მათი პროდუქციის გადაადგილების შეზღუდვას. ასევე, კონკრეტული ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კომპარტმენტებში გადაადგილების შეზღუდვებს და შეზღუდული ზონების შექმნას.

4. პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმა უნდა იყოს შედგენილი DIVA სტრატეგიის შესაბამისად და მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარების მიზეზების შესახებ, მათ შორის დაავადების ისტორიის გარკვევით აღწერას;

ბ) არეალისა და მასში არსებული მეფრინველეობის ტიპის, ან ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის განსაზღვრული კატეგორიების ან მათი კომპარტმენტების შესახებ, მათ შორის, სადაც უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური ვაქცინაცია;

გ) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის სახეობებისა და კატეგორიების, ან თუ შესაძლებელია, ვაქცინაციას დაქვემდებარებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კომპარტმენტის შესახებ;

დ) ვაქცინაციას დაქვემდებარებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის სავარაუდო რაოდენობის შესახებ;

ე) ვაქცინის მახასიათებლების აღწერის შესახებ;

ვ) პროფილაქტიკური ვაქცინაციის კამპანიის სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ;

ზ) ვაქცინირებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილებასთან დაკავშირებით სპეციფიური მოთხოვნების შესახებ, რომელიც უნდა დაწესდეს ამ წესის მე-18-32-ე და 43-ე-46-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;

თ) ვაქცინირებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის აღწერისა და ჩანაწერების შენახვის შესახებ;

ი) გადაუდებელი ვაქცინაციის ეფექტიანი კამპანიის და ვაქცინირებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილების კონტროლისათვის, პროფილაქტიკურ ვაქცინაციას დაქვემდებარებულ საფრინველეში და პროფილაქტიკური ვაქცინაციის ზონაში მდებარე სხვა შესაბამისი რაოდენობის საფრინველეში მონიტორინგთან და ტესტირებასთან ერთად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ.

5. სააგენტოს მიერ ვაქცინის შესყიდვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია, ამ წესის 58-ე მუხლით დადგენილ საგანგებო გეგმის ფარგლებში იქონიოს ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული გადაუდებელი და პროფილაქტიკური ვაქცინაციისათვის.

7. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ვაქცინების უსაფრთხო, შესაბამის პირობებში შენახვისა და გამოყენების პირობების დაცვა.

მუხლი 56. ავტორიზაცია საფრინველედან კვერცხის გატანაზე

სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია საფრინველედან კვერცხის ტრანსპორტირებაზე წინასწარ განსაზღვრულ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ კვერცხის პროდუქტების საწარმოში, შემდეგი პირობებით:

ა) წარმოშობის საფრინველედან, რომელზეც არსებობს დაავადებაზე დაინფიცირების ეჭვი, კვერცხი გაიგზავნება პირდაპირ წინასწარ განსაზღვრულ საწარმოში, ხოლო თითოეული პარტია დაილუქება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დაავადებაზე საეჭვო საფრინველეზე ან მისი ზედამხედველობის ქვეშ და დარჩება დალუქული წინასწარ განსაზღვრულ საწარმოში ტრანსპორტირებამდე;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც პასუხისმგებელია კვერცხის წარმოშობის საფრინველეზე, აცნობებს სააგენტოს წინასწარ განსაზღვრულ საწარმოში კვერცხის გაგზავნის განზრახვის შესახებ;

გ) სააგენტო, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:

გ.ა) ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული კვერცხი, შენახულ იქნეს სხვა კვერცხისგან იზოლირებულად მათი მიღების მომენტიდან გადამუშავებამდე;

გ.ბ) კვერცხის ნაჭუჭი დაექვემდებაროს განკარგვას;

გ.გ) კვერცხისთვის გამოყენებული შეფუთვა განადგურდეს ან დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს ისე, რომ მოხდეს ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების განადგურება;

გ.დ) ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული კვერცხი ტრანსპორტირებულ იქნეს დასუფთავებული და დეზინფიცირებული სატრანსპორტო საშუალებით. კვერცხის ტრანსპორტირებაში მონაწილე პერსონალმა უნდა დაიცვას აღჭურვილობასა და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები.

მუხლი 57. გადაუდებელი ვაქცინაციისას ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის და ფრინველის პროდუქტების გადაადგილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ წესის 54-ე მუხლის შესაბამისად ვაქცინირებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის და მათი პროდუქტების გადაადგილების კონტროლი განხორციელდეს ამ მუხლის მე-3-მე-8 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების თანახმად და დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. ნებისმიერმა გადასაზიდმა ან სატრანსპორტო საშუალებამ და აღჭურვილობამ, რომელიც გამოიყენება ცოცხალი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, კვერცხის ან ფრინველის ხორცის ტრანსპორტირებისთვის უნდა გაიაროს ამ წესის 48-ე მუხლით დადგენილი დასუფთავების, დეზინფექციის ან დამუშავების ერთი ან მეტი პროცედურა.

3. ვაქცინაციის ზონის ფარგლებში ცოცხალი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის და კვერცხის გადაადგილებისას, გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საინკუბაციო კვერცხი:

ა.ა) უნდა იყოს მიღებული ვაქცინირებული ან არავაქცინირებული სანაშენე გუნდიდან, რომლებიც გამოკვლეულ იქნა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად სასურველი შედეგით;

ა.ბ) დეზინფიცირებული უნდა იქნეს გაგზავნამდე, სააგენტოს მიერ დამტკიცებული მეთოდის გამოყენებით;

ა.გ) ტრანსპორტირებულ უნდა იქნეს პირდაპირ დანიშნულების სანაშენეში;

ა.დ) უნდა იქნეს მიკვლევადი სანაშენეს ფარგლებში;

ბ) კვერცხი უნდა იქნეს წარმოებული ვაქცინირებული ან არავაქცინირებული კვერცხისმდებელი ქათმისგან, რომელმაც გაიარა შემოწმება დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად სასურველი შედეგით და ექვემდებარება ტრანსპორტირებას დანიშნულების ერთ-ერთ ადგილას:

ბ.ა) სააგენტოს მიერ მითითებულ შესაფუთ ცენტრში, იმ პირობით, რომ გამოყენებული იქნება ერთჯერადი შესაფუთი მასალა და ამავე დროს დაცულია სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ.ბ) კვერცხის პროდუქტების საწარმოში, ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რათა მოხდეს მათი დამუშავდება „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების დანართ №1-ის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) ერთდღიანი წიწილა:

გ.ა) უნდა იქნეს მიღებული საინკუბაციო კვერცხისგან, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებს;

გ.ბ) უნდა განთავსდეს საფრინველეში ან მის განყოფილებაში, რომელშიც არ არის ადგილობრივი ფრინველი;

დ) ცოცხალი ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი უნდა:

დ.ა) აიცრას ფრინველის გრიპის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გათვალისწინებულია პროგრამული ვაქცინაციით;

დ.ბ) გამოკვლეულ იქნეს დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად სასურველი შედეგით;

დ.გ) განთავსდეს საფრინველეში ან მის განყოფილებაში, რომელშიც არ არის ადგილობრივი ფრინველი;

ე) დასაკლავად განკუთვნილი ფრინველი აუცილებელია, რომ:

ე.ა) ჩატვირთვამდე შემოწმდეს სასურველი შედეგების მიღებით, დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;

ე.ბ) გაიგზავნოს პირდაპირ, წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე, დაუყოვნებლივ დასაკლავად.

4. ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე საფრინველედან ცოცხალი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის და კვერცხის გადაადგილებისას, ვაქცინაციის ზონაში არსებულ საფრინველეში გატარებულ უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საინკუბაციო კვერცხი:

ა.ა) ტრანსპორტირებული უნდა იქნეს პირდაპირ დანიშნულების სანაშენეში;

ა.ბ) უნდა იქნეს მიკვლევადი სანაშენეს ფარგლებში;

ბ) კვერცხი ტრანსპორტირებულ უნდა იქნეს დანიშნულების ერთ-ერთ ადგილას:

ბ.ა) სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ შესაფუთ ცენტრში იმ პირობით, რომ გამოყენებული იქნება ერთჯერადი შესაფუთი მასალა და დაცული იქნება სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ.ბ) კვერცხის პროდუქტების საწარმოში, ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის № 90 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რათა მოხდეს მათი დამუშავდება „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების დანართ №1-ის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) ერთდღიანი წიწილა უნდა განთავსდეს საფრინველეში ან მის განყოფილებაში, რომელშიც არ არის ადგილობრივი ფრინველი;

დ) ცოცხალი ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი:

დ.ა) უნდა განთავსდეს საფრინველეში ან მის განყოფილებაში, რომელშიც არ არის ადგილობრივი ფრინველი;

დ.ბ) უნდა აიცრას დანიშნულების საფრინველეში, თუ ეს ვაქცინაციის პროგრამით არის გათვალისწინებული;

ე) დასაკლავად განკუთვნილი ფრინველი უნდა გაიგზავნოს წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე დაუყოვნებელი დაკვლისათვის.

5. ვაქცინაციის ზონის ფარგლებში მდებარე საფრინველედან ცოცხალი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის და კვერცხის გადაადგილებისას, ვაქცინაციის ზონის გარეთ მდებარე საფრინველეში გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საინკუბაციო კვერცხი:

ა.ა) მიღებული უნდა იქნეს ვაქცინირებული ან არავაქცინირებული სანაშენე გუნდიდან, რომელიც გამოკვლეულ იქნა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად სასურველი შედეგით;

ა.ბ) დეზინფიცირებული უნდა იქნეს გაგზავნამდე, სააგენტოს მიერ დამტკიცებული მეთოდის გამოყენებით;

ა.გ) ტრანსპორტირებული უნდა იქნეს პირდაპირ დანიშნულების სანაშენეში;

ა.დ) უნდა იქნეს მიკვლევადი სანაშენეს ფარგლებში;

ბ) კვერცხი უნდა იყოს წარმოებული ვაქცინირებული ან არავაქცინირებული კვერცხისმდებელი ქათმისგან, რომელმაც გაიარა შემოწმება დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად სასურველი შედეგით და უნდა იქნეს ტრანსპორტირებული დანიშნულების ერთ-ერთ ადგილას:

ბ.ა) სააგენტოს მიერ მითითებულ შესაფუთ ცენტრში, იმ პირობით, რომ გამოყენებული იქნება ერთჯერადი შესაფუთი მასალა და ამავე დროს დაცულია სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ზომები;

ბ.ბ) კვერცხის პროდუქტების საწარმოში, ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილების შესაბამისად, რათა მოხდეს მათი დამუშავდება „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების დანართ №1-ის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) ერთდღიანი წიწილა:

გ.ა) არ უნდა იყოს ვაქცინირებული;

გ.ბ) მიღებული უნდა იქნეს საინკუბაციო კვერცხისგან, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს;

გ.გ) განთავსებულ იქნეს საფრინველეში ან მის განყოფილებაში, რომელშიც არ არის ადგილობრივი ფრინველი;

დ) ცოცხალი ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი:

დ.ა) არ უნდა იყოს ვაქცინირებული;

დ.ბ) უნდა შემოწმდეს დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად, სასურველი შედეგების მიღებით;

დ.გ) უნდა განთავსდეს საფრინველეში ან მის განყოფილებაში, რომელშიც არ არის ადგილობრივი ფრინველი;

ე) დასაკლავად განკუთვნილი ფრინველი:

ე.ა) ჩატვირთვამდე უნდა შემოწმდეს სასურველი შედეგით დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;

ე.ბ) უნდა გაიგზავნოს პირდაპირ წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე დაუყოვნებელი დაკვლის მიზნით.

6. ვაქცინაციის ზონაში არსებული:

ა) ვაქცინირებული ფრინველიდან მიღებული ხორცის შემთხვევაში ფრინველი უნდა იყოს:

ა.ა) ვაქცინირებული იმ ვაქცინით, რომელიც დააკმაყოფილებს DIVA სტრატეგიის მოთხოვნებს;

ა.ბ) შემოწმებული და ლაბორატორიულად გამოკვლეული უარყოფითი შედეგებით, დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;

ა.გ) დაქვემდებარებული კლინიკურ შემოწმებას სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ჩატვირთვამდე 48 საათის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში; საფრინველეში ნებისმიერი ინდიკატორული ფრინველი უნდა შემოწმდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ;

ა.დ) გაგზავნილი პირდაპირ წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე დაუყოვნებელი დაკვლის მიზნით;

ბ) დასაკლავად განკუთვნილი არავაქცინირებული ფრინველისგან მიღებული ხორცი ექვემდებარება მონიტორინგს დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

7. სააგენტოს, განკარგვის მიზნით, შეუძლია გასცეს ავტორიზაცია საფრინველედან ლეშის და კვერცხის გატანაზე.

8. შეფუთული კვერცხის და იმ ფრინველის ხორცის გადაადგილება, რომელიც დაიკლა ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არ ექვემდებარება დამატებით შეზღუდვებს.

9. ქვეყნის გარეთ ფრინველის, მათ შორის, ერთდღიანი წიწილას, ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ექსპორტი აკრძალულია გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან, ვიდრე გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა არ იქნება დამტკიცებული ამ წესის 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმღები ქვეყნის კომპეტენტური უწყების მიერ გაცემულია ავტორიზაცია.

მუხლი 58. საგანგებო გეგმა

1. სააგენტომ უნდა შეადგინოს საგანგებო გეგმა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც მოიცავს აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელ ზომებს და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.

2. აფეთქების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისათვის, საგანგებო გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს შენობა-ნაგებობებზე, მოწყობილობებზე, პერსონალსა და ყველა სხვა შესაბამის საჭირო მასალაზე წვდომას. იგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კომერციული საფრინველეების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე ინფორმაციას ფრინველის მაქსიმალური რაოდენობისა და სახეობების შესახებ. სააგენტომ უნდა გამოთვალოს გადაუდებელი ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობა.

3. საგანგებო გეგმა უნდა მოიცავდეს სხვადასხვა კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვაზე, გარემოს დაცვაზე, მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებაზე და ფერმერების, მეფრინველეობისა და საჯარო სფეროში მომუშავე თანამშრომლების არსებული რისკის შესახებ ინფორმირებულობაზე.

4. ფრინველის გრიპის სწრაფი და ეფექტიანი აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი ზომებისა, საგანგებო გეგმა შეიძლება მოიცავდეს დებულებებს ფრინველის გრიპის კონტროლის ცენტრების, ექსპერტთა ჯგუფების და რეალური დროის რეჟიმში სიმულაციური სწავლებების შესახებ.

5. საგანგებო გეგმები უნდა აკმაყოფილებდეს არანაკლებ შემდეგ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს:

ა) ითვალისწინებდეს ეროვნულ დონეზე კრიზისული ცენტრის შექმნას, რომელიც კოორდინაციას გაუწევს კონტროლის ყველა ზომას;

ბ) შეიცავდეს ფრინველის გრიპის კონტროლის ადგილობრივი ცენტრების სიას, რომელთაც აქვთ საჭირო ტექნიკური საშუალებები დაავადების კონტროლის ზომების ადგილობრივ დონეზე კოორდინირებისათვის;

გ) წარმოდგენილი უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია პერსონალის შესახებ, რომელიც ჩართულია კონტროლის ზომებში, ასევე მათი პროფესიული ცოდნის, მოვალეობების და მათთვის შემუშავებული ინსტრუქციების შესახებ, ფრინველის გრიპისგან ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელი პირადი დაცვის საშუალებებისა და პოტენციურ რისკის გათვალისწინებით;

დ) ფრინველის გრიპის კონტროლის თითოეულ ადგილობრივ ცენტრს უნდა შეეძლოს აფეთქებასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ ადამიანებთან ან ორგანიზაციებთან დაკავშირება;

ე) დაავადების კონტროლის ზომების ეფექტურად ჩასატარებლად შესაბამისი აღჭურვილობისა და მასალების ხელმისაწვდომობას;

ვ) წარმოდგენილი უნდა იქნეს დეტალური ინსტრუქციები იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიიღება ინფექციაზე ეჭვის მიტანისას ან დადასტურებისას ან კონტამინაციისას, მათ შორის ლეშის განკარგვის შემოთავაზებული საშუალებების შესახებ;

ზ) ითვალისწინებდეს პროფესიული მომზადების პროგრამების შექმნას საველე და ადმინისტრაციული პროცედურების ჩატარების უნარჩვევების შენარჩუნებისა და განავითარებისათვის;

თ) ითვალისწინებდეს ვაქცინაციის გეგმის შემუშავებას, რომელშიც განხილული იქნება რამდენიმე სცენარი და მითითებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის პოპულაცია, რომელიც შეიძლება აიცრას, გაანგარიშებული ვაქცინის საჭირო რაოდენობა და ხელმისაწვდომობა;

ი) შეიცავდეს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კომერციული საფრინველის რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს;

კ) ითვალისწინებდეს ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის რეგისტრირებულ იშვიათ ჯიშად მიჩნევას;

ლ) ითვალისწინებდეს ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის არეალის იდენტიფიცირებას;

მ) ითვალისწინებდეს მოთხოვნებს, რომლებიც ეფუძნება საკანონმდებლო ბაზას და უზრუნველყოფს საგანგებო გეგმის სწრაფ და ეფექტურ განხორციელებას.

6. ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ადგილი და მოწყობილობა პათოლოგიური ანატომიური გამოკვლევისათვის, უნდა ჰქონდეს საჭირო სიმძლავრეები სეროლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის და ა.შ., ხელს უწყობდეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას სწრაფი დიაგნოსტიკის სფეროში. მიღებული უნდა იქნეს ზომები ნიმუშების სწრაფი ტრანსპორტირებისთვის. საგანგებო გეგმა ასევე მოკლედ უნდა აღწერდეს ლაბორატორიის საწარმოო შესაძლებლობებს და არსებულ რესურსებს, რომელიც იძლევა აფეთქების ლიკვიდაციის საშუალებას.

7. სააგენტომ უნდა განაახლოს საგანგებო გეგმა არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ და წარუდგინოს იგი სამინისტროს დასამტკიცებლად.

თავი II

ბიოუსაფრთხოების დამატებითი პრევენციული მოთხოვნები ფრინველის და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კომპარტმენტებში

მუხლი 59. განაცხადი კომპარტმენტის ნებაყოფლობითი აღიარებისათვის

1. კომპარტმენტის ნებაყოფლობითი აღიარების განაცხადი (შემდგომში - განაცხადი) კომპარტმენტის მენეჯერის მიერ წარედგინება სააგენტოს.

2. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) კომპარტმენტის მენეჯერის სახელს, მის კვალიფიკაციასა და თანამდებობას, საკონტაქტო ინფორმაციასა და კომპარტმენტის მისამართს;

ბ) კომპარტმენტის დეტალურ აღწერას ამ წესის 66-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემისა და კომპარტმენტში შემავალი საფრინველეების ბიოუსაფრთხოების გეგმის აღწერას ამ წესის 67-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

დ) დეტალურ მონაცემებს სპეციფიკური ღონისძიებების შესახებ, კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს ფრინველის გრიპზე მონიტორინგისა და სპეციფიკური დაცვის შესახებ ამ წესის 68-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 60. კომპარტმენტის აღიარება

1. სააგენტოს მიერ ხდება იმ კომპარტმენტის პირველადი აღიარება, რომელიც განლაგებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც დაწესებული არ არის ფრინველის გრიპთან დაკავშირებული შეზღუდვები. კომპარტმენტის პირველადი აღიარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა სახეობის ფრინველში ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსის H5 და H7 ქვეტიპის პრევალენტობის გამოსავლენი ეროვნული მონიტორინგის პროგრამა დამტკიცებულია და მოქმედებს.

2. კომპარტმენტის აღიარებამდე სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ კომპარტმენტში:

ა) განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე დაწესდეს ფრინველის გრიპზე კონკრეტული დამცავი და საზედამხედველო ღონისძიებები ამ წესის 68-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ამ პერიოდში არ უნდა ვლინდებოდეს კომპარტმენტის არც ერთ საფრინველეში ფრინველის გრიპი;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს დაგეგმილი ვაქცინაცია ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაცია წარმოდგენილი იქნეს სრულყოფილად და ზუსტად;

დ) დანერგილი იქნეს ამ წესის 67-ე მუხლით დადგენილი ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემა, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს კომპარტმენტში ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის პოპულაციის ფრინველის გრიპთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის სტატუსს;

ე) განხორციელდეს ამ პუნქტის ,,ა-დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი სახელმწიფო კონტროლი სასურველი შედეგებით.

3. კომპარტმენტს უნდა ჰქონდეს ერთი დასახელება და ენიჭება ერთი აღიარების ნომერი.

4. კომპარტმენტის აღიარების შემდგომ სააგენტო ვალდებულია კომპარტმენტი დაუყოვნებლივ შეიტანოს ინტერნეტგვერდზე განთავსებულ აღიარებულ კომპარტმენტთა სიაში, სადაც ამ წესის 65-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მიეთითება დეტალური ინფორმაცია კომპარტმენტის შემადგენელი საფრინველეების ადგილმდებარეობის თაობაზე და მონაცემები საფრინველეების ტიპის შესახებ, ისინი მიმწოდებელი თუ მომწოდებელი საფრინველეები არიან.

მუხლი 61. კომპარტმენტის მენეჯერის მოვალეობა და პასუხისმგებლობა

1. კომპარტმენტის აღიარების შემდგომ, მენეჯერი ვალდებულია კომპარტმენტს გაუწიოს ზედამხედველობა და მონიტორინგი ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 66-ე-68-ე მუხლებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან და მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ახლდებოდეს და ხელმისაწვდომი იყოს სააგენტოსთვის მოთხოვნისას.

2. მენეჯერმა უნდა უზრუნველყოს ფრინველის გრიპზე მონიტორინგის განხორციელება ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემისა და კომპარტმენტის შემადგენელი თითოეული საფრინველის ბიოუსაფრთხოების გეგმის შესაბამისად და რომ:

ა) მოქმედებს ადრეული გაფრთხილების სისტემა ფრინველის გრიპის გამოვლენის მიზნით; ასევე, ხორციელდება ნიმუშის აღება და დიაგნოსტიკა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოსა და ამ წესის 68-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) ამ წესის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის გეგმები ახლდება ფრინველის გრიპის შემოჭრის გაზრდილი რისკის იდენტიფიკაციის შემთხვევაში;

გ) ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ლაბორატორიაში; მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია და შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იქნეს სააგენტოსათვის;

დ) მონიტორინგის დროს საფრინველეში გამოვლენილი ნებისმიერი საეჭვო ან დადებითი შედეგები დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს ისე, რომ შესაძლებელი იქნეს ლაბორატორიაში სათანადო ნიმუშების გაგზავნა დადასტურებისათვის.

3. მენეჯერი უნდა დარწმუნდეს რომ საჭირო ვაქცინაცია ტარდება ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემისა და კომპარტმენტის შემადგენელი თითოეული საფრინველის ბიოუსაფრთხოების გეგმის შესაბამისად, ხოლო ვაქცინაციის გეგმა და პროცედურები ხელმისაწვდომია სააგენტოსთვის მოთხოვნისას.

4. ბიოუსაფრთხოების ზომების, მონიტორინგთან დაკავშირებული საქმიანობის და მიკვლევადობის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის დასადასტურებლად, მენეჯერმა საფრინველეში რეგულარულად უნდა მოაწყოს შიდა და გარე აუდიტი და შეინახოს აუდიტის შედეგები, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფარგლებში მიღებული შედეგები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იქნეს სააგენტოსთვის მოთხოვნისას.

5. მენეჯერმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს, თუ:

ა) საფრინველე აღარ შეესაბამება ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 66-ე-68-ე მუხლებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს;

ბ) ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემაში ან ბიოუსაფრთხოების გეგმაში შეტანილ იქნა ცვლილებები, მათ შორის კომპარტმენტში საფრინველის მატებისას ან კლებისას და ეს ცვლილებები მოერგო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.

მუხლი 62. სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები

1. სააგენტომ კომპარტმენტში უნდა განახორციელოს რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლი, კომპარტმენტის ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 66-ე-68-ე მუხლებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

2. სახელმწიფო კონტროლის ჩატარების ინტერვალები დამოკიდებულია:

ა) ფრინველის გრიპთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაზე საფრინველის შიგნით და გარეთ;

ბ) ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემასა და კომპარტმენტის შემადგენელი საფრინველეების ბიოუსაფრთხოების გეგმების ცვლილებებთან ან ადაპტაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ამ წესის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

3. სააგენტო ახორციელებს ნებისმიერ სერტიფიცირებას ან გასცემს ვეტერინარულ მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი წარმოშობილია აღიარებული კომპარტმენტიდან.

მუხლი 63. კომპარტმენტის აღიარების შეჩერება

1. თუ კონტროლის შედეგები ან კომპარტმენტთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია აჩვენებს, რომ იგი აღარ შეესაბამება ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 66-ე-68-ე მუხლებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს კომპარტმენტის აღიარება, ხოლო კომპარტმენტის მენეჯერი ვალდებულია უზრუნველყოს დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ქმედებები შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად.

2. კომპარტმენტის აღიარების შეჩერების შემდგომ, სააგენტო ვალდებულია შეაჩეროს სერტიფიცირება ან ვეტერინარული მოწმობის გაცემა, რომელიც ადასტურებს, რომ საქონლი წარმოშობილია აღიარებული კომპარტმენტიდან.

3. კომპარტმენტის აღიარების შეჩერების შემთხვევაში სააგენტომ არ უნდა გააუქმოს აღიარება თუ გადამოწმებისას დაადგენს, რომ მაკორექტირებელი ზომების მიღება დაწყებულ იქნა შეჩერების თარიღიდან 30 დღის ვადაში და ჩატარებულმა კონტროლმა აჩვენა დამაკმაყოფილებელი შედეგები.

მუხლი 64. კომპარტმენტის აღიარების გაუქმება

1. სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს კომპარტმენტის აღიარება, თუ ამ წესის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომპარტმენტის აღიარების შეჩერების შემდეგ, ამ წესის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჩატარებული კონტროლით ვლინდება, რომ კომპარტმენტი კვლავ არ შეესაბამება ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 66-ე-68-ე მუხლებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს ან კომპარტმენტში ადგილი აქვს ფრინველის გრიპის აფეთქებას.

2. კომპარტმენტის აღიარების გაუქმების შემდეგ სააგენტო ვალდებულია:

ა) შეწყვიტოს სერტიფიცირება ან ვეტერინარული მოწმობის გაცემა, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი წარმოშობილია აღიარებული კომპარტმენტიდან;

ბ) ამოიღოს კომპარტმენტის დასახელება აღიარებული კომპარტმენტების სიიდან.

3. კომპარტმენტის დასახელების აღიარებული კომპარტმენტების სიიდან ამოღების შემდეგ აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი განაცხადის საფუძველზე ამ წესის 59-ე და მე-60 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 65. ინტერნეტ-საინფორმაციო გვერდი

სააგენტო ვალდებულია:

ა) შექმნას აღიარებული კომპარტმენტების სია ამ წესის მე-60 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების თანახმად;

ბ) შექმნას ინტერნეტ-საინფორმაციო გვერდი, რათა ელექტრონულად ხელმისაწვდომი იქნეს აღიარებული კომპარტმენტების სია;

გ) კომპარტმენტის აღიარების გაუქმების ან ახალი აღიარების მინიჭებისას დროულად აწარმოოს ინტერნეტ-საინფორმაციო გვერდის განახლება.

მუხლი 66. კრიტერიუმები და მოთხოვნები კომპარტმენტისადმი

1. ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული კომპარტმენტის აღწერა უნდა ეფუძნებოდეს კომპარტმენტის ადგილმდებარეობის ზუსტ ამსახველ რუკა(ებ)ს, სადაც ნაჩვენებია მისი საზღვრები, მითითებულია ყველა მისი კომპონენტის ზუსტი ადგილმდებარეობა – საფრინველეების და შენობების ჩათვლით, ასევე, ყველა დაკავშირებული ფუნქციური ერთეული, როგორიცაა საკვების გადამამუშავებელი და შესანახი საშუალებები და სხვა მასალების შესანახი საწყობი.

2. განაცხადი უნდა მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, კომპარტმენტის დეტალური აღწერის შესახებ, კერძოდ ინფორმაციას ინფრასტრუქტურული ფაქტორების და მათი როლის შესახებ ჯანმრთელობის სხვადასხვა სტატუსის მქონე ფრინველის, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის და ცხოველთა პოპულაციების ეპიდემიოლოგიურ განცალკევებაში, მათ შორის:

ა) საქმიანობის ტიპის და კომპარტმენტში წარმოებული საქონლის აღწერაზე, მათ შორის, შენობების საერთო წარმადობა და ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის რაოდენობა;

ბ) საწარმოო პროცესის სქემაზე, რომელიც დეტალურად მიუთითებს კომპარტმენტში განხორციელებულ საქმიანობებს და ყველა მონაწილე მხარის პასუხისმგებლობას, მოვალეობას და ურთიერთობებს;

გ) კომპარტმენტის შემადგენელ საფრინველეებს შორის ფუნქციური ურთიერთობის აღწერაზე, მათ შორის ყველა შენობის სქემით, სადაც ნაჩვენებია მათი ურთიერთკავშირი;

დ) ფრინველისა და ცხოველური პროდუქტის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების, მათი ჩვეულებრივი მარშრუტების, დასუფთავებისა და პარკირების ადგილების აღწერაზე;

ე) ფრინველის გრიპის ეპიდემიოლოგიურ სტატუსთან და რისკის ფაქტორებთან დაკავშირებით, შემდეგი ელემენტების ჩათვლით:

ე.ა) კომპარტმენტის შემადგენელი საფრინველეების ეპიდემიოლოგიური ისტორია, კერძოდ, მათი ჯანმრთელობის სტატუსი და ნებისმიერი ინფორმაცია ფრინველის გრიპთან დაკავშირებით;

ე.ბ) კომპარტმენტში მოძრაობა, შესვლა, გამოსვლა, როგორიცაა ფიზიკურ პირთა, საქონლის, სხვა ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი სხვა პროდუქტების, სატრანსპორტო საშუალებების, აღჭურვილობის, საკვების მოძრაობა, წყალსადენი და კანალიზაცია;

ე.გ) სხვა ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის არსებობა კომპარტმენტის სიახლოვეს (სანაშენე და სასუქი ფერმები, გარშემო მყოფი სხვა ფერმები, ბაზრები, შემგროვებელი ცენტრები, სასაკლაოები, ზოოპარკები), მათი სიმჭიდროვის ჩათვლით;

ე.დ) გარემოსთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები, როგორიცაა მდინარის კალაპოტები, ველური ბუნების (გარეული ფრინველები) დასვენების და შერევის ადგილები (მათ შორის, მიგრაციული მარშრუტები), მღრღნელების არსებობა, გარემოში ფრინველის გრიპის აგენტის არსებობის ისტორია;

ე.ე) კომპარტმენტში ფრინველის გრიპის შეჭრისა და გავრცელების პოტენციური გზები და რისკფაქტორები საქართველოს კანონმდებლობის ან/და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შესაბამისად;

ვ) ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ, სააგენტოს ინფორმირებისთვის ამ პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში მითითებული რისკფაქტორებისა და პოტენციური გზების შესახებ.

მუხლი 67. ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემის და ბიოუსაფრთხოების გეგმების აღწერა

1. ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემა მოიცავს სულ მცირე შემდეგ ელემენტებს:

ა) ცხოველთა ჰიგიენის კარგ პრაქტიკას;

ბ) მიკვლევადობის სისტემას კომპარტმენტის შემადგენელ საფრინველეებს შორის გადაადგილებისა და შეტანა-გატანის შესახებ; მიკვლევადობის სისტემა მუდმივად უნდა იქნეს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი სააგენტოსთვის;

გ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების საერთო გეგმას;

დ) კომპარტმენტის შემადგენელი საფრინველეების ბიოუსაფრთხოების გეგმა(ებ)ს და მათი ეფექტიანობის შეფასებას რისკის დადგენილი დონის შესაბამისად.

2. ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემაში საფრინველის ბიოუსაფრთხოების გეგმები უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ელემენტებს:

ა) პერსონალის ჰიგიენის გეგმის დოკუმენტირებულ საიმპლემენტაციო სისტემას, მათ შორის, ზოგადი და კონკრეტული ჰიგიენური წესები, ზოგადი და კონკრეტული ტრენინგები მუდმივი და დროებითი თანამშრომლებისთვის და ამ ჰიგიენური გეგმის კონტროლის პროცედურა, მათ შორის, წესი, რომლის მიხედვითაც პერსონალი ვალდებულია:

ა.ა) პირადად არ ინახავდეს არც ფრინველსა და არც ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველს;

ა.ბ) იქონიოს მჭიდრო კავშირი ფრინველთან, გარდა იმ საფრინველისა, რომელშიც განთავსებულია 72 საათზე ნაკლები დროით შემოყვანილი ფრინველი; შესაძლებელია, კონკრეტული პერსონალის გადაუდებელი საჭიროებისას მოთხოვნილ იქნეს უფრო ხანმოკლე პერიოდი, მაგრამ ეს ვადა არ უნდა იყოს 24 საათზე ნაკლები და რისკის შემამცირებელი პროცედურები აღწერილ უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების გეგმაში;

ბ) კომპარტმენტის ყველა ნაგებობის სქემაში პროდუქტებისა და პერსონალის აღწერილ ნაკადებს ბიოუსაფრთხოების ფერადი კოდირებული დონეების მითითებით; აუცილებელია არსებობდეს სან-გამტარ(ებ)ი გასახდელ(ებ)ის ზონით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში საშხაპეებით, შენობის ყველა შესასვლელ პუნქტში ცალკე გამოყოფილი სუფთა და დაბინძურებული ადგილებით;

გ) გეგმას, რომელიც არეგულირებს საფრინველეში შესული თუ გამოსული ყველა პირის მოძრაობას, ახდენს უფლებამოსილი და არაუფლებამოსილი პირების ან სტუმრების იდენტიფიცირებას, ფიზიკური ბარიერების აღწერას (როგორიცაა, ზღუდეები, ღობეები, ან ნებისმიერი სხვა ბარიერის, რომელიც ნათლად განსაზღვრავს კომპარტმენტის შენობების პერიმეტრს), ასევე ნიშნები (აბრები), ჩაკეტილი ჭიშკარი და შენობების შესასვლელები; გარედან შემოსულ სტუმრებს/ვიზიტორებს (მათ შორის, აუდიტორებსა და ინსპექტორებს) ეკრძალებათ კონტაქტი ნებისმიერ ფრინველთან არანაკლებ 72 საათით საფრინველეში შესვლამდე; შესაძლებელია, რისკ-ფაქტორების (ვიზიტორთა შესვლა დამცავი და საკონტროლო ზონიდან) გათვალისწინებით, გაცილებით ხანგრძლივი პერიოდი იქნეს მოთხოვნილი; ხანმოკლე პერიოდი შეიძლება იქნეს მოთხოვნილი სახელმწიფო ვეტერინარისთვის ან გარე კონკრეტული ჩარევის გადაუდებელი საჭიროებისას (მაგალითად, კონსულტანტი ან ვეტერინარი), მაგრამ აღნიშნული არ უნდა იყოს 24 საათზე ნაკლები, ხოლო რისკის შემამცირებელი პროცედურები აღწერილ უნდა იყოს ბიოუსაფრთხოების გეგმაში;

დ) გეგმას, რომელიც არეგულირებს და აღრიცხავს ნებისმიერი ტრანსპორტის მოძრაობას საფრინველეში, საფრინველედან და საფრინველეებს შორის; ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ჩანაწერი უნდა იქნეს ხელმისაწვდომი;

ე) ცხოველისა და პროდუქტების მიკვლევადობის სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა საფრინველეში, საფრინველედან და საფრინველეებს შორის ყველა მოძრაობის მიკვლევისას;

ვ) დაბინძურების (კონტამინაციის) თავიდან აცილების ოქმს, მათ შორის, დაბინძურება (კონტამინაცია) მიწოდების, მოწოდების, ტრანსპორტირების, შენახვის და განკარგვის დროს:

ვ.ა) შესაფუთი მასალებით (ახალი და დეზინფიცირებული შესაფუთი მასალების გამოყენება);

ვ.ბ) ქვეშსაფენი მასალებით (შესაბამისი საკარანტინო დრო ან ქვეშსაფენი მასალის დეზინფექცია);

ვ.გ) კვებით (კვების ჩაკეტილი სისტემების გამოყენება);

ვ.დ) წყლით (წყლის დასამუშავებელი სისტემა);

ვ.ე) ცწადპ-ით, როგორიცაა ლეში, ნაკელი, დაბინძურებული/დაბზარული კვერცხი ან საინკუბაციო კვერცხში მკვდარი ემბრიონი;

ზ) საფრინველის დასუფთავების და დეზინფექციის გეგმას, სათანადო აღჭურვილობისა და მასალების გამოიყენებით; სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავებისა და დეზინფექციის ოქმი უნდა იყოს ხელმისაწვდომი;

თ) მავნებლებთან, მათ შორის, მღრღნელებსა და სხვა გარეულ ცხოველებთან კონტროლის გეგმას, რომელიც მოიცავს ფიზიკურ ბარიერებსა და ღონისძიებებს მათი აღმოჩენის შემთხვევაში;

ი) ფრინველის გრიპთან დაკავშირებული საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების გეგმას, რომელიც შემუშავებულია შვიდი ეტაპის შედეგად, კერძოდ, საფრთხის ანალიზი, კრიტიკული საკონტროლო წერტილების, კრიტიკული ზღვრები, მონიტორინგის პროცედურები, მაკორექტირებელი ქმედებები, ვერიფიკაცია და ჩანაწერები. გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ელემენტებს:

ი.ა) მონაცემებს ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის წარმოების შესახებ და სხვა მონაცემებს დაკავშირებულს განსაზღვრულ პერიოდებთან (ავადობისა და სიკვდილიანობის ისტორია, მედიკამენტების გამოიყენების დეტალები, ბარტყი, მონაცემები ცხოველის საკვებისა და წყლის მოხმარების შესახებ);

ი.ბ) ინფორმაციას კლინიკური შემოწმებისა და ნიმუშის აღების გეგმების შესახებ აქტიური და პასიური მონიტორინგისა და სკრინინგის ანალიზისათვის (სიხშირე, მეთოდები, შედეგები);

ი.გ) საფრინველეში ვიზიტორთა რეესტრს სრული დეტალებით, რათა შესაძლებელი იყოს ვიზიტორთა მიკვლევა და კონტაქტი;

ი.დ) ინფორმაციას გამოიყენებული ვაქცინაციის პროგრამის შესახებ, გამოყენებული ვაქცინის ტიპის, სიხშირისა და ვადების ჩათვლით;

ი.ე) დეტალური ჩანაწერებს გატარებული მაკორექტირებელი ქმედებების და კრიტიკული საკონტროლო წერტილების შეუსაბამობის შესახებ;

კ) ყველა მონაწილე მხარის სრულ ინფორმირებას და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების გეგმის დაცვას, რომელიც წარმოადგენს კომპარტმენტის მართვის ინსტრუმენტს და უზრუნველყოფს ბიოუსაფრთხოების ზომებსა და მართვის პრაქტიკას.

ლ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების გეგმაში წინასწარ გათვალისწინებულ საფრთხე(ებ)სა და მისი გადაჭრის გზებს, რაც მისადაგებული უნდა იყოს რისკის დონესთან და მოიცავდეს გაზრდილი რისკის შემთხვევაში აღწერილ ქმედებებს (მაგალითად ნიმუშის აღების სიხშირე).

3. ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემასა და ბიოუსაფრთხოების გეგმებში აღწერილი უნდა იქნეს კონკრეტული დარღვევა და განიხილებოდეს დარღვევა მცირეა თუ სერიოზული, ასევე, ის უნდა მოიცავდეს გასატარებელ მაკორექტირებელ ქმედებებს.

4. თუ ფრინველის გრიპის აფეთქება ოფიციალურად არის საეჭვო ან დადასტურებული ქვეყანაში, რეგიონში ან ზონაში, სადაც კომპარტმენტი მდებარეობს, ბიოუსაფრთხოები გეგმები უნდა ახლდებოდეს რისკის დონის შესაბამისად (მაგ.: სატრანსპორტო საშუალებების, მასალების, ცხოველების და/ან პერსონალის მოძრაობაზე შეზღუდვები, ან დამატებითი სადეზინფექციო პროცედურების გატარება).

მუხლი 68. სპეციფიკური დაცვა და ფრინველის გრიპზე მონიტორინგი

1. საკვების, წყლის, ნარჩენების დაბინძურების და გარეულ ფრინველთან კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ამოქმედებულ იქნეს ფრინველის სათანადო ფიზიკური დაცვის სისტემა. საფრინველის ტერიტორია არ უნდა იქნეს მიმზიდველი გარეული ფრინველისთვის.

2. კომპარტმენტში შესვლა-გასვლის კონტროლი გულისხმობს, რომ:

ა) ამ წესის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სქემაში, მითითებული უნდა იქნეს ყველა სახეობის ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, მათ შორის სელექციის შედეგად მიღებული სუფთა ხაზის, მშობლებისა და წინაპრების, პროდუქტიული ფრინველის, გუნდის, ინკუბატორის, გამოზრდის, კვერცხის დასადების, შემოწმების, დასაწყობების და ყველა ადგილის ადგილმდებარეობა, სადაც კვერცხი ან ფრინველი ინახება/ჰყავთ; სქემაში მითითებული უნდა იქნეს ამ ადგილებს შორის საქონლის ნაკადების მოძრაობა;

ბ) ოქმი დეტალურად უნდა ასახავდეს ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის, მათი კვერცხის და მათთან დაკავშირებული სხვა პროდუქტების გადაადგილებას; კომპარტმენტის ნებისმიერ საფრინველეში შემსვლელ ჩაკეტილ სივრცეში მყოფი ფრინველი და სხვა ფრინველი, მათი კვერცხი და მათთან დაკავშირებული სხვა პროდუქტები წარმომავლობით უნდა იქნეს ფრინველის გრიპის მიმართ ჯანმრთელობის იგივე სტატუსის მქონე ან/და შემოწმებული საფრინველედან, რომელიც არ წარმოადგენს ფრინველის გრიპის მიმართ რაიმე რისკს;

გ) კომპარტმენტში ან კომპარტმენტის მიმართულებით მოძრავი ფრინველი და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი, მათი კვერცხი უნდა იქნეს იდენტიფიცირებული ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მათი ისტორიის აუდიტი; ფრინველის გუნდს და/ან მათ კვერცხს უნდა ჰქონდეს შესაბამისად დოკუმენტირებული იდენტიფიკაცია;

დ) თუ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებითაა დაკომპლექტებული, საფრინველე ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ნამატი და მოცილება უნდა დარეგულირდეს წერილობითი ოქმით, მათ შორის გალიების დასუფთავება და დეზინფექცია.

3. დაუშვებელია, რომ ერთი და იგივე კომპარტმენტი შეიცავდეს ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის საფრინველეებს, საფრინველე კი დაუშვებელია დაკომპლექტებული იყოს განსხვავებული სახეობის ფრინველებით, გარდა ინკუბატორისა.

4. კომპარტმენტის მენეჯერის პასუხისმგებლობის ქვეშ მოქმედი მონიტორინგის გეგმა უნდა მოიცავდეს აქტიურ უწყვეტ მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება ფრინველის გრიპზე ერთი და იმავე წარმოების ერთეულის ფრინველიდან, ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველიდან, შემთხვევით შერჩეულ 20 სისხლის ნიმუშის სეროლოგიურ გამოკვლევას:

ა) წარმოების მანძილზე არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ, როდესაც არ არის დადასტურებული ქვეყნის ტერიტორიაზე წინა ექვსი თვის განმავლობაში HPAI-ის აფეთქება ფრინველსა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში;

ბ) არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, როდესაც HPAI-ის აფეთქება ფრინველსა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველს შორის არის დადასტურებული ქვეყნის ტერიტორიაზე, წინა ექვსი თვის განმავლობაში;

გ) აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგ და არანაკლებ ყოველ 21-ე დღეს, თუ კომპარტმენტი მდებარეობს ფრინველის გრიპის აფეთქების გამო საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შეზღუდული გადაადგილების ზონაში; გარდა ამისა, აუცილებელია მონიტორინგის გეგმის განახლება და მასში გაძლიერებული კლინიკური და ვირუსოლოგიური გამოკვლევის გათვალისწინება აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგ და შემდგომ – არანაკლებ ყოველ 21-ე დღეს:

გ.ა) ერთი და იმავე წარმოების ერთეულის ფრინველიდან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველიდან შემთხვევითი შერჩევით 20 ტრაქეალურ/ოროფარინგეალურ და 20 კლოაკალურ ნაცხზე;

გ.ბ) დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ნიმუშები ხუთი დაავადებული ან მკვდარი ფრინველიდან.

5. ამ წესის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადრეული გაფრთხილების სისტემა უნდა ეყრდნობოდეს წერილობით ოქმს, რომელიც აკონკრეტებს ანგარიშგების პროცედურებს. იგი მისადაგებული უნდა იქნეს სხვადასხვა სახეობის ფრინველსა ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველზე და ფრინველის გრიპის მიმართ მათ მგრძნობელობაზე, ამასთან, იგი:

ა) უნდა განსაზღვრავდეს ქმედების დონეებს, როგორიცაა სიკვდილიანობის დადგენილი ზღვარი ან მეტობა, საკვების ან/და წყლის მოხმარების ან/და კვერცხის წარმოების მნიშვნელოვანი შემცირება, ქცევითი ცვლილებები ან სხვა შესაბამისი ინდიკატორები;

ბ) აღწერდეს განსახორციელებელ ქმედებებს;

გ) მოიცავდეს პასუხისმგებელი პერსონალის სიას, რომელსაც უნდა მიეწოდოს ინფორმაცია.

თავი III

ფრინველსა და გარეულ ფრინველში ფრინველის გრიპის მონიტორინგის პროგრამები და განხორციელების სახელმძღვანელო მითითებები

მუხლი 69. შეტყობინება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და სააგენტომ უნდა მიიღონ საჭირო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფმა შესაბამისმა სამსახურებმა და მონადირეთა გაერთიანებებმა გარეულ ცხოველებში და, განსაკუთრებით წყლის გარეულ ცხოველებში, მომატებული სიკვდილიანობის ან მნიშვნელოვანი დაავადების აფეთქების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ მათ.

მუხლი 70. რეაგირება

1. ამ წესის 69-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი შეტყობინების მიღებისთანავე და იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის გრიპის გარდა არ არის აღმოჩენილი სხვა დაავადების გამოხატული ნიშნები, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:

ა) სათანადო ნიმუშების აღება მკვდარი ფრინველიდან და, თუ შესაძლებელია, სხვა ფრინველიდანაც, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ მკვდარ ფრინველთან;

ბ) აღნიშნულ ნიმუშებზე ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსის აღმოჩენის მიზნით.

2. ნიმუშის აღება და გამოკვლევა ტარდება დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს მე-4-47-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. სააგენტო ვალდებულია, ამ მუხლის პირველი ბუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული HPAI-ის გამომწვევ ვირუსზე, ლაბორატორიული გამოკვლევის დადებითი შედეგის შემთხვევაში, გაუგზავნოს შეტყობინება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE), დადგენილი წესით.

4. სააგენტოს მიერ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, ფრინველსა და გარეულ ფრინველში განხორციელებული ფრინველის გრიპის მონიტორინგის პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის 71-ე-88-ე მუხლებით დადგენილ სახელმძღვანელო მითითებებს.

5. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ფრინველსა და გარეული ფრინველის მონიტორინგის პროგრამებიდან მიღებული ფრინველის გრიპის, როგორც სეროლოგიური, ასევე ვირუსოლოგიური, გამოკვლევის ყველა დადებითი და უარყოფითი პასუხის წარდგენა სამინისტროსთვის ყოველ ექვს თვეში.

მუხლი 71. მონიტორინგის პროგრამის მიზანი და ფორმა

1. ფრინველში, ფრინველის გრიპის მონიტორინგის პროგრამების მიზანია ამ წესით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, დაავადების კონტროლის მიზნით, ფრინველის გრიპის გამომწვევი მოცირკულირე ვირუსის გამოვლენა ქვემოთ ჩამოთვლილი ყოველწლიური აქტიური მონიტორინგით:

ა) H5 და H7 ქვეტიპების LPAI ქათმისებრ ფრინველებში (კერძოდ ქათამში, ინდაურში, ციცარში, ხოხობში, კაკაბში და მწყერში) და სირაქლემისნაირებში;

ბ) H5 და H7 ქვეტიპების LPAI და HPAI შინაური წყლის ფრინველში (კერძოდ იხვის, ბატის და გარეულ იხვის რეპოპულაციის მარაგის შესავსებ ფრინველში).

2. საფრინეველეში ნიმუშების აღება და სეროლოგიური გამოკვლევის ჩატარება უნდა მოხდეს ფრინველის გრიპის ანტისხეულების აღმოჩენის მიზნით, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების თანახმად.

3. უკვე მოქმედ ადრეული გამოვლენის სისტემებს სრულყოფს აქტიური მონიტორინგი, რომლებიც გათვალისწინებულია დიაგნოსტიკის სახელმღვანელოთი.

4. ცხოველის დაავადებებზე მონიტორინგი ხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული ორი ძირითადი მეთოდით:

ა) რისკზე დაფუძნებული მონიტორინგის;

ბ) რეპრეზენტატიულ ნიმუშების აღებაზე დაფუძნებული მონიტორინგის.

მუხლი 72. რისკზე დაფუძნებული მონიტორინგი

1. რისკზე დაფუძნებული მონიტორინგის მეთოდი უპირატესად გამოიყენება ფრინველის გრიპზე მიზანმიმართულ და რესურს-ეფექტური მონიტორინგისთვის. სააგენტოს ამ მეთოდის არჩევისას უნდა გააჩნდეს ფრინველის გუნდში ინფექციის გავრცელების რისკის მარშრუტი და ნიმუშების აღების გეგმა ფრინველის გრიპით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ საფრინველეებისათვის.

2. ამ წესის 75-ე მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმები და რისკ-ფაქტორები არ არის ამომწურავი და მოიცავს მხოლოდ მითითებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ნიმუშების აღება და გამოკვლევა ფრინველის სახეობებზე და ფრინველის წარმოების კატეგორიებზე მეცხოველეობის სხვადასხვა სისტემის ფარგლებში.

მუხლი 73. რეპრეზენტატიული ნიმუშების აღებაზე დაფუძნებული მონიტორინგი

1. თუ ვერ ხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე ფრინველის გუნდში ინფექციის გავრცელების მარშრუტების რისკის შეფასება, საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე, სააგენტომ უნდა განახორციელოს მონიტორინგი რეპრეზენტატიული ნიმუშების აღების სქემის საფუძველზე. საფრინველის რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება, უნდა შეესაბამებოდეს დანართი №2 „საფრინველის რაოდენობა (იხვის, ბატის და გარეული იხვის საფრინველის გარდა) საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება ფრინველის თითოეული საწარმოო კატეგორიიდან“ და დანართი №3-ით „იხვის, ბატის და გარეული იხვის საფრინველის რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება“ განსაზღვრულ რაოდენობას, ფრინველის სახეობიდან გამომდინარე.

2. ფრინველის გრიპის სეროლოგიური გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რათა ნიმუშები ჩაითვალოს რეპრეზენტატიულად.

მუხლი 74. სამიზნე პოპულაციები

1. მონიტორინგის პროგრამით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფრინველის სახეობისა და წარმოების კატეგორიის ნიმუშების აღება:

ა) კვერცხისმდებელი ქათმები;

ბ) გარეთ თავისუფლად გაშვებული კვერცხისმდებელი ქათმები;

გ) სანაშენე ქათმები;

დ) სანაშენე ინდაურები;

ე) სანაშენე იხვები;

ვ) სანაშენე ბატები;

ზ) სუქებაზე მყოფი ინდაურები;

თ) სუქებაზე მყოფი იხვები;

ი) სუქებაზე მყოფი ბატები;

კ) მოშენებული სანადირო ფრინველი (ქათმისნაირები), სადაც აქცენტი კეთდება მოზარდ სანაშენე ფრინველზე;

ლ) მოშენებული სანადირო ფრინველი (წყლის ფრინველები);

მ) სირაქლემისნაირები.

2. გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლოა გათვალისწინებული იქნეს ასევე შემდეგი ფრინველის კატეგორიები:

ა) ბროილერები, მხოლოდ მაშინ, როდესაც:

ა.ა) ისინი მოშენებული ჰყავთ ღია ტიპის საფრინეველეში დიდი რაოდენობით;

ა.ბ) ითვლება, რომ არიან ფრინველის გრიპით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ;

ბ) პირადი მოხმარებისათვის ეზოში მოშენებული ფრინველი, რომლებიც ჩვეულებრივ უმნიშვნელო როლს ასრულებს ვირუსის ცირკულაციასა და გავრცელებაში და მათგან ნიმუშების აღება რესურს-ინტენსიურია; თუმცა, ეზოში მოშენებული ფრინველი შესაძლოა, ფრინველის გრიპის გავრცელების მაღალ რისკს წარმოადგენდეს მათი დიდი რაოდენობით არსებობის, კომერციულ საფრინველისთან სიახლოვის, ადგილობრივ/რეგიონალურ ვაჭრობაში მონაწილეობის და სხვა კრიტერიუმებისა და რისკ-ფაქტორების გამო, რომლებიც გათვალისწინებულია ამ წესის 75-ე მუხლში, კერძოდ კი სახეობათა შემადგენლობასთან დაკავშირებით.

3. თუ ფრინველის წარმოების კატეგორიისთვის რისკის დონესთან დაკავშირებით არსებობს დამაჯერებლად დასაბუთებული გარემოება (როგორიცაა ბიოუსაფრთხოების მაღალი დონის პირობებში მოშენებული სანაშენე ფრინველი), შესაძლოა აუცილებელი არ იყოს იქიდან ნიმუშის აღება.

მუხლი 75. რისკზე დაფუძნებული მონიტორინგის მეთოდი

რისკზე დაფუძნებული მონიტორინგის არჩევისას, სააგენტოს მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს სულ მცირე შემდეგი კრიტერიუმები და რისკფაქტორები:

ა) გარეულ ფრინველთან, კერძოდ იდენტიფიცირებულ „სამიზნე სახეობებთან“ პირდაპირი ან ირიბი კონტაქტის გამო, საფრინველეში ვირუსის შეტანის კრიტერიუმები და რისკ-ფაქტორები:

ა. ა) საფრინველის მდებარეობა სველი ადგილის, ტბორის, ჭაობის, ტბის, მდინარის ან ზღვის მახლობლად, სადაც შესაძლოა გროვდებოდნენ წყლის გარეული ფრინველები;

ა.ბ) საფრინველის მდებარეობა ისეთ ადგილებში, რომლებიც გამოირჩევა გადამფრენი ფრინველების მაღალი სიმჭიდროვით, კერძოდ, იმ ფრინველების, რომლებიც ხასიათდება, როგორც HPAI-ის H5N1-ის გამოვლენის „სამიზნე სახეობებად“ და მოცემულია დანართ №4-ში „სამიზნე სახეობებში“ შემავალი გარეული ფრინველები“;

ა.გ) საფრინველის მდებარეობა გადამფრენი წყლის გარეული ფრინველების დასვენებისა და მოშენების ადგილთან ახლოს, თუ ეს ადგილები გადამფრენი ფრინველების მოძრაობის მიმართულებით უკავშირდება იმ ადგილებს, სადაც ცნობილია, რომ ფრინველში ან გარეულ ფრინველში დაფიქსირდა HPAI H5N1;

ა.დ) ღია ტიპის საფრინველე, სადაც ფრინველი გარეთ თავისუფლად არის გაშვებული, ან საფრინველე, სადაც ფრინველი ან ჩაკეტილ სირცეში მყოფი სხვა ფრინველი ჰყავთ ისეთ ნაგებობებში, სადაც საკმარისად ვერ ხერხდება გარეულ ფრინველთან კონტაქტის პრევენცია;

ა.ე) ბიოუსაფრთხოების დაბალი დონის საფრინველე, მათ შორის საკვების შენახვის მეთოდი და ზედაპირული წყლების გამოყენება;

ბ) ვირუსის გავრცელების კრიტერიუმები და რისკ-ფაქტორები საფრინველეში ან საფრინველეებს შორის და გავრცელების შედეგები (ზეგავლენა), ფრინველის გრიპის ერთი ფრინველიდან მეორე ფრინველზე და საფრინველეებს შორის:

ბ.ა) ერთსა და იმავე საფრინველეში ერთზე მეტი სახეობის ფრინველის არსებობა, კერძოდ იხვის და ბატის არსებობა ფრინველის სხვა სახეობებთან;

ბ.ბ) საფრინველის წარმოების ტიპი და საფრინველეში არსებული ფრინველის სახეობები, რომელთა მონიტორინგის მონაცემებმა აჩვენა ფრინველის გრიპის ინფექციის გაზრდილი გამოვლენის მაჩვენებელი, როგორიცაა საფრინველე, სადაც ინახავენ იხვს და სანადირო ფრინველის რეპოპულაციისათვის გამიზნულ ფრინველს (განსაკუთრებით მოშინაურებული გარეული იხვის შემთხვევაში);

ბ.გ) საფრინველის მდებარეობა ისეთ ადგილზე, რომელიც ხასიათდება საფრინველეების მაღალი სიმჭიდროვით;

ბ.დ) ვაჭრობის სისტემა, მათ შორის, იმპორტი და მასთან დაკავშირებული ფრინველის და სხვა ფაქტორების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების, აღჭურვილობისა და პირების, როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი მოძრაობის ინტენსივობა;

ბ.ე) ხანგრძლივად სიცოცხლისუნარიანი ფრინველის კატეგორიები და სხვადასხვა ასაკოვანი ჯგუფები საფრინველეში (როგორიცაა კვერცხისმდებლები).

მუხლი 76. რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციების საორიენტაციო რაოდენობის დადგენა

რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციების საორიენტაციო რაოდენობა დგინდება საფრინველეში არსებული რისკ-ფაქტორების რაოდენობისა და ადგილობრივი მნიშვნელობის მიხედვით. მონიტორინგის ფორმის შედგენისას, სააგენტომ, შეფასებისათვის, შესაძლოა განიხილოს სხვა რისკ-ფაქტორებიც, რომლებიც სათანადოდ უნდა იყოს აღნიშნული და დასაბუთებული მონიტორინგის პროგრამაში.

მუხლი 77. საორიენტაციო რაოდენობის საფრინველის დადგენა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება

დანართში №2 და დანართში №3 მითითებული მონაცემები შესაძლოა გამოყენებული იქნეს საფრინველეების რაოდენობის დასადგენად, სადაც რისკის ქვეშ არსებული პოპულაციიდან უნდა მოხდეს ნიმუშების აღება.

მუხლი 78. რეპრეზენტატიული ნიმუშის აღების მეთოდი

ამ წესის 73-ე მუხლით გათვალისწინებული რეპრეზენტატიული ნიმუშის ასაღებად, საფრინველის რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება, განისაზღვრება დანართში №2 და დანართში №3 მოცემული მონაცემების საფუძველზე იმ ფრინველთა სახეობების მიხედვით, რომლებიც მოშენებულია ამ საფრინველეში.

მუხლი 79. საფრინველის რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება ფრინველის გრიპის სეროლოგიური გამოკვლევისათვის

1. ფრინველის თითოეული წარმოების კატეგორიისათვის, იხვის, ბატის და გარეული იხვის გარდა, საფრინველის რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება, განისაზღვრება ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სულ მცირე ერთი დაინფიცირებული საფრინველის იდენტიფიცირება, სადაც დაინფიცირებული საფრინველის პრევალენტობაა არანაკლებ 5%, 95%-იანი სანდოობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნიმუშების აღება უნდა მოხდეს დანართი №2-ის თანახმად.

3. იხვის, ბატის და გარეული იხვის საფრინველის რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება, განისაზღვრება ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს არანაკლებ ერთი დაინფიცირებული საფრინველის იდენტიფიცირება, სადაც დაინფიცირებული საფრინველის პრევალენტობაა არანაკლებ 5%, 99%-იანი სანდოობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშების აღება უნდა მოხდეს დანართი №3-ის თანახმად.

მუხლი 80. საფრინველეში ფრინველის რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება

1. ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები ვრცელდება საფრინველეზე, საიდანაც ხდება ნიმუშების აღება, როგორც რისკზე, ასევე რეპრეზენტატიული ნიმუშების აღებაზე დაფუძნებული მონიტორინგის განხორციელებისას.

2. საფრინველეში ფრინველის რაოდენობა (იხვის, ბატისა და გარეული იხვის გარდა), საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება, განისაზღვრება ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს 95%-იანი ალბათობა, არანაკლებ ფრინველის გრიპის გამომწვევ ვირუსზე ერთი სეროდადებითი ფრინველის აღმოჩენისას, სადაც სეროდადებითი ფრინველების პრევალენტობა ≥ 30 %-ის.

3. სეროლოგიური გამოკვლევისთვის სისხლის ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ფრინველის ყველა საწარმოო კატეგორიიდან და სახეობიდან, ერთი საფრინველის სულ მცირე 5-10 ფრინველიდან (იხვის, ბატის და გარეული იხვის გარდა) და სხვადასხვა განყოფილებებიდან თუ ერთ საფრინველეში ერთზე მეტი განყოფილებაა.

4. რამდენიმე განყოფილების არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშების აღება უნდა მოხდეს თითოეული განყოფილების არანაკლებ ხუთი ფრინველიდან.

5. საფრინველეში იხვის, ბატის და გარეული იხვის რაოდენობა, რომელთაგანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება, განისაზღვრება ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს 95%-იანი ალბათობა არანაკლებ ფრინველის გრიპის გამომწვევ ვირუსზე ერთი სეროდადებითი ფრინველის აღმოჩენისას, სადაც სეროდადებითი ფრინველის პრევალენტობა ≥ 30 %-ის.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული სეროლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად, თითოეული შერჩეული საფრინველედან უნდა მოხდეს ოცი სისხლის ნიმუშის აღება (მე-4 პუნქტთან შედარებით ნიმუშების გაზრდილი რაოდენობა გამოწვეულია წყლის ფრინველებში დიაგნოსტიკური ტესტის დაბალი მგრძნობელობით).

მუხლი 81. ნიმუშების აღების პროცედურა სეროლოგიური გამოკვლევისათვის

1. საფრინველეში ნიმუშების აღების პერიოდი უნდა ემთხვეოდეს ფრინველის თითოეული საწარმოო კატეგორიისთვის სეზონურ წარმოებას. ნიმუშების აღება შესაძლოა მოხდეს სასაკლაოზეც. ნიმუშების აღების პრაქტიკა უარყოფითად არ უნდა მოქმედებდეს ამ წესის 75-ე მუხლში მოცემულ რისკზე დაფუძნებულ მონიტორინგზე.

2. ეფექტიანობის ოპტიმიზაციის და საფრინველეში პირთა საჭიროების გარეშე შესვლის თავიდან აცილების მიზნით, ნიმუშების აღება, სადაც შესაძლებელია, უნდა გაერთიანდეს სხვა მიზნებისთვის ნიმუშების აღებასთან, როგორიცაა სალმონელასა და მიკოპლაზმას კონტროლი. თუმცა, აღნიშნულმა ნიმუშების აღების კომბინაციამ უარყოფითი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს რისკზე დაფუძნებულ მონიტორინგზე.

მუხლი 82. ნიმუშების აღება ვირუსოლოგიური გამოკვლევისათვის

ფრინველის გრიპზე ვირუსოლოგიური გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება გამოყენებული არ უნდა იქნეს სეროლოგიური გამოკვლევის ალტერნატივად და უნდა ჩატარდეს მხოლოდ როგორც შემდგომი ეტაპი ფრინველის გრიპის სეროლოგიური გამოკვლევის დადებითი პასუხის შემთხვევაში.

მუხლი 83. გამოკვლევების ჩატარების სიხშირე და პერიოდულობა

1. საფრინველედან ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ყოველწლიურად. რისკის შეფასების საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ნიმუშების აღება და გამოკვლევის ჩატარება უფრო ხშირად, რაც დასაბუთებული უნდა იქნეს მონიტორინგის პროგრამაში.

2. ნიმუშების აღება უნდა მოხდეს დამტკიცებული მონიტორინგის პროგრამის თანახმად.

მუხლი 84. ლაბორატორიული გამოკვლევები

1. ლაბორატორიული გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ფრინველის გრიპზე მომუშავე ლაბორატორიაში.

2. ლაბორატორიული გამოკვლევები უნდა ჩატარდეს დიაგნოსტიკის სახელმძღავნელოს შესაბამისად, რომელიც ადგენს ფრინველის გრიპის დადასტურებისა და დიფერენცირებული დიაგნოზის პროცედურებს.

3. თუ სააგენტოს ან ლაბორატორიას სურს ისეთი ლაბორატორიული ტესტის გამოყენება, რომელიც არ არის განსაზღვრული დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოში და არც აღწერილია „ხმელეთის ცხოველებისთვის დიაგნოსტიკის ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოში“, რომელიც მომზადებულია „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OIE) მიერ, სანამ მოხდება მათი გამოყენება, უპირველეს ყოვლისა ეს ტესტები უნდა ჩაითვალოს შესაბამისად ამ მიზნისთვის რეფერენსლაბორატორიის მიერ, დამტკიცებული მონაცემების საფუძველზე.

4. ყველა დადებითი სეროლოგიური გამოკვლევის შედეგი უნდა დადასტურდეს რეფერენსლაბორატორიის მიერ ჰემაგლუტინაცია-ინჰიბირების ტესტით, შესაბამისი შტამების გამოყენებით:

ა) H5 ქვეტიპის შემთხვევაში:

ა.ა) საწყისი გამოკვლევა იხვინჯა/ინგლისი / 7894/06 (H5N3)-ის გამოყენებით;

ა.ბ) ყველა დადებითი შედეგის გამოკვლევა ქათამი/შოტლანდია/59(H5N1)-ის გამოყენებით N3 ჯვარედინ რეაქციაში ანტისხეულების გამორიცხვის მიზნით;

ბ) H7 ქვეტიპის შემთხვევაში:

ბ.ა) საწყისი გამოკვლევა ინდაური/ინგლისი / 647/77 (H7N7)-ის გამოყენებით;

ბ.ბ) ყველა დადებითი შედეგის გამოკვლევა აფრიკული შოშია/983/79(H7N1)-ის გამოყენებით N7 ჯვარედინ რეაქციაში ანტისხეულების გამორიცხვის მიზნით.

5. ყველა დადებითი შედეგის მქონე სეროლოგიური გამოკვლევის შემთხვევაში, შემდეგი ეტაპი მოიცავს ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას და ვირუსოლოგიური გამოკვლევისათვის დამატებითი ნიმუშების აღებას საფრინველეში ფრინველის გრიპის აქტიური ინფექციის არსებობის განსაზღვრისთვის. ყველა აღნიშნული გამოკვლევის შესახებ ანგარიში უნდა წარედგინოს სამინისტროს.

მუხლი 85. გარეულ ფრინველში ფრინველის გრიპის მონიტორინგის პროგრამის მიზანი და ფორმა

1. ფრინველის გრიპის მონიტორინგის პროგრამის მიზანია გარეულ ფრინველში H5N1 ქვეტიპის HPAI-ის დროული გამოვლენა საფრინველეში ფრინველის დაცვის და საზოგადოებრივი ვეტერინარული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

2. რისკზე დაფუძნებული მონიტორინგი უნდა განხორციელდეს „პასიური“ მონიტორინგის სისტემის სახით, მკვდარი ან მომაკვდავი გარეული ფრინველის ლაბორატორიული გამოკვლევის გზით და ის კონკრეტულად მიმართული უნდა იყოს წყლის ფრინველის სახეობებზე.

3. ,,სამიზნე სახეობებს“ წარმოადგენდეს გარეული ფრინველი, განსაკუთრებით გადამფრენი გარეული ფრინველი, რომელიც დგინდება, რომ იმყოფება HPAI-ის H5N1 ქვეტიპის ვირუსით დაინფიცირების და მისი გადატანის მაღალი რისკის ქვეშ.

4. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ადგილები, რომლებიც ახლოსაა ზღვასთან, ტბასთან და სანაოსნო გზასთან, სადაც აღმოჩენილ იქნა მკვდარი ფრინველი; და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული ადგილები ახლოსაა საფრინველეებთან და ისეთი ადგილები, რომლებიც საფრინველეების მაღალი სიმჭიდროვით ხასიათდება.

5. მონიტორინგის პროგრამის მომზადების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მჭიდრო თანამშრომლობა ეპიდემიოლოგებთან, ორნითოლოგებთან და კომპეტენტურ ორგანოებთან ბუნების დაცვის მიზნით, რომლებიც დახმარებას აღმოუჩენენ სახეობათა იდენტიფიცირების და ნიმუშების აღების ომპტიმიზაციის კუთხით და მორგებული იქნება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

6. თუ ამას მოითხოვს HPAI-ის H5N1 ქვეტიპის ვირუსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მონიტორინგის ღონისძიებები უნდა გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლებით და მკვდარი და მომაკვდავი გარეული ფრინველის, განსაკუთრებით „სამიზნე სახეობებში“ შემავალი ფრინველის აქტიური მოძებნითა და მონიტორინგით. ამ მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია HPAI-ის H5N1 ქვეტიპის ვირუსის აღმოჩენისას ფრინველში და/ან გარეულ ფრინველებში მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებული არიან გადამფრენი გარეული ფრინველის, განსაკუთრებით კი „სამიზნე სახეობებში“ შემავალი ფრინველის გადაადგილებით. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს კონკრეტული გადაფრენის დრო, მარშრუტი და გარეული ფრინველის სახეობები.

მუხლი 86. გარეულ ფრინველში ნიმუშების აღების პროცედურა

1. ნიმუშების აღების პროცედურა უნდა განხორციელდეს „დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს“ მიხედვით.

2. მკვდარი ან მომაკვდავი გარეული ფრინველის კლოაკალური და ტრაქეალური/ ნაზოფარინგეალური ნაცხის და/ან ქსოვილის ნიმუშები აღებულ უნდა იქნეს მოლეკულური გამოკვლევის (PCR) და/ან ვირუსის გამოყოფის მიზნით.

3. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიმუშების შენახვასა და ტრანსპორტირებას დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. გარეული ფრინველის შემთხვევაში ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსის ყველა იზოლატი წარდგენილ უნდა იქნეს რეფერენს ლაბორატორიაში. H5/H7 ქვეტიპის ვირუსები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს წარდგენილი რეფერენს ლაბორატორიაში და უნდა დაექვემდებაროს სტანდარტულ საკვალიფიკაციო ტესტს (ნუკლეოტიდების სექვენირება/ინტრავენური პათოგენობის ინდექსი (IVPI)) დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით.

4. ნიმუშების აღება არ უნდა გაგრძელდეს მონიტორინგის პროგრამის განხორციელების წლის 31 დეკემბრის შემდეგ.

მუხლი 87. გარეულ ფრინველის ლაბორატორიული გამოკვლევები

1. გარეულ ფრინველის ლაბორატორიული გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ფრინველის გრიპზე მომუშავე ლაბორატორიაში, დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც ადგენს ფრინველის გრიპის დადასტურებისა და დიფერენცირებული დიაგნოზის პროცედურებს.

2. თუ სააგენტოს ან ლაბორატორიას სურს ისეთი ლაბორატორიული ტესტის გამოყენება, რომელიც არ არის განსაზღვრული დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოში და არც აღწერილია „ხმელეთის ცხოველებისთვის დიაგნოსტიკის ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოში“ და რომელიც მომზადებულია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ, სანამ მოხდება მათი გამოყენება, უპირველეს ყოვლისა ეს ტესტები უნდა ჩაითვალოს შესაბამისად ამ მიზნისათვის რეფერენსლაბორატორიის მიერ, დამტკიცებული მონაცემების საფუძველზე.

3. უნდა ჩატარდეს საწყისი სკრინინგი M გენის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR), რომელსაც უნდა მოჰყვეს დადებითი შედეგების მქონე ნიმუშების სწრაფი ტესტირება H5-ზე და უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. H5-ზე დადებითი შედეგის შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს სეგმენტაციის ადგილის ანალიზი, რათა განისაზღვროს, აქვს თუ არა მას HPAI-ის თუ LPAI-ის საფუძველი. თუ დადასტურდება HPAI-ის H5 არსებობა, სწრაფადვე უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევა N ტიპის დადგენის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ამით შესაძლებელია მხოლოდ N1-ის გამორიცხვა.

მუხლი 88. გარეულ ფრინველის ლაბორატორიული გამოკვლევების შემდგომი ეტაპები

HPAI-ის H5N1 ტიპის ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, მოქმედებს კონტროლის ზომები, რომლებიც დადგენილია ამ წესის 89-ე-102-ე მუხლებით. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევისათვის მნიშვნელოვანია იმ ადგილების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა პროგნოზირებდეს ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსის დამატებით ინტერვენციას (მაგ. საფრინველეების მაღალი სიმჭიდროვის არეალი).

თავი IV

გარეულ ფრინველში H5N1 ქვეტიპის HPAI-თან დაკავშირებული დამცავი ზომები

მუხლი 89. საზედამხედველო და მონიტორინგის ზონების შექმნა

1. სააგენტო ვალდებულია იმ არეალის გარშემო, სადაც გარეულ ფრინველში დასტურდება H5 ქვეტიპის მაღალპათოგენური გრიპის A ვირუსით გამოწვეული HPAI-ის არსებობა და სადაც არსებობს ეჭვი ან დასტურდება N1 ტიპის ნეირამინადაზას არსებობა, შექმნას:

ა) საზედამხედველო ზონა არანაკლებ სამი კილომეტრის რადიუსით;

ბ) მონიტორინგის ზონა თავდაპირველად არანაკლებ 10 კილომეტრის რადიუსით, რომელიც მოიცავს საზედამხედველო ზონასაც.

2. საზედამხედველო და მონიტორინგის ზონების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გეოგრაფიული, ლიმნოლოგიური (ტბათმცოდნეობა), ადმინისტრაციული, ეკოლოგიური და ეპიდემიოლოგიური ფაქტორები გარეული ფრინველის სახეობებთან, ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსის მახასიათებელთან და მონიტორინგის საშუალებებთან დაკავშირებით.

3. სააგენტო ვალდებულია, დადგენილი წესით, აცნობოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE) საზედამხედველო და მონიტორინგის ზონების შესახებ, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას გატარებული ზომების თაობაზე.

4. თუ საზედამხედველო ან მონიტორინგის ზონები მოიცავს ერთზე მეტი ქვეყნის ტერიტორიებს, სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს აღნიშნული ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან ასეთი ზონების შექმნის მიზნით.

5. თუ არსებობს ეჭვი ან დასტურდება გარეული ფრინველის HPAI H5N1-ით დაინფიცირება შექმნილ დამცავ ან საკონტროლო ზონაში ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში ასეთი ინფექციური დაავადების გამო, სააგენტო ვალდებულია:

ა) შექმნას საზედამხედველო და მონიტორინგის ზონები;

ბ) რისკის შეფასების საფუძველზე გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა საზედამხედველო და მონიტორინგის ზონების რადიუსის გაფართოება დამცავი და საკონტროლო ზონების გადაფარვის მიზნით.

6. სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს ამ წესის 91-ე მუხლის ,,ბ-დ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული დაცავი ზომები დამცავი და საკონტროლო ზონების ნებისმიერ ნაწილში, რომელიც არ ფარავს საზედამხედველო და მონიტორინგის ზონებს, როდესაც რისკის შეფასება მიუთითებს, რომ არსებობს HPAI-ის H5N1-ის გავრცელების რისკი ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში.

მუხლი 90. ამ წესის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. ამ წესის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, სააგენტოს რისკის შეფასების ხელსაყრელი შედეგების საფუძველზე, შეუძლია თავი შეიკავოს საზედამხედველო და მონიტორინგის ზონების შექმნისგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს გეოგრაფიული ფაქტორები, დაინფიცირებული ფრინველის სახეობების ეკოლოგია და დასკვნა მიიღება იმის საფუძველზე, რომ HPAI-ის H5N1 არ არსებობს ფრინველში, ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში, გარეულ ფრინველში ან რომ დაინფიცირებული გარეული ფრინველი არ წარმოადგენს აღნიშნული ვირუსის გავრცელების საფრთხეს ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში ან გარეულ ფრინველში მოცემულ ზონაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ გარემოებებში სააგენტო ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად და ორნითოლოგიური ექსპერტების დახმარებით, დაადგინოს აღნიშნული გარეული ფრინველი ადგილობრივი მობინადრეა თუ გადამფრენი ფრინველი, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს შეფასების გაკეთება HPAI H5N1-ის არსებობის თაობაზე გარეულ ფრინველში სხვა ტერიტორიებზე.

4. ამ წესის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე და რისკის შეფასების ხელსაყრელი შედეგების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს არანაკლებ ამ წესის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ კრიტერიუმებს და ადასტურებს ადგილობრივი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის სათანადო დაცულობის არსებობას ბუნებრივი ბარიერების საფუძველზე ან იმ გარეული ფრინველისთვის, რომელიც წარმოადგენს HPAI-ის H5N1-ის გავრცელების რისკს, შესაფერისი ჰაბიტატების არარსებობის საფუძველზე, საზედამხედველო ზონა შესაძლოა შეიცვალოს საკმარისი ზომის ზონით, ნებისმიერ შემთხვევაში არანაკლებ 1 კმ რადიუსით ან შეიქმნას სიგანით 1 კმ რადიუსით მდინარის ან ტბის ნაპირებიდან არანაკლებ 3 კმ სიგრძეზე. ასეთ შემთხვევაში და ამ წესის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, სააგენტო ვალდებულია მონიტორინგის ზონის ფორმა და ზომა (სიდიდე) გადააკეთოს ისე, რომ საზედამხედველო ზონა გამოყოფილი იქნეს ტერიტორიის იმ ნაწილისგან, რომელზეც არ ვრცელდება ზემოქმედება.

მუხლი 91. საზედამხედველო ზონაში გასატარებელი ზომები

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ საზედამხედველო ზონაში გამოყენებულ იქნეს არანაკლებ ქვემოთ მითითებული ზომებისა:

ა) ყველა კომერციული და არაკომერციული საფრინველის იდენტიფიკაცია;

ბ) ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველისთვის ბიოუსაფრთხოების განსაზღვრული ზომების განხორციელება, მათ შორის იმ შენობების შესასვლელების და გამოსასვლელების დეზინფექცია, სადაც ფრინველი და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი იმყოფება;

გ) გარეული ფრინველის პოპულაციებზე აქტიური სახელმწიფო კონტროლი – მონიტორინგი, განსაკუთრებით წყლის ფრინველზე და შემდგომ მონიტორინგის განხორციელება მკვდარ ან დაავადებულ ფრინველზე, საჭიროების შემთხვევაში –მონადირეებთან და ორნითოლოგებთან თანამშრომლობა და მათგან მკვდარი ფრინველის შესახებ მონაცემების მიწოდება სააგენტოსთვის და მკვდარი ფრინველის ლეშის შეძლებისდაგვარად სწრაფად მოცილება იმ პერსონალის მიერ, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება ვირუსით დაინფიცირებისგან თავის დაცვისა და ამთვისებელ ცხოველზე ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომების შესახებ;

დ) კამპანიების წარმოება საზოგადოების ინფორმირების და ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველის მეპატრონეებს, მონადირეებს, ორინითოლოგებს და წყალთან დაკავშირებული რეკრეაციული მომსახურებების გამწევ პირებს შორის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით;

ე) პერიოდული და დოკუმენტურად დამოწმებული ვიზიტები ყველა კომერციულ საფრინველში და დაგეგმილი ვიზიტები არაკომერციულ საფრინველეში, უფრო მაღალი რისკების მქონე საფრინველეების პრიორიტეტების მიხედვით დაყოფა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ე.ა) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კლინიკურ შემოწმებას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, იმ სამიზნე ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ნიმუშების შეგროვებას რომლებიც არ შერეული იყო გარეულ ფრინველში, კერძოდ, იხვსა და ბატში დადებითი შედეგის მიღებამდე;

ე.ბ) ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ბიოუსაფრთხოების ზომების განხორციელების შეფასებას.

მუხლი 92. აკრძალვები საზედამხედველო ზონაში

სააგენტო ვალდებულია საზედამხედველო ზონაში უზრუნველყოს შემდეგი აკრძალვები:

ა) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის იმ საფრინველედან მოცილება, სადაც მათ ინახავენ;

ბ) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის შეგროვება ბაზრებზე, ჩვენებებზე ან თავშეყრის სხვა ადგილებზე;

გ) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის ტრანსპორტირება საზედამხედველო ზონაში, გარდა საზედამხედველო ზონაში ავტომობილით ან რკინიგზით ტრანზიტისა გადმოტვირთვის ან გაჩერების გარეშე;

დ) იმ საფრინველედან შეგროვებული საინკუბაციო კვერცხის გაგზავნა, რომელიც შეგროვების დროს მოქცეული იყო საზედამხედველო ზონაში;

ე) საზედამხედველო ზონაში არსებული ფრინველიდან და გარეული ფრთოსანი ფრინველიდან მიღებული ახალი ხორცის, გატარებული ხორცის, მექანიკურად განცალკევებული ხორცის, ხორცის ნახევარფაბრიკატის და ხორცის პროდუქტის გაგზავნა საზედამხედველო ზონიდან;

ვ) გადაუმუშავებელი ნაკელის ტრანსპორტირება ან გავრცელება საზედამხედველო ზონაში არსებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის საფრინველედან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დამუშავების მიზნით ტრასპორტირებისა;

ზ) სხვა ქვეყანაში საზედამხედველო ზონიდან წარმოშობილი გარეული ფრთოსანი ფრინველიდან, ფრინველიდან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველიდან წარმოებული ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების მეფრინველეობის პროდუქტების გაგზავნა;

თ) გარეულ ფრინველზე ნადირობა ან ველურად ბინადრობის არეალიდან სხვაგვარად მათი გაყვანა/გატანა, თუ სხვაგვარად არ არის ავტორიზებული სააგენტოს მიერ კონკრეტული მიზნებისთვის;

ი) გარეული ფრინველის გაშვება ჩაკეტილი სივრციდან ბუნებაში.

მუხლი 93. მონიტორინგის ზონაში გასატარებელი ზომები

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ მონიტორინგის ზონაში გამოყენებულ იქნეს არანაკლებ ამ წესის 91-ე მუხლის ,,ა-დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ზომები.

მუხლი 94. აკრძალვები მონიტორინგის ზონაში

სააგენტო ვალდებულია მონიტორინგის ზონაში უზრუნველყოს შემდეგი აკრძალვები:

ა) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის მონიტორინგის ზონიდან მოცილება, აღნიშნული ზონის შექმნის თარიღიდან პირველი 15 დღის განმავლობაში;

ბ) ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის თავმოყრა ბაზრებზე, სანახაობებზე ან თავშეყრის სხვა ადგილებზე;

გ) გარეულ ფრინველზე ნადირობა ან სხვაგვარად მათი მოცილება, თუ სააგენტოს მიერ სხვაგვარად არ არის ავტორიზებული კონკრეტული მიზნებისთვის;

დ) გარეული ფრინველის გაშვება ჩაკეტილი სივრციდან ბუნებაში.

მუხლი 95. გამონაკლისები ცოცხალ ფრინველთან და ერთდღიან წიწილთან დაკავშირებით

1. სააგენტოს შეუძლია, დაუშვას ამ წესის 92-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებზე გამონაკლისი და გასცეს ავტორიზაცია:

ა) ფრინველის ტრანსპორტირებაზე საზედამხედველო და მონიტორინგის ზონებში მდებარე საფრინველეში სახელმწიფო კონტროლის ქვეშ;

ბ) ფრინველის მოზარდეულისა და სუქებაზე მყოფი ინდაურის ტრანსპორტირებაზე საფრინველეში სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, სადაც ფრინველი უნდა დარჩეს ჩამოსვლის თარიღიდან არანაკლებ 21 დღე.

2. სააგენტოს შეუძლია დაუშვას ამ წესის 92-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 94-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებზე გამონაკლისი და გასცეს ავტორიზაცია:

ა) ფრინველის ტრანსპორტირებაზე, დაუყოვნებლივ დაკვლისთვის, საზედამხედველო ან მონიტორინგის ზონაში მდებარე სასაკლაოზე ან იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, აღნიშნული ზონების ფარგლებს გარეთ სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე;

ბ) ფრინველის ტრანსპორტირებაზე, მონიტორინგის ზონიდან საფრინველეში სახელმწიფო საკონტროლო ქვეშ;

გ) საზედამხედველო ზონაში მდებარე საფრინველედან შეგროვებული კვერცხიდან გამოჩეკილი ერთდღიანი წიწილას ტრანსპორტირებაზე, საფრინველეში ან ამ საფრინველის განყოფილებაში, რომელიც მდებარეობს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ, შემდეგი პირობების საფუძველზე:

გ.ა) ბიოუსაფრთხოების შესაბამისი ზომები გამოიყენება დანიშნულების საფრინველისა და ტრანსპორტირების დროს;

გ.ბ) დანიშნულების საფრინველე ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს - მონიტორინგს ერთდღიანი წიწილას ჩამოსვლის შემდეგ;

გ.გ) ფრინველი დანიშნულების საფრინველეში უნდა დარჩეს მათი ჩამოსვლის თარიღიდან არანაკლებ 21 დღე, თუ აღნიშნული საფრინველე მდებარეობს საკონტროლო და მონიტორინგის ზონების ფარგლებს გარეთ.

დ) მონიტორინგის ზონაში მდებარე საფრინველეში შეგროვებული კვერცხიდან გამოჩეკილი ერთდღიანი წიწილას ტრანსპორტირებაზე, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ საფრინველეში;

ე) საკონტროლო ან მონიტორინგის ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ნებისმიერ საფრინველეში შეგროვებული კვერცხიდან გამოჩეკილი ერთდღიანი წიწილას ტრანსპორტირებაზე, იმ პირობით, რომ ინკუბატორი მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფილია და ჰიგიენური სამუშაო პირობები მოწყობილია იმგვარად, რომ არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ კვერცხს და ნებისმიერ სხვა საინკუბაციო კვერცხს ან იმ ერთდღიან წიწილასთან, რომელიც წარმოიშვა მონიტორინგის ზონის საფრინველიდან და რომლებსაც, აქედან გამომდინარე, განსხვავებული ჯანმრთელობის სტატუსი აქვთ.

მუხლი 96. საინკუბაციო კვერცხთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. სააგენტოს შეუძლია დაუშვას ამ წესის 92-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ზომაზე გამონაკლისი და გასცეს ავტორიზაცია საზედამხედველო ზონაში მდებარე საფრინველედან შეგროვებული საინკუბაციო კვერცხის ტრანსპორტირებზე:

ა) სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ინკუბატორში;

ბ) ნებისმიერ ინკუბატორში, იმ პირობით, რომ:

ბ.ა) საფრინველეში მყოფი ფრინველი შემოწმდა და აჩვენა უარყოფითი შედეგი სეროლოგიურ გამოკვლევაში HPAI-ის H5N1-ზე, დაავადების 5%-იანი პრევალენტობით არანაკლებ 95% სანდოობიით;

ბ.ბ) სრულდება შემდეგი პირობები:

ბ.ბ.ა) საინკუბაციო კვერცხი და მათი შეფუთვა დეზინფიცირებულია გატანამდე და უზრუნველყოფილია ამ კვერცხის მიკვლევადობა;

ბ.ბ.ბ.) საინკუბაციო კვერცხი ტრანსპორტირდება სააგენტოს მიერ დალუქული სატრანსპორტო საშუალებით ან მისი ზედამხედველობით;

ბ.ბ.გ) სააგენტოს მიერ გაცემული ბიოუსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული ინსტრუქციები გამოიყენება დანიშნულების სანაშენეში;

გ) კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში, ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის № 90 დადგენილების შესაბამისად რათა ჩატარდეს მანიპულაციები და დამუშავდეს „ტექნიკური რეგლამენტების „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების დანართ №1-ის მე-10 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ან განკარგვისათვის.

2. სააგენტოს შეუძლია დაუშვას ამ წესის 92-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნაზე გამონაკლისი და გასცეს ავტორიზაცია საზედამხედველო ზონაში მდებარე საფრინველეში შეგროვებულ საინკუბაციო კვერცხის ან განსაკუთრებული პათოგენებისაგან თავისუფალი კვერცხის (SPF–eggs) გაგზავნაზე ლაბორატორიაში, ინსტიტუტში ან ვაქცინის მწარმოებელ დაწესებულებაში სამეცნიერო-კვლევითი, დიაგნოსტიკური ან ფარმაცევტული დანიშნულებით გამოყენებისათვის.

მუხლი 97. გამონაკლისები ხორცის, გატარებული ხორცის, ხორცის ნახევარფაბრიკატის, მექანიკურად განცალკევებულ ხორცის და ხორცის პროდუქტებთან დაკავშირებით

1. სააგენტოს შეუძლია დაუშვას ამ წესის 92-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნაზე გამონაკლისი და გასცეს ავტორიზაცია საზედამხედველო ზონიდან ქვემოთ მითითებული ხორცის გაგზავნაზე ბაზარზე განსათავსებლად ან ექსპორტზე:

ა) ფრინველის ახალი ხორცი, მათ შორის მოშინაურებული გარეული ფრთოსანი ფრინველის ახალი ხორცი, რომელიც:

ა.ა) წარმოებული იყო ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ა.ბ) კონტროლდებოდა ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების მე-5-მე-14 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) გატარებული ხორცი, ხორცის ნახევარფაბრიკატი, მექანიკურად განცალკევებული ხორცი და ხორცის პროდუქტები, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ხორცს და წარმოებულია ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის № 90 დადგენილების შესაბამისად;

გ) ხორცის პროდუქტები, რომლებიც დაექვემდებარა ამ წესის 51-ე მუხლით დადგენილი დამუშავების ერთ-ერთ მეთოდს;

დ) ფრინველის, მოშინაურებული გარეული ფრთოსანი ფრინველის და გარეული ფრთოსანი ფრინველის ახალი ხორცი, გატარებული ხორცი, მექანიკურად განცალკევებული ხორცი, რომელიც მიღებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე საზედამხედველო ზონის შექმნამდე, და საზედამხედველო ზონაში არსებულ საწარმოებში ამ ხორცისაგან წარმოებული ხორცის ნახევარფაბრიკატი და ხორცის პროდუქტები.

2. სააგენტოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ წესის 92-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნაზე და გასცეს ავტორიზაცია საზედამხედველო ზონიდან ადგილობრივ ბაზარზე საზედამხედველო ზონის ფრინველის ან მოშინაურებული გარეული ფრთოსანი ფრინველის ახალი ხორცის, გატარებული ხორცის და მექანიკურად განცალკევებული ხორცის გაგზავნაზე და ასევე ასეთი ხორცისგან წარმოებულ ხორცის ნახევარფაბრიკატის და ხორცის პროდუქტის გაგზავნაზე, იმ პირობით, რომ ასეთი ხორცი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ხორცზე ჯანმრთელობის ნიშანდება ხორციელდება ამ წესის 50-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) მიღებულია, დაჭრილია, შენახულია და ტრანსპორტირებულია ფრინველის ან მოშინაურებული გარეული ფრთოსანი ფრინველის სხვა ხორცისგან განცალკევებით და არ შედის ექსპორტისთვის განკუთვნილ ხორცის ნახევარფაბრიკატში ან ხორცის პროდუქტში.

მუხლი 98. ცწადპ-თან დაკავშირებული გამონაკლისები

1. სააგენტოს შეუძლია ამ წესის 92-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნაზე დაუშვას გამონაკლისი და გასცეს ავტორიზაცია:

ა) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების მეფრინველეობის პროდუქტის გაგზავნაზე საზედამხედველო ზონიდან, რომელიც შეესაბამება ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ პირობას:

ა.ა) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ა.ბ) ტრანსპორტირებულია ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვით ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისთვის წინასწარ განსაზღვრულ საწარმოში, შემდგომი განკარგვისათვის, ტრანსფორმაციისთვის ან გამოყენებისთვის, რაც სულ მცირე უზრუნველყოფს ვირუსის ინაქტივირებას;

ა.გ) ტრანსპორტირებულია ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვით საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების შემდეგომ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსის გავრცელება მომხმარებლებში ან შემგროვებელ ცენტრებში. დამუშავების მეთოდი სულ მცირე უნდა უზრუნველყოფდეს ვირუსის ინაქტივირებას.

ბ) საზედამხედველო ზონიდან სხვა ქვეყანაში ფრინველის ან მოშინაურებული გარეული ფრთოსანი ფრინველის დაუმუშავებელი ბუმბულის ან ღინღლის გაგზავნაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) საზედამხედველო ზონის ფრინველიდან ან გარეული ფრთოსანი ფრინველიდან მიღებული ორთქლის ნაკადით ან ნებისმიერი სხვა მეთოდით დამუშავებული (რომელიც უზრუნველყოფს ვირუსის ინაქტივირებას) ბუმბულის ან ღინღლის გაგზავნაზე.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პროდუქტებს თან უნდა ახლდეს დოკუმენტი (ვეტერინარული მოწმობა), რომელიც მიუთითებს, რომ აღნიშნული პროდუქტები დამუშავებულია ორთქლის ნაკადით ან ნებისმიერი სხვა მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს პათოგენების ინაქტივირებას. დოკუმენტი (ვეტერინარული მოწმობა) არ მოითხოვება გადამუშავებული დეკორატიული ბუმბულისთვის, გადამუშავებული ბუმბულისთვის, რომელსაც ატარებენ მგზავრები პირადი გამოყენებისთვის ან კერძო პირებისთვის არასამრეწველო მიზნებისთვის გაგზავნილი გადამუშავებული ბუმბულის ტვირთებისთვის.

3. სააგენტოს შეუძლია დაუშვას ამ წესის 92-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი საზედამხედველო ზონის ფარგლებში საფრინველედან გადაუმუშავებელი ნაკელის ტრანსპორტირებაზე ან გავრცელებაზე გამონაკლისი და გასცეს ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ წარმოშობილია საფრინველეში ან მის განყოფილებაში საიდანაც ფრინველი გადაადგილდა ამ წესის 95-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით ან ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნათა შესაბამისად ან სადაც ფრინველს და მოშინაურებულ გარეულ ფრთოსან ფრინველს ინახავენ ახალი ხორცის საწარმოებლად, ამ წესის 97-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 99. გადაადგილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. თუ ამ წესით გათვალისწინებული ცხოველის ან მათი პროდუქტების გადაადგილება ავტორიზებულია ამ წესის 95-ე-98-ე მუხლების შესაბამისად, ასეთი ავტორიზაცია სააგენტოს მიერ უნდა გაიცეს რისკის შეფასების ხელსაყრელი შედგების საფუძველზე, და მიღებულ უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების ყველა შესაბამისი ზომა ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროდუქტების გაგზავნა, გადაადგილება ან ტრანსპორტირება ავტორიზებულია ამ წესის 95-ე-98-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა საფუძველზე, ისინი მოპოვებული, დამუშავებული, შენახული და ტრანსპორტირებული უნდა იქნეს სხვა პროდუქტების, რომელიც აკმაყოფილებს ცხოველის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ვაჭრობასთან, ბაზარზე განთავსებასთან ან ექსპორტთან დაკავშირებით, ცხოველების ჯანმრთელობის სტატუსის ზიანის მიყენების გარეშე.

მუხლი 100. საზედამხედველო და მონიტორინგის ზონებში შესაბამისი ზომების გამოყენების ხანგრძლივობა

1. თუ დადასტურდება ნეირამინადაზას ტიპი, რომელიც განსხვავებულია N1-გან, ამ წესის 91-ე-94-ე მუხლებში მითითებული ზომები აღარ უნდა იქნეს გამოყენებული.

2. თუ გარეულ ფრინველში დადასტურდება HPAI-ის H5N1-ის არსებობა, ამ წესის 91-ე-94-ე მუხლებში მითითებული ზომები გამოყენებული უნდა იქნეს იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭიროა გეოგრაფიული, ლიმნოლოგიური, ადმინისტრაციული, ეკოლოგიური და ეპიზოოტოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებისთვის ფრინველის გრიპთან დაკავშირებით და არანაკლებ 21 დღის განმავლობაში საზედამხედველო ზონის შემთხვევაში და მონიტორინგის ზონის შემთხვევაში – 30 დღის განმავლობაში გარეული ფრინველიდან იმ ნიმუშების შეგროვების თარიღის შემდეგ, რომელზეც დადასტურდა HPAI-ის H5N1-ის არსებობა.

მუხლი 101. საზედამხედველო და მონიტორინგის ზონებში შესაბამისი ზომების გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. სააგენტოს შეუძლია ამ წესის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნაზე დაუშვას გამონაკლისი, ამ წესის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, რისკის შეფასების ხელსაყრელი შედეგების საფუძველზე და მიიღოს გადაწყვეტილება და შეაჩეროს საზედამხედველო ზონაში ამ წესის 92-ე მუხლის ,,ა–ზ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ზომები და მონიტორინგის ზონაში ამ წესის 94-ე მუხლში განსაზღვრული ზომები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემდგომში ნაპოვნი იქნება დაინფიცირებული გარეული ფრინველი, იმ პირობით, რომ საკონტროლო და მონიტორინგის ზონების თავდაპირველი შექმნიდან არანაკლებ 21 დღე იქნება გასული და ადგილი არ აქვს HPAI-ის H5N1–ის აფეთქებას და ფრინველში და ჩაკეტილ სივრცეში მყოფ ფრინველში ფრინველის გრიპის არანაირი ეჭვი არ არსებობს აღნიშნულ ზონებში.

2. სააგენტოს შეუძლია ამ წესის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნაზე დაუშვას გამონაკლისი, თუ ამ წესის 89-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონტროლო ან მონიტორინგის ზონა ფარავს საკონტროლო ზონას და ეს ზონა მოხსნილია რისკის შეფასების ხელსაყრელი შედეგების საფუძველზე და შეაჩეროს ამ წესის 91-ე მუხლის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში და 92-ე მუხლში გათვალისწინებული ზოგიერთი ან ყველა ზომის გატარება საზედამხედველო ზონაში.

3. სააგენტოს შეუძლია ამ წესის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნაზე დაუშვას გამონაკლისი და შეცვალოს საზედამხედველო ზონა მონიტორინგის ზონით, თუ შესრულდება შემდეგი პირობები:

ა) რისკის შეფასების ხელსაყრელი შედეგები, ამ წესის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით;

ბ) ამ წესის 91-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული ზომების დასრულება;

გ) თითოეულ საფრინველეში არანაკლებ ერთი ვიზიტი, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ წესის 91-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტში;

დ) ამ წესის 91-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებით განხორციელებული ლაბორატორიული გამოკვლევების ყველა შედეგი უარყოფითია.

4. თუ სააგენტო გადაწყვეტს ჩაანაცვლოს საზედამხედველო ზონა მონიტორინგის ზონით, შეუძლია შეცვალოს მონიტორინგის ზონის ფორმა და ზომა (სიდიდე), იმ პირობით, რომ მონიტორინგის ზონა დარჩება არანაკლებ 1 კმ რადიუსზე ან 1 კმ მანძილზე სიგანით მდინარის ან ტბის ნაპირებიდან ან მათი სანაპიროდან, რომლის სიგრძე არანაკლებ 3 კმ-ს შეადგენს. ამ წესის 91-ე მუხლის ,,ბ-დ“ ქვეპუნქტებში და 92-ე მუხლის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული ზომები უნდა შენარჩუნდეს ამ წესის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საკონტროლო და მონიტორინგის ზონების შექმნის თარიღიდან 30-დღიანი პერიოდის დასრულებამდე.

მუხლი 102. დიაგნოსტიკური პროცედურები

დიაგნოსტიკის ერთიანი პროცედურების დასაცავად სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ ფრინველში ან ძუძუმწოვრებში ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსების დადგენის მიზნით დიაგნოსტიკური პროცედურები, ნიმუშების აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა განხორციელდეს დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

დანართი №1

ძირითადი კრიტერიუმები და რისკის ფაქტორები, რომლებიც ზომების გატარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონტაქტურ საფრინველეში ან დამატებით შეზღუდულ ზონებში მდებარე რისკის ქვეშ მყოფ საფრინველეში და არეალში

|ინდიკატორად გამოყენებული კრიტერიუმები |

|დეპოპულაციისათვის |დეპოპულაციის წინააღმდეგ |

|კლინიკური ნიშნები, რომელიც მიუთითებს ფრინველის გრიპის არსებობაზე |არ არის ეპიდემიოლოგიური კავშირი და არ არსებობს კლინიკური ნიშნები, |

|კონტაქტურ საფრინველეში |რომელიც მიუთითებს ფრინველის გრიპის არსებობას კონტაქტურ საფრინველეში |

|დომინირებული ფრინველის სახეობის მაღალი მგრძნობელობა |დომინირებული ფრინველის სახეობის დაბალი მგრძნობელობა |

|ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილება |არ არის ცნობილი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის |

|ფრინველის გრიპზე დადასტურებული საფრინველედან კონტაქტურ საფრინველეში |გადაადგილების შესახებ საფრინველედან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი |

|ვირუსების შეტანის სავარაუდო დროის შემდეგ |კონტაქტურ საფრინველეში ვირუსების შეტანის სავარაუდო დროის შემდეგ |

|კონტაქტური საფრინველის ადგილმდებარეობა ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის |კონტაქტური საფრინველის ადგილმდებარეობა ფრინველის დაბალი სიმჭიდროვის |

|ზონაში |ზონაში |

|დაავადება არსებობდა გარკვეული დროის მანძილზე ვირუსების შესაძლო |დაავადება არსებობდა, თუმცა შეზღუდული გავრცელებით საფრინველედან, სადაც |

|გავრცელებით საფრინველედან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი აღმოფხვრის |დადასტურდა ფრინველის გრიპი აღმოფხვრის ზომების გამოყენებამდე |

|ზომების გამოყენებამდე | |

|კონტაქტური საფრინველის ადგილმდებარეობა იმ საფრინველედან 500 მეტრის (1) |კონტაქტური საფრინველის ადგილმდებარეობა იმ საფრინველედან 500 მეტრზე (1) |

|ფარგლებში, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი |მეტი დაშორებით, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი |

|კონტაქტური საფრინველე, რომელიც დაკავშირებულია ერთზე მეტ საფრინველისთან,|კონტაქტური საფრინველე, რომლიც არ არის დაკავშირებული საფრინველისთან, |

|სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი |სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი |

|ეპიდემია არ ექვემდებარება კონტროლს და საფრინველის რაოდენობა, სადაც |ეპიდემია ექვემდებარება კონტროლს |

|დადასტურდა ფრინველის გრიპი, იზრდება | |

|(1) იმ შემთხვევებში, როდესაც ფრინველის სიმჭიდროვე ძალიან მაღალია, გათვალისწინებული უნდა იყოს უფრო დიდი მანძილი. |

დანართი №2

საფრინველის რაოდენობა (იხვის, ბატის და გარეული იხვის საფრინველის გარდა), საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება ფრინველის თითოეული საწარმოო კატეგორიიდან

|ქვეყანაში საფრინველის რაოდენობა ფრინველის თითოეული საწარმოო |საფრინველს რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება |

|კატეგორიისათვის | |

|34-მდე |ყველა |

|35-50 |35 |

|51-80 |42 |

|81-250 |53 |

|> 250 |60 |

დანართი №3

იხვის, ბატის და გარეული იხვის საფრინველის რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება

|ქვეყანაში იხვის, ბატის და გარეული იხვის საფრინველის რაოდენობა |იხვის, ბატის და გარეული იხვის საფრინველის რაოდენობა, საიდანაც უნდა |

| |მოხდეს ნიმუშების აღება |

|46-მდე |ყველა |

|47-60 |47 |

|61-100 |59 |

|101-350 |80 |

|> 350 |90 |

დანართი №4

„სამიზნე სახეობებში“ შემავალი გარეული ფრინველები

|№ |სამეცნიერო დასახელება |ზოგადი დასახელება |

|1 |Accipiter gentilis |ჩრდილოეთის ქორი |

|2 |Accipiter nisus |ევრაზიული მიმინო |

|3 |Anas acuta |ჩრდილოეთის წვეტკუდიანი იხვი |

|4 |Anas clypeata |ჩრდილოეთის მდინარის იხვი |

|5 |Anas crecca |ჩვეულებრივი იხვინჯა |

|6 |Anas penelope |ევრაზიული მტკნარი წყლის იხვი |

|7 |Anas platyrhynchos |გარეული იხვი |

|8 |Anas querquedula |იხვინჯა |

|9 |Anas strepera |ნაცრისფერი იხვი |

|10 |Anser albifrons albifrons |დიდი თეთრგულა ბატი (ევროპული სახეობა) |

|11 |Anser anser |ნაცრისფერფეხებიანი ბატი |

|12 |Anser brachyrhynchus |ვარდისფერფეხებიანი ბატი |

|13 |Anser erythropus |მომცრო თეთრგულა ბატი |

|14 |Anser fabalis |მეკალოე ბატი |

|15 |Ardea cinerea |ნაცრისფერი ყანჩა |

|16 |Aythya ferina |ჩვეულებრივი წითელთავა ბატი |

|17 |Aythya fuligula |ქოჩორა იხვი |

|18 |Branta bernicla |შავი კაზარკა ბატი |

|19 |Branta canadensis |კანადური ბატი |

|20 |Branta leucopsis |ზღვის ბატი |

|21 |Branta ruficollis |წითელგულა ბატი |

|22 |Bubo bubo |ევრაზიული ჭოტი |

|23 |Buteo buteo |ჩვეულებრივი კაკაჩა |

|24 |Buteo lagopus |ფეხმრუდი კაკაჩა |

|25 |Cairina moschata |მოსკოვური იხვი |

|26 |Ciconia ciconia |თეთრი ყარყატი |

|27 |Circus aeruginosus |ევრაზიული ბოლობეჭედა |

| |Cygnus columbianus |ბიუვიკის გედი |

|29 |Cygnus cygnus |მყივანი გედი |

|30 |Cygnus olor |სისინა გედი |

|31 |Falco peregrinus |შევარდენი |

|32 |Falco tinnunculus |ჩვეულებრივი კირკიტა |

|33 |Fulica atra |ევრაზიული მელოტა |

|34 |Larus canus |ჩვეულებრივი თოლია |

|35 |Larus ridibundus |შავთავა თოლია |

|36 |Limosa limosa |შავკუდა ტყის ქათამი |

|37 |Marmaronetta angustirostris |მარმარილოსებრი იხვინჯა |

|38 |Mergus albellus |თეთრი გედი |

|39 |Milvus migrans |შავი ძერა |

|40 |Milvus milvus |წითელი ძერა |

|41 |Netta rufina |წითელცხვირა ბატი |

|42 |Phalacrocorax carbo |დიდი ჩვამა |

|43 |Philomachus pugnax |ჩიქვი |

|44 |Pica pica |ევრაზიული კაჭკაჭი |

|45 |Pluvialis apricaria |ევრაზიული ოქროსფერი ტბის ფრინველი |

|46 |Podiceps cristatus |დიდქოჩორა მურტალა |

|47 |Podiceps nigricollis |შავკისერა მურტალა |

|48 |Porphyrio porphyrio |პორფირიონი |

|49 |Tachybaptus ruficollis |პატარა მურტალა |

|50 |Vanellus vanellus |ჩრდილოეთის პრანჭია |

-----------------------

EN