შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2591
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022758
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2591

2016 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს ფოსტას“ მიეცეს უფლება, საფოსტო სერვისცენტრების ახალი/გარემონტებული შენობების ავეჯით უზრუნველყოფისათვის განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.

 2. „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2016.
როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
„შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 19.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2591. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022758.
სად არის „შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №2591, 19.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022758 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3515159/