საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-53/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016416
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2017
matsne.gov.ge 537 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონი 88% 11.12.2015 პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ უზმოზე სისხლში გლუკოზა სამიზნე ჯგუფი: 45 წელი და მეტი (ან რისკის მიხედვით) პერიოდულობა: 3 წელიწადში ერთხელ ან რისკის მიხედვით. სიხშირე მაღალი რისკის შემთხვევაში: წელიწადში ერთხელ. 85% 15.02.2019 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ 1 84% 27.08.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 12.03.2020 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 30.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №01-53/ნ/№166 2016 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებები, დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკოსაქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1. ეს დანართი მოიცავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – პენიტენციური დაწესებულება) ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასთან (გამოკვლევასთან), გავრცელების თავიდან აცილებასთან და ტუბერკულოზის შემთხვევის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ერთობლიობას. 2. პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 2🔗. ტუბერკულოზის გამოვლენა 1. ტუბერკულოზის გამოვლენის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ  ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გამოკითხვა სპეციალური სტანდარტული ფორმის კითხვარით (შემდგომში - აქტიური სკრინინგი). ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქტიური სკრინინგი უტარდება პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსვლისას და შემდგომში – სამ თვეში ერთხელ. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის აქტიურ სკრინინგს ახორციელებს სააქციო საზოგადოება „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრი) სპეციალურად განსწავლული ექთანი (შემდგომში – ცენტრის ექთანი). 3. აქტიური სკრინინგის შედეგად ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ცენტრის ექთანი მიმართავს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის ექიმს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის შესაბამისი გამოკვლევების (პასიური სკრინინგი) ჩატარების მიზნით. საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის ექიმი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების თაობაზე. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დამატებით ჩაუტარდეს აქტიური სკრინინგი ან/და გამოკვლევა - მიმართვის შემთხვევაში ან/და ტუბერკულოზით დაავადებულ პირთან ახლო კონტაქტისას. 5. ბიოლოგიური მასალის აღება ხდება ცენტრის ექთნის მიერ, საჭიროების შემთხვევაში,  პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების/რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით. მუხლი 3🔗. ტუბერკულოზის მართვა 1. სკრინინგის, ობიექტური მონაცემებისა და ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ტუბერკულოზის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის გამოვლენისას, დაუყოვნებლივ ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევება სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან ან/და მისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციურ დაწესებულებაში – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში (შემდგომში – სარეაბილიტაციო ცენტრი) გადაყვანა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სარეაბილიტაციო ცენტრი ვალდებულია მოახდინოს ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სეპარაცია (განთავსება) ტუბერკულოზის ფორმის მიხედვით. 3. გამოკვლევების შედეგად ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ტუბერკულოზის დადასტურებისას, საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მთავარი ექიმი/ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი ბრალდებულების/მსჯავრდებულებისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეების სკრინინგისა და გამოკვლევის თაობაზე. 4. პენიტენციური დაწესებულებიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის დიაგნოსტიკური გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. ტუბერკულოზის მკურნალობა 1. საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა ხორციელდება ტუბერკულოზის მართვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.  2. როგორც წესი, ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებული/მსჯავრდებული, პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკამენტს იღებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, პენიტენციური დაწესებულების ექთნისა და უსაფრთხოების/რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით. 3. პენიტენციურ დაწესებულებაში სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული მედიკამენტს იღებს პალატაში, პენიტენციური დაწესებულების ექთნის და უსაფრთხოების/რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით. მუხლი 5🔗. ინფორმაციის მიწოდების წესი 1. ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილი/საექიმო სამედიცინო პუნქტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწვდის ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაციას სამოქალაქო სექტორის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელების თაობაზე. 2. პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ხორციელდება სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო ნაწილის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას ცენტრისთვის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირებისთვის.