საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №01-53/ნ/№166 |
|
2016 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებები, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებები
მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. ეს დანართი მოიცავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – პენიტენციური დაწესებულება) ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასთან (გამოკვლევასთან), გავრცელების თავიდან აცილებასთან და ტუბერკულოზის შემთხვევის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ერთობლიობას. 2. პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 2. ტუბერკულოზის გამოვლენა 1. ტუბერკულოზის გამოვლენის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გამოკითხვა სპეციალური სტანდარტული ფორმის კითხვარით (შემდგომში - აქტიური სკრინინგი). ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქტიური სკრინინგი უტარდება პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსვლისას და შემდგომში – სამ თვეში ერთხელ. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის აქტიურ სკრინინგს ახორციელებს სააქციო საზოგადოება „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრი) სპეციალურად განსწავლული ექთანი (შემდგომში – ცენტრის ექთანი). 3. აქტიური სკრინინგის შედეგად ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ცენტრის ექთანი მიმართავს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის ექიმს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის შესაბამისი გამოკვლევების (პასიური სკრინინგი) ჩატარების მიზნით. საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის ექიმი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების თაობაზე. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დამატებით ჩაუტარდეს აქტიური სკრინინგი ან/და გამოკვლევა - მიმართვის შემთხვევაში ან/და ტუბერკულოზით დაავადებულ პირთან ახლო კონტაქტისას. 5. ბიოლოგიური მასალის აღება ხდება ცენტრის ექთნის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების/რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით. მუხლი 3. ტუბერკულოზის მართვა 1. სკრინინგის, ობიექტური მონაცემებისა და ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ტუბერკულოზის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის გამოვლენისას, დაუყოვნებლივ ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევება სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან ან/და მისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციურ დაწესებულებაში – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში (შემდგომში – სარეაბილიტაციო ცენტრი) გადაყვანა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სარეაბილიტაციო ცენტრი ვალდებულია მოახდინოს ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სეპარაცია (განთავსება) ტუბერკულოზის ფორმის მიხედვით. 3. გამოკვლევების შედეგად ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ტუბერკულოზის დადასტურებისას, საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მთავარი ექიმი/ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი ბრალდებულების/მსჯავრდებულებისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეების სკრინინგისა და გამოკვლევის თაობაზე. 4. პენიტენციური დაწესებულებიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის დიაგნოსტიკური გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4. ტუბერკულოზის მკურნალობა 1. საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა ხორციელდება ტუბერკულოზის მართვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. როგორც წესი, ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებული/მსჯავრდებული, პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკამენტს იღებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, პენიტენციური დაწესებულების ექთნისა და უსაფრთხოების/რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით. 3. პენიტენციურ დაწესებულებაში სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული მედიკამენტს იღებს პალატაში, პენიტენციური დაწესებულების ექთნის და უსაფრთხოების/რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით. მუხლი 5. ინფორმაციის მიწოდების წესი 1. ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილი/საექიმო სამედიცინო პუნქტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწვდის ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაციას სამოქალაქო სექტორის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელების თაობაზე. 2. პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ხორციელდება სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო ნაწილის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას ცენტრისთვის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირებისთვის. |