,,საკრედიტო კავშირში გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №161/04 |
|
2016 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საკრედიტო კავშირში გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის №90 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :
1. ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. საკრედიტო კავშირი ვალდებულია აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შერჩეულ აუდიტორთან, მიაწოდოს ეროვნულ ბანკს აღნიშნული ხელშეკრულება საანგარიშგებო წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო გარეაუდიტორული შემოწმების დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში აუდიტორული შემოწმების სრული ანგარიში საკრედიტო კავშირის წლიურ საფინანსო ანგარიშგებასთან ერთად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს“. 3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უზრუნველყოს აუდიტორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
2016 საანგარიშგებო წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განსახორციელებლად, საკრედიტო კავშირმა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ეროვნულ ბანკს წარუდგინოს სდპ-ს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის განმახორციელებელ პირთა რეესტრის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|