📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №119
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 07/04/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,761 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:.75in 45.1pt 45.0pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №119 2004 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის № 17 ბრძანებულება. მ. სააკაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში. 2. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის და საქართველოს მთავრობის წინაშე. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება. 3. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტები. 4. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 5. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. 6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ თავიანთი სიმბოლიკა და დროშა, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 8. სამინისტროს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2ა.     მუხლი 2🔗. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები 1. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება. 2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა; ბ) შეიარაღებული ძალების ოპერატიული, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, სამობილიზაციო ძალების სახეობათა გამოყენების გეგმების განსაზღვრა; გ) შეიარაღებული ძალების გეგმურად და განკარგულების წესით მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გადასაყვანად გადაწყვეტილების მომზადება; დ) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება; ე) რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და, მისგან გამომდინარე, მისაღებ გადაწყვეტილებათა მომზადება; ვ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად შეკვეთების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იურიდიული პირების დაფუძნება; თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების კავშირგაბმულობის ქსელებით პრიორიტეტული სარგებლობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის საშუალებებისა და არხების აღდგენის, გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების გეგმების შეთანხმება; ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებითა და ხაზებით პრიორიტეტული სარგებლობა; დადგენილი წესით სამხედრო გადაზიდვების გეგმების შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება; კ) ევროპაში შეიარაღების კონტროლის, უშიშროების ზომების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებათა განხორციელება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობა და შეძენილი გამოცდილების შეიარაღებულ ძალებში დანერგვა; ლ) სამხედრო კადრების მომზადება; მ) სამხედრო ბიუჯეტის შემუშავება; ნ) სამხედრო მეცნიერების განვითარება; ო) სამართლებრივი და ნორმატიული აქტების შემუშავების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანერგვის, მოდერნიზაციისა და უტილიზაციის საკითხების შესახებ წინადადებათა წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობისათვის; პ) სახელმწიფოში შექმნილ საგანგებო ან საომარ სიტუაციებში პრეზიდენტის ბრძანებით შეიარაღებული ძალების გამოყენების უზრუნველყოფა; ჟ) სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა.     მუხლი 3🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით; მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრი არის სამოქალაქო პირი, იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. 3. მინისტრი: ა) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მისი უშიშროების უზრუნველსაყოფად; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება; გ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს თავისი ფუნქციური მოვალეობების შესასრულებლად, ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ნორმატიულ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ოფიცრებს ბრიგადის (პოლკის) მეთაურიდან ბატალიონის მეთაურამდე (ჩათვლით), აგრეთვე სამინისტროს დეპარტამენტების, მთავარი სამმართველოების, განყოფილებებისა და სამსახურების თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს; ვ) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თანამდებობაზე დასანიშნად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, დაქვემდებარებული ჯარების სახეობების და სამშვიდობო ძალების უფროსებს; ზ) დადგენილი წესით ანიჭებს ოფიცრებს სამხედრო წოდებებს პირველადი სამხედრო წოდებიდან პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტნის) ჩათვლით; განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე; თ) კანონის შესაბამისად წარადგენს ოფიცრებს უმაღლეს სამხედრო წოდებაზე; ი) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; კ) იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტი და მიზანმიმართული შესრულებისათვის; ლ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, გარდა გენერალური შტაბის დებულებისა; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს; ნ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციათა საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს ახალი და მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შეიარაღებაში მიღებისა და მოძველებული სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე; ო) წარუდგენს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას; პ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 6. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.     მუხლი 4🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს აღმასრულებელი მდივანი; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები; გ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; დ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. 2. სამინისტროს თანამდებობის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, გარდა თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი თავისი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით. 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 4. სამინისტროს აღმასრულებელი მდივანი არის სამინისტროს თანამდებობის პირი, რომელიც უზრუნველყოფს მინისტრის მიერ მისთვის საკურატოროდ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის წარმართვას და კოორდინაციას. 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; გ) ხელს აწერს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის; ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანების შესასრულებლად; ზ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის და/ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 5🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი; ბ) მინისტრის აპარატი (საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სამინისტროს კანცელარია, პროტოკოლის სამმართველო); გ) გენერალური ინსპექცია; დ) იურიდიული დეპარტამენტი; ე) თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; ვ) კადრების დეპარტამენტი; ზ) ფინანსების მართვის დეპარტამენტი; თ) ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტი; ი) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი; კ) შიდა უსაფრთხოების განყოფილება; ლ) სადაზვერვო პოლიტიკის განყოფილება. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და დანიშნულებაა: ა) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობას, ხელმძღვანე-ლობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას, ხოლო საომარი, საგანგებო მდგომარეობის ან მობილიზაციის დროს – საქართველოს სამხედრო ძალების მართვას და კოორდინაციას უწევს მათ ურთიერთმოქმედებას. გენერალური შტაბის დანიშნულება, ამოცანები, ფუნქციები და მართვის სტრუქტურა, აგრეთვე შტაბის უფროსის ფუნქციური უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; ბ) მინისტრის აპარატის დანიშნულებაა მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობების კოორდინაცია, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება, სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება; გ) გენერალური ინსპექციის დანიშნულებაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური კონტროლის (აუდიტის) წარმოება, თავდაცვის სამინისტროს, მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამხედრო და სამოქალაქო პირების დარღვევებსა და გადაცდომებზე სამსახურებრივი მოკვლევის წარმოება და შემდგომი რეაგირება; დ) იურიდიული დეპარტამენტის დანიშნულებაა სამინისტროს პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფა, შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, მისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა; ე) თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დანიშნულებაა საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმოება, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება. ეროვნული სამხედრო სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულებისათვის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მოთხოვნების განსაზღვრა, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებების თანამიმდევრული გეგმების შემუშავება, ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია, თავდაცვის სტრატეგიის, სამხედრო დოქტრინის შემუშავებაში მონაწილეობა, სტრატეგიული მოთხოვნებისა და სამინისტროს ამოცანების ჩამოყალიბება, რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა, საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრამებისა და დირექტივების განვითარება; ვ) კადრების დეპარტამენტის დანიშნულებაა სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა და შეიარაღებულ ძალებში მისი განხორციელების კონტროლი; ზ) ფინანსების მართვის დეპარტამენტის დანიშნულებაა სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და ფინანსური პოლიტიკის შემუშავება. დამტკიცებული სამხედრო ბიუჯეტის გაწერა პროგრამების და პრიორიტეტული მიმართულებების ჭრილში. საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვა და შესრულება. სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება და ფინანსური დისციპლინის განმტკიცება; თ) ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტის დანიშნულებაა სტრატეგიული, ოპერატიული და საჯარისო მარაგების შექმნისა და ეფექტიანად გამოყენების პოლიტიკის შემუშავება. შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განთავსებისა და უზრუნველყოფისათვის საჭირო სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება (შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და სხვ.); ი) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დანიშნულებაა სამინისტროსათვის საჭირო საქონლის (მომსახურების), სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის განხორციელება, შესყიდული საქონლის (მომსახურების) ხარისხისა და საკონტრაქტო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება; კ) შიდა უსაფრთხოების განყოფილების დანიშნულებაა სამინისტროში შიდა რეჟიმის დაცვისა და დოკუმენტაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ლ) სადაზვერვო პოლიტიკის განყოფილების დანიშნულებაა შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო-სადაზვერვო სამსახურის სამოქალაქო კონტროლის განხორციელება და სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის განსაზღვრა.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.