„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/17 |
|
2016 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები;“ ბ) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ასრულებენ დეპარტამენტის დირექტორის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს; ბ) ზედამხედველობენ დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) გადაწყვეტილებებს იღებენ მათზე დაწერილ დოკუმენტაციაზე; დ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ე) ასრულებენ მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის კანონშესაბამის დავალებებს; ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“; გ) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეების წინაშე. 3. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის; დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ე) დეპარტამენტის დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეებს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ვ) დეპარტამენტის დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეებს წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ რეკომენდაციას; ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ი) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, ან/და დირექტორის მოადგილეების კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“; დ) დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. უფლებამონაცვლეობა დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დირექტორის ან/და დირექტორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/17. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.054.016226.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №05/17, 29.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.054.016226 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3519493/