ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.105.016276
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 3 აქტი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.09.2014
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.09.2014
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.105.016167);
ბ) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.105.016170);
გ) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.105.016169)ю
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗
გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №90.
მუხლი 2🔗
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება;
ბ) საორგანიზაcიო განყოფილება;
გ) სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება;
დ) არქიტექტურის განყოფილება.
მუხლი 3🔗
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე;
ბ) კონტროლს სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობაზე;
გ) კონტროლს მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის(ან მისი წილის) არსებული წესდების დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემაზე;
დ) კონტროლს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე;
ე) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებურ შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ტერიტორიის დაზიანებაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ ვადებში შესრულებაზე, გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანებაზე;
ვ) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნების მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენაზე;
ზ) კონტროლს ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვასა და დაზიანებაზე;
თ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას;
ი) ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე;
კ) განსახორციელებელი სამუშაოების, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და კონტროლს;
ლ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას;
მ) საპროექტო - სამშენებლო დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლს;
ნ) არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას;
ო) დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;
პ) კანონმდებლობის შესაბამისად სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებასა და მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობას;
ჟ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას;
რ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვას;
ს) შენობა-ნაგებობების(მათ შორის ხაზოვანი ობიექტების), მიწის ზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტების და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების განხილვას, მომზადებასა და წარდგენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან;
ტ) მშენებარე შენობა - ნაგებობების, საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის კონტროლს;
უ) სათანადო კონტროლს ისტორიისა და კულტურის ძეგლების, გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე;
ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ქ) მშენებლობის მონაწილეებზე წერილობით შეტყობინებებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
ღ) მშენებლობის ობიექტზე არსებული და /ან შემოტანილი სამშენებლო მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვას როდესაც ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;
ყ) შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმების და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომელთა გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; ბ)სამსახურის მიწერილობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა;
შ) არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრებას;
ჩ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;
ც) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებაზე საკითხის მომზადებას;
ძ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ და სხვა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი ზომების განხორციელებასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენას;
წ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗
რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე
ბ) კონტროლს სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობაზე;
გ) კონტროლს მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის(ან მისი წილის) არსებული წესდების დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემაზე;
დ) კონტროლს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე;
ე) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებურ შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ტერიტორიის დაზიანებაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ ვადებში შესრულებაზე, გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანებაზე;
ვ) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნების მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენაზე;
ზ) კონტროლს ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე;
თ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას;
ი) მშენებარე შენობა - ნაგებობების, საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის კონტროლს;
კ) სათანადო კონტროლს ისტორიისა და კულტურის ძეგლების, გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე;
ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და სხვა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი ზომების განხორციელებასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენას
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ნ) არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრებას;
ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗
საორგანიზაციო განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე;
ბ) განსახორციელებელი სამუშაოების, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და კონტროლს;
გ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლს;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗
სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე;
ბ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას;
გ) მშენებარე შენობა-ნაგებობების, საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის კონტროლს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ე) სამშენებლო საქმიანობაში შესასრულებელი საქმიანობის კონტროლს, დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მიმოწერის განხორციელებასა და დარღვევის აღმოფხვრის კონტროლს;
ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების კონტროლს;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
მუხლი 7🔗
არქიტექტურის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას;
ბ) დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებასა და მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობას;
დ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვას;
ე) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტების და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების განხილვას, მომზადებასა და წარდგენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან;
ვ) მშენებლობის მონაწილეებზე წერილობით შეტყობინებებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
ზ) მშენებლობის ობიექტზე არსებული და /ან შემოტანილი სამშენებლო მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვას, როდესაც ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;
თ) შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმების და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომელთა გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; ბ) სამსახურის მიწერილობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებაზე საკითხის მომზადებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეზე სამუშაოებისა და ხაზოვანი ნაგებობების განთავსებაზე ნებართვების გაცემას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.