,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ``

მიღების თარიღი 20.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №125
სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 43, 23/04/2004
matsne.gov.ge 1,088 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ`` /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; layout-grid-mode:line;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; layout-grid-mode:line; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; layout-grid-mode:line; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:15.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; layout-grid-mode:line;} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 49.5pt 40.5pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №125 2004 წლის 20 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით: 1. 2004 წლის გაზაფხულზე საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 8430 კაცით, მათ შორის: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში – 4000;                     ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში – 2800;                          გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში – 1000;                 დ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში – 130. 2. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა გაიმართოს 2004 წლის 26 აპრილიდან 2004 წლის 31 ივლისამდე. საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება. 3. „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად გათვალისწინებულ იქნეს 500 წვევამდელი. 4. შეიქმნას ქალაქებსა და რაიონებში გამწვევი კომისიები შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით. 5. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი განახორციელოს ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ. 6. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების გამოქვეყნების დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 7. სამხედრო ძალებისათვის ახალწვეულების ორგანიზებულად გადაცემისათვის შეიქმნას წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტები: ა) ქ. თბილისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობისა და საორგანიზაციო-სამობილიზაციო მთავარი სამმართველოს ბაზაზე (თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, 2/ბ კორპუსი); ბ) ქ. ქუთაისში ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების შენობაში. 8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) პირადი შემადგენლობისა და საორგანიზაციო-სამობილიზაციო მთავარი სამმართველოს შენობის პირველ სართულზე გამოყოს სათანადო სამუშაო ფართობი თბილისის შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის განთავსებისათვის. 9. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტების პირადი შემადგენლობის დროებითი შტატი და მუშაობის წესი განსაზღვროს თავისი განკარგულებით. 10. შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ. ამავე კომისიას დაევალოს რაიონებისა და ქალაქების გამწვევი კომისიების მიერ წვევამდელთა სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობაზე მიღებული გადაწყვეტილების კონტროლი. 11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (გ. წერეთელი): ა) ქალაქების და რაიონების გამგეობებთან ერთად უზრუნველყოს წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კოორდინაცია ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე; ბ) განუსაზღვროს ქალაქებისა და რაიონების გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის; გ) კოორდინაცია გაუწიოს ქალაქებისა და რაიონების სამედიცინო კომისიების, აგრეთვე მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოების და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 12. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან ათი დღის ვადაში. 13. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგებლებმა, სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის საქმეში. სამხედრო განყოფილებებს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე გამოუყონ საჭირო შენობები, ტექნიკური მუშაკები, ავტოტრანსპორტი. 14. დათხოვნილ იქნენ სამხედრო ძალებიდან რეზერვში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც კანონით დადგენილ ვადებში მოიხადეს სამხედრო სავალდებულო სამსახური. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ვადიანი სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ მოქალაქეებს დახმარება გაუწიონ შრომითი მოწყობის, სწავლის გაგრძელებისა და სხვა მატერიალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში. 15. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურმა (თ. ხიდეშელი) და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა პერიოდულად მომახსენონ ინფორმაცია მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობის შესახებ. 16. ეთხოვოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფართოდ გააშუქონ საგაზაფხულო გაწვევისა და სამხედრო ძალებიდან ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში დათხოვნის მიმდინარეობა და ამ ღონისძიებათა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. 17. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (ი. მერაბიშვილი). მ. სააკაშვილი საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა ივანე მერაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხიდეშელი          – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მერკვილაძე          – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, კომისიის მდივანი ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ლერი კვახაძე – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ წიკლაური – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების შტაბის უფროსი ირაკლი ნადირაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კორნელი სალია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შტაბის უფროსი ირაკლი სესიაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალი და თავისუფლების” დირექტორი გიორგი ტონკონოგოვი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი მერაბ ქორჩილავა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე პაატა ჯახუტაშვილი – საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი, გენერალური პროკურორის მოადგილე.