ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2016
ძალის დაკარგვა 01.02.2017
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ღონისძიებების დასახელება |
| 1. | სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის |
| 2. | დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურების თანხა - ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში. |
| 3. | საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის. |
| 4. | უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის |
| 5. | ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა |
| ა. ბ. გ. დ. | მე-2 შვილის შეძენისათვის |
| 6. | სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება |
| 7. | სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის |
| 8. | სადღესასწაულო დახმარების პროგრამა |
| 9. | შ.შ.მ. პირთა დახმარება |
| 10. | ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება |
| 11. | დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება |
| 12. | დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად (დანართები თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2017 წლის პროგრამა
განმარტებებით პროგრამული კოდი 0602
მუხლი 1🔗.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე ერთჯერადი სამედიცინო დახმარება. პროგრამული კოდი 060201. წლიური დაფინანსება 100 000 ლარი
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის.
პროგრამით ისარგებლებენ:
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს უმწეოების სტატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა. გამონაკლის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემული შუამდგომლობა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება და დასაბუთებული დახმარების აუცილებლობა.
სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება:
თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 500 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის ნახევარი.
თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1000 - ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 300 - ლარით.
თუ სამედიცინო მომსახურების თანხა წარმოდგენილია 1000 ლარს ზევით, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსება მოხდება 500 - ლარით.
დასაფინანსებელი თანხის ზღვრული რაოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.
დაფინანსების წესი:
მოქალაქის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ფორმა №100 და საბუღალტრო დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა). სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ ხდება უნაღდო ანგარიშსწორება დაწესებულებასთან.
ანაზღაურებას არ ექვემდებარება:
· პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა.
· სანატორიულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენს ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 0-18 წლამდე შ.შ.მ. პირები
· ტონზილო და ადენოექტომია.
· ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
· ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
· თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
· ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო.
· პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები განმეორებით დაფინანსებას არ ექვემდებარება.
მედიკამენტებისათვის დაფინანსებას დაექვემდებარება შემდეგი დაავადებით მოავადე უმწეო მოქალაქეები:
1. ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური(ყველა ავადმყოფი მიუხედავად სოციალური სტატუსისა).
2. თირკმლის უკმარისობა IV - V სტადიის.
3. ინსულტის შემდგომი პერიოდი.
4. დიაბეტური განგრენა, დიაბეტური თვალი.
5. პარკინსონის დაავადება.
6. ეპილეფსია.
7. ბრონქული ასთმა.
8. მიასთენია.
9. ფენილკეტონურია, (სამკურნალო კვების თანხა 1000 ლარი).
10. ცერებრალური დამბლა.
11. ფსორიაზი.
დაფინანსება განისაზღვრება100 ლარამდე წელიწადში ერთჯერ ონკოლოგიური სენით დაავადებულებზე. 50-70 ლარი დანარჩენი კატეგორიის პაციენტებზე.
დაფინანსების წესი:
უნაღდო ანგარიშსწორებით, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის საფუძველზე. პაციენტის მიერ უკვე ანაზღაურებული ხარჯები დაფინანსებას არ ექვემდებარება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობაგაუარესებული უმწეო მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
დახმარებული გამოჯანმრთელებული უმწეო ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა. სიკვდილიანობის რისკის შემცირება.
მუხლი 2🔗.
დაკრძალვის ხარჯების დაფინანსება. პროგრამული კოდი 060202. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი
პროგრამით ისარგებლებენ ოჯახები მე-2 მსოფლიო ომში მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში
ოჯახებში მე-2 მსოფლიო ომში მონაწილის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში 250 ლარის ოდენობით. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი.
დაფინანსების წესი: განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვა.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
ომის ვეტერანთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
მუხლი 3🔗.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე (მშობელს, მეუღლეს ან შვილს) ერთჯერადი დახმარება. პროგრამული კოდი 060203. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი
პროგრამით ისარგებლებენ გარდაცვლილ მებრძოლთა მშობელი, მეუღლე ან შვილი ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით.
დაფინანსების წესი: განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვით.
სოციალური ეფექტი:
დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
მუხლი 4🔗.
უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის.პროგრამული კოდი 060204. წლიური დაფინანსება 45 000 ლარი
ისარგებლებენ ბენეფიციარები, რომელთა სოციალური დაუცველობის სტატუსი განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით. პრიორიტეტი მიენიჭება მრავალშვილიან ოჯახებს.
უფასო სასადილოთი სარგებლობის წესი: ცხელი საკვებით უზრუნველყოფა სასადილოში. განსაკუთრებულ შემთხვევაში ბინაზე გაგზავნით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის მშრალი პროდუქტის სახით.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიური ცხელი საკვებით უზრუნველყოფა.
დაფინანსების წესი: ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე შემსრულებლის მიერ დასაბუთებულად წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე.
სოციალური ეფექტი: უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შიმშილობის და შიმშილობით გამოწვეული გართულებების პრევენცია.
მუხლი 5🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა. პროგრამული კოდი 060205. წლიური დაფინანსება 20 000 ლარი.
პროგრამით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივ მაცხოვრებლად რეგისტრირებული მშობლები მიუხედავად სოციალური სტატუსისა.
· მე-2 შვილის შეძენისას 150 ლარი;
· მე-3 შვილის შეძენისას 350 ლარი;
· მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისას 400 ლარი;
· ტყუპების შეძენისას 400 ლარი.
დაფინანსების წესი: მშობლების საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა.
სოციალური ეფექტი: მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის გაზრდა და ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 6🔗.
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება.პროგრამული კოდი 060206. წლიური დაფინანსება 30 000 ლარი
პროგრამით ისარგებლებენ:
სტიქიური უბედურების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დაზარალებული მოქალაქეები. მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სასიცოცხლოდ გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსება.
დაფინანსების წესი: ქირით გაყვანის შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით საცხოვრებლის მეპატრონის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
სოციალური ეფექტი:
დაზარალებული მოსახლეობის მორალური, ფინასური მხარდაჭერა და უბედური შემთხვევის პრევენცია.
მუხლი 7🔗.
სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის.პროგრამული კოდი 060207.წლიური დაფინანსება 30 000 ლარი;
მუხლი 8🔗.
სადღესასწაულო დახმარების პროგრამა. პროგრამული კოდი 060208.წლიური დაფინანსება 5000 ლარი
პროგრამით ისარგებლებენ: მე-2 მსოფლიო ომის ცოცხალი მონაწილეები და სოციალურად დაუცველი 65 000 ქულამდე ყველა ომის ვეტერანები
დაფინანსების წესი: სადღესასწაულო სასაჩუქრე პაკეტების შეძენა.
სოციალური ეფექტი: ომის ვეტერანების მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.
მუხლი 9🔗.
შ.შ.მ. პირთა დახმარებისათვის. პროგრამული კოდი 060209. წლიური დაფინანსება 20 000 ლარი
პროგრამით ისარგებლებენ:შ.შ.მ. პირები სამკურნალო ღონისძიებისათვის 8000 ლარით. შ.შ.მ. პირთა ცნობიერების ამაღლებისათვის, სხვადასხვა პროგრამებში ჩასართავად: მათ შორის კომპიუტერის კურსების შესწავლა, უცხო ენების შესწავლა, საიუველირო საქმიანობის შესწავლა 12 000 ლარი.
სოციალური ეფექტი: რეაბილიტირებულ/აბილიტირებულ შშმ პირთა რაოდენობის ზრდა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.
მუხლი 10🔗.
ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილეთა დახმარება.წლიური დაფინანსება 2 000 ლარი. პროგრამული კოდი 060210
პროგრამით ისარგებლებენ: ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე ბენეფიციარები.
დაფინანსების წესი: ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილის პირად ანგარიშზე გადარიცხვა.
სოციალური ეფექტი: ჯანმთელობისთვის საზიანო აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა.
მუხლი 11🔗.
დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება.წლიური დაფინანსება 2 000 ლარი. პროგრამული კოდი 060211
პროგრამით ისარგებლებენ: დღეგრძელი მოქალაქეები, თითოეული 300 ლარის ოდენობით.
დაფინანსების წესი: დღეგრძელი მოქალაქის პირად ანგარიშზე გადარიცხვა.
სოციალური ეფექტი: დღეგრძელი მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა.
მუხლი 12🔗.
დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება.წლიური დაფინანსება 30 000 ლარი. პროგრამული კოდი 060212
პროგრამით ისარგებლებენ: დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები.
სოციალური ეფექტი: სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა.
მუხლი 13🔗.
ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახების დახმარება. წლიური დაფინანსება 5 000 ლარი. პროგრამული კოდი 060213
პროგრამით ისარგებლებენ: ობოლი18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახები
დაფინანსების წესი: ოჯახის წევრის პირად ანგარიშზე გადარიცხვა.
სოციალური ეფექტი: ობოლი 18 წლამდე ბავშვიანი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2017 წლის პროგრამის წლიური დაფინანსება 295 000 ლარი.
დანართი №2
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით 2017 წელში სოციალური პროგრამით
გათვალისწინებულ ასიგნებათა განაწილება
№
ღონისძიებების დასახელება
სულ გასაცემი თანხა
გასაცემი
თანხა ერთეულზე
კაცთა
რაოდენობა
შენიშვნა
1.
სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის
100 000
-----
-----
2.
დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურების თანხა - ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში.
3 000
250
-----
3.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის.
3 000
-----
-----
4.
უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის
45 000
-----
-----
5.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
20 000
ა.
ბ.
გ.
დ.
მე-2 შვილის შეძენისათვის
150
-----
მე-3 შვილის შეძენისათვის
350
-----
მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისათვის
400
-----
ტყუპების შეძენისათვის
400
-----
6.
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება
30 000
-----
-----
7.
სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის
30 000
-----
-----
8.
სადღესასწაულო დახმარების პროგრამა
5 000
-----
9.
შ.შ.მ. პირთა დახმარება
20 000
-----
10.
ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება
2 000
200
11.
დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება
2 000
200
12.
დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება
30 000
-----
13.
ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახების დახმარება
5 000
-----
-----
სულ.
295 000