,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინიდსტროს დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებეის შეტანის თაობაზე``
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №127
2004 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წლის 1 მარტი, №22, მუხ. 207) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;
ბ) კონტრტერორისტული დეპარტამენტი;
გ) საგამოძიებო დეპარტამენტი;
დ) კონსტიტუციური წყობილების დაცვის დეპარტამენტი;
ე) სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;
ვ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
თ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ი) ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტი;
კ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
ლ) სპეციალური ოპერაციების ცენტრი (მთავარი სამმართველო);
მ) რადიოკონტრდაზვერვის ცენტრი (მთავარი სამმართველო).“.
2. 21-ე პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კონტრტერორისტული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ტერორიზმის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, კერძოდ, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; კანონმდებლობით დადგენილი წესით გარე მეთვალყურეობის, პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება;“;
გ) ამოღებულ იქნეს „ლ“ ქვეპუნქტი.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინიდსტროს დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებეის შეტანის თაობაზე``“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2004.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინიდსტროს დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებეის შეტანის თაობაზე``“?
- „,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინიდსტროს დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებეის შეტანის თაობაზე``“ მიღებულია 20.04.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №127. სარეგისტრაციო კოდი — 130.010.000.05.002.002.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინიდსტროს დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებეის შეტანის თაობაზე``“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინიდსტროს დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებეის შეტანის თაობაზე``“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინიდსტროს დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებეის შეტანის თაობაზე``“, №127, 20.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 130.010.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35212/