⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,386 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
11.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 2016 წლის 29 დეკემბერი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.105.016168). მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაშია  2017  წლის 1 იანვრიდან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა დანართი ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის   დებულება მუხლი 1🔗 გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მართვის მიზნით შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავებას, მუნიციპალური პროგრამების ფინანსურ გაანგარიშებას, წარმოდგენილი მასალების განხილვასა და ანალიზის საფუძველზე  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებას,  შესრულების ანგარიშის შედგენას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების    შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს  ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №90. მუხლი 2🔗 სამსახურის სტრუქტურა 1. შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს  განყოფილების  ერთ-ერთი მოხელე. 2. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა    აღწერილობებით. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის  შესაბამისად. 4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება; ბ) სახაზინო მომსახურების და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება; გ)  შემოსულობების და ქონების აღრიცხვის განყოფილება. მუხლი 3🔗 სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის შედგენის ორგანიზებას და მონაწილეობას; ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; გ) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება–დამუშავებას, განხილვას; დ) შემოსულობების პროგნოზირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით; ე) კანონით დადგენილ ვადებში, ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში წარდგენას; ვ) დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერას და დაყვანას მხარჯავ სუბიექტებზე; ზ) დადგენილი წესის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მასალების მომზადებას საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად; თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების პროცესში: თ.ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას; თ.ბ) ხაზინის მომსახურების წესის თანახმად,  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნების დამუშავებას; თ.გ) დადგენილი წესის მიხედვით,  მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას; თ.დ)  გამგებლის ბრძანების შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას; ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას; კ)  ინფორმაციების მიღებას საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ; ლ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასა და შესრულების წლიურ ანგარიშების შედგენას საკრებულოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსი წარსადგენად; მ)  მუნიციპალიტეტის პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშების შედგენას; ნ) საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე მეთოდოლოგიურ მითითებებს და პრაქტიკულ დახმარებას კომპეტენციის ფარგლებში; ო) მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის გამგეობის  სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით,  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ; პ) სამსახურში შექმნილი საფინანსო და ყველა სახის დოკუმენტაციის შენახვას, ყოველწლიურად დამუშავებას და არქივისათვის გადასაცემი დოკუმენტაციიის  მომზადებას; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით და  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗 სამსახურის უფლება-მოვალეობანი 1.   სამსახურს უფლება აქვს: ა) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებისაგან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისაგან, და შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებიდან  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებანი მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და სხვა დაინტერესებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით. 2. სამსახურის მოვალეობაა:                     ა) საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე გაწეული მუშაობის შესახებ, დადგენილი წესით წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები მუნიციპალიტეტის გამგებელს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;   ბ) განიხილოს მუნიციპალიტეტის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული წერილები, ინფორმაციები, მოთხოვნები მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები და პასუხები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.  მუხლი 5🔗 საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას; ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას, მუნიციპალიტეტის  გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს; დ) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას; ე) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენას - განსაზღვრავს გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტს  წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს, შემდგომში  გამგეობის სხდომაზე განსახილველად. ამზადებს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შესახებ  გამგებლის ბრძანებისა და  საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს; ვ) შემოსულობების განყოფილებასთან ერთად წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას და წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად; ზ) დამტკიცებული კვარტალური განწერის გაგზავნას შესაბამისი მხარჯავი სუბიექტებისათვის და  დამტკიცებული (კვარტალური დაყოფის მიხედვით) ხარჯთაღრიცხვების მიღება-შემოწმებას; თ) მთლიანი მუნიციპალიტეტის ნაერთი მუხლობრივი გადასახდელების შედგენას; ი) დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადებას  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე; კ) დადგენილი წესის შესაბამისად,  გამგებლი ბრძანების პროექტების მომზადებას მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, დამტკიცებულ განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით; ლ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის შედგენაში მონაწილეობას. უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს. ამზადებს ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციას და ანგარიშს, მათ შორის, სარეზერვო ფონდის ანგარიშს,  გამგეობის სხდომაზე და შემდგომში მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗 სახაზინო მომსახურების და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსულობების და საბიუჯეტო განყოფილებასთან ერთად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობას; ბ) საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის და გადახდების სწორ ორგანიზაციას; გ) ფულადი სახსრების და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლს; დ) ბიუჯეტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა რეგისტრაციას, მ.შ. შესყიდვების სამსახურში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ხელშეკრულების რეგისტრაციასთან ერთად, სახაზინო კოდების მიხედვით წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების, საქონლის ან მომსახურებაზე გადახდების გრაფიკის განთავსებას ხაზინის ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ე) ვალდებულების დოკუმენტის განხილვას, გადახდების ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და რეგისტრაციას; ვ) სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის და განხილვის შემდგომ რეგისტრირებული ვალდებულებების ფარგლებში ამზადებს საგადახდო მოთხოვნებს და არეგისტრირებს ხაზინის ერთიან ბაზაში; ზ) წინასწარ გადახდებს საბანკო გარანტიის საფუძველზე ან მივლინებაზე საქვეანგარიშო თანხების გამოყოფის შემთხვევაში; თ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემიდან სახაზინო ამონაწერის ყოველდღიურ დამუშავებას; ი) მობრუნებული თანხების მართვას; კ) საბუღალტრო ელექტრონული პროგრამის მეშვეობით სინთეზურ და ანალიზურ აღრიცხვას; ლ) საკასო და ფაქტობრივი ხარჯების გატარებას; მ)  სადეპოზიტო საბანკო ანგარიშების მართვას; ნ)  მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ო) საკრებულო, გამგეობისა და სამსახურების, ადმინისტრაციული ერთეულების მომუშავეთა, აგრეთვე შტატგარეშე მუშაკების, შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვას და შესაბამის ანგარიშებზე ჩარიცხვას; პ) ბუღალტრული ანგარიშგების მართვას ბალანსის ცალკეული დანართის მიხედვით, ბუღალტრული ბალანსის შედგენას; ჟ) მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების და სახაზინო მომსახურების საკითხებზე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗 შემოსულობების და ქონების აღრიცხვის  განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:  ა) საბიუჯეტო განყოფილებასთან ერთად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობას; ბ) დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების ასახვას ხაზინის ერთიან ელექტრო პროგრამაში; გ) საბიუჯეტო განყოფილებასთან ერთად ახდენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილის კვარტალურ განწერას გადასახდელებთან შესაბამისობით; დ) სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და ყოველთვიური, კვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებას საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებასთან ერთად; ე) საჭიროების შემთხვევაში შემოსულობების ნაწილში ცვლილებების შეტანაზე პროექტის მომზადებას; ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების მონაცემთა ბაზის დაზუსტებასა და შექმნას; ზ) ადგილობრივი შემოსავლებისა და მოსაკრებლების შემოღებასა და წესებზე პროექტების მომზადებას საკრებულოში წარსადგენად; თ) ბიუჯეტის ქვემდებარე ადგილობრივი შემოსავლებისა და მოსაკრებლების მობილიზაციას;  ი) კონტროლს თვითმმართველობის მიერ დაწესებული ჯარიმებისა და სანქციების ბიუჯეტში სრულად მობილიზაციაზე; კ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რეგისტრაციას, გაცემას და მართვას; ლ) ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი და შექმნილი ძირითადი აქტივების და მატერიალური  მარაგების, ასევე ეკონომიკური და ადმინისტრაციული სამსახურიდან მიღებული მონაცემებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე უსასყიდლოდ გადმოცემული ქონების აღრიცხვას საბუღალტრო ანგარიშების და ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით; მ) ცვეთის დარიცხვას დაწესებული ნორმების მიხედვით და წლიური ნაერთი მასალების მომზადებას და გადაცემას საბუღალტრო განყოფილებისათვის; ნ) სხვა სამსახურებთან ერთად ყოველწლიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობას და შედეგების გამოყვანას; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗 სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2.დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.