⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2018)
გაუქმებულია:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016282
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,063 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
11.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2016 წლის 29 დეკემბერი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის  სამსახურის დებულება დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება  ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა დანართი ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის  გამგეობის  მუნიციპალური  ქონების  და  სერვისების  მართვის  სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗 გამგეობის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახური 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის  სამსახური (ტექსტში შემდგომ – ,,სამსახური“)  არის  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების    შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს  ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №90. მუხლი 2🔗 სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და  სამუშაოთა  აღწერილობით.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს  განყოფილების  ერთ-ერთი მოხელე. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და  სამუშაოთა    აღწერილობებით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის  შესაბამისად. 7.  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა)  მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების განყოფილება; ბ) ქონების მართვის განყოფილება; გ) ტრანსპორტის განყოფილება. მუხლი 3🔗 სამსახურის ფუნქციები სამსახური  დადგენილი  წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე,  ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე  მონაცემთა ბაზის შექმნას; ბ) არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართული ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; გ) ელ. ენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურეობის შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას; დ)  ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ე) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას; ვ) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას; ზ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროექტების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობას  და დასაბუთებული წინადადებების შემუშავებას; თ)  მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და გამგებლისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენას გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად; ი) ინფრასტრუქტურის (სერვისების) საკითხებზე შესაბამისი  სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას; კ) წინადადებების და საჭირო  დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;                              მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; ნ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; ო) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; პ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე; ჟ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; რ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ს) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ტრანსპორტის სფეროში ადგილობრივი საგზაო გადაყვანების რეგულირებას; ტ) ავტოტრანსპორტის პარკირებისა და ტაქსების გაჩერების ადგილების განსაზღვრას, ადგილობრივი სამგზავრო მარშრუტებზე დასაქმებულ მუნიციპალურ ავტობუსებსა და კერძო სექტორის მიკროავტობუსების მფლობელთა მიერ მოძრაობის განრიგის დაცვის მოთხოვნას; უ) სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; ფ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით პროექტების მომზადებას, შესაბამისი საგზაო ნიშნებით უზრუნველყოფას; ქ) მოქალაქეებიდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან შემოსული წერილებისა და კორესპონდენციების განხილვასა და გადაწყვეტას; ღ) გამგეობის მხრიდან საზოგადოებრივი დავალების შესრულებას; ყ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეც. ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციას და ექსპულატაციის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას; შ) სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას; ჩ) მოქმედი კანონმდებლობით და  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗 მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების განყოფილება განყოფილება  უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურზე  მონაცემთა ბაზის შექმნას. ბ) არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართული ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. გ)  ელ. ენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურეობის შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას. დ) ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავებას. ე) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას. ვ) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას; ზ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროექტების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობისა და დასაბუთებული წინადადებების მიღებას; თ) მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და გამგებლისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენას გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად; ი) ინფრასტრუქტურის (სერვისების) საკითხებზე შესაბამისი  სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას; კ) მოქმედი კანონმდებლობით და  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗 ქონების მართვის განყოფილება განყოფილება უზრუნველყოფს: ა)წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;                               გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ვ)რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; თ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ი) მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურების განხორციელებას; კ) მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა  და განხორციელებას; ლ) მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას; მ) მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის უფლება მოვალეობის განხორციელებას; ნ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას.  მუხლი 6🔗 ტრანსპორტის განყოფილება განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ტრანსპორტის სფეროში ადგილობრივი საგზაო გადაყვანების რეგულირებას; ბ) ავტოტრანსპორტის პარკირებისა და ტაქსების გაჩერების ადგილების განსაზღვრას, ადგილობრივი სამგზავრო მარშრუტებზე დასაქმებულ მუნიციპალურ ავტობუსებსა და კერძო სექტორის მიკროავტობუსების მფლობელთა მიერ მოძრაობის განრიგის დაცვის მოთხოვნას; გ) სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით პროექტების მომზადებას, შესაბამისი საგზაო ნიშნებით უზრუნველყოფას; ე) მოქალაქეებიდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან შემოსული წერილებისა და კორესპონდენციების განხილვასა და გადაწყვეტას; ვ) გამგეობის მხრიდან საზოგადოებრივი დავალების შესრულებას; ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეც. ტექნიკის) აღრიცხვა, რეგისტრაცია და ექსპულატაციის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას; თ) მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სქემისა და პოლიტიკის შემუშავებას; ი) გამგეობის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების  საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმეწონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას; ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებებით ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანოების დროებითი სქემის შეთანხმებას; მ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗 სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.