„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№607
სარეგისტრაციო კოდი
340000000.10.003.019674
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №607

2016 წლის 29 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის     მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012, 340000000.10.003.017164) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სოფლის მეურნეობის დარგის ან/და სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სოფლის ან/და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია, მონიტორინგი, შეფასება და შესრულების თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

ბ) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მონაცემთა ბაზის სრულყოფა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

გ)  სამინისტროში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კვლევების ჩატარება და მიღებული შედეგების დამუშავებული სახით  დაინტერესებული პირებისთვის წარდგენა;

დ) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყველა დაინტერესებული პირისთვის;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

გ) რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით, აგრარული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და მათი განვითარების შესახებ შესაბამის სპეციალისტებთან ერთად წინადადებების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

თ) რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №607. სარეგისტრაციო კოდი — 340000000.10.003.019674.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №607, 29.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 340000000.10.003.019674 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3523369/