„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.037.016093
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №47/ნ

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge) 11/02/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.037.016054) და:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“;

გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.

დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“;

გ) მე-2 - მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დეპარტამენტის უფლებამოსილება

დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (შემდგომში - სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები) ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების განხორციელება) დაკავშირებულ საქმიანობაზე კოორდინაციის განხორციელება;

ბ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩო პროგრამის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამების) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, მოლაპარაკებების წარმოების, ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;

დ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) ევროკავშირის რეგიონული განვითარებისა და გამოთანაბრების პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით წინადადებების, სტრატეგიებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების მხარდაჭერა;

ვ) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ პრაქტიკასთან მათი დაახლოების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;

ი) სხვადასხვა ქვეყნების ევროინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონებში სივრცითი და კლასტერული განვითარების, ურბანული და სოფლის განვითარების და სხვა მომიჯნავე პოლიტიკების მხარდაჭერა;

ლ) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა;

მ) საერთაშორისო მონიტორინგის მისიებისთვის შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ამსახველი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;

ო) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

პ) დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურაში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით, შედის:

ა) რეფორმებისა და სტრატეგიული პროგრამირების სამმართველო;

ბ) ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველო.

 

მუხლი 4. რეფორმებისა და სტრატეგიული პროგრამირების სამმართველოს უფლებამოსილება

რეფორმებისა და სტრატეგიული პროგრამირების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩო პროგრამის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამების) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, მოლაპარაკებების წარმოების, ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;

ბ) ევროკავშირის რეგიონული განვითარებისა და გამოთანაბრების პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, წინადადებების, სტრატეგიებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების მხარდაჭერა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ პრაქტიკასთან მათი დაახლოების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონებში სივრცითი და კლასტერული განვითარების, ურბანული და სოფლის განვითარების და სხვა მომიჯნავე პოლიტიკების მხარდაჭერა;

ე) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა;

ვ) საერთაშორისო მონიტორინგის მისიებისთვის შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ამსახველი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 

მუხლი 5. ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფლებამოსილება

ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებზე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების განხორციელება) დაკავშირებულ საქმიანობაზე კოორდინაციის განხორციელება;

ბ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩო პროგრამა, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამები, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამების) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, მოლაპარაკებების წარმოების, ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;

დ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) სხვადასხვა ქვეყნების ევროინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 3 იანვრიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიზურაბ ალავიძე