📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 29.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №615
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.019682
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
matsne.gov.ge 416 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ანგოლა
2 ანდორა
3 ანტიგუა და ბარბუდა
4 არაბთა გაერთიანებული საემიროები
5 არუბა
6 აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები
7 ბარბადოსი
8 ბელიზი
9 ბრუნეი
10 გრენადა
11 გვატემალა
12 დომინიკა
13 იამაიკა
14 კვიპროსი
15 კოსტა-რიკის რესპუბლიკა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 84% 08.09.2017 სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 82% 28.05.2025 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 80% 25.07.2023 მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 80% 28.09.1954 საქართველოს მოქალაქე მერი ბიგვავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 80% 04.08.2016

დოკუმენტის ტექსტი

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №615 2016 წლის 29 დეკემბერი    ქ. თბილისი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე მუხლი 1🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის  98​2 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის №132 დადგენილება.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.  პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი 1 შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნები 1 ანგილია 2 ბაჰამი 3 ბაჰრეინი 4 ბერმუდი 5 ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები 6 გერნსი 7 ვანუატუ 8 კაიმანის კუნძულები 9 კიურასაო 10 მანის კუნძულები 11 მარშალის კუნძულები 12 მიკრონეზია 13 პალაუ 14 სარკი 15 ტურკსის და კაიკოს კუნძულები 2 ქვეყნები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98​2 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, განიხილება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებად 1  ანგოლა 2  ანდორა 3  ანტიგუა და ბარბუდა 4  არაბთა გაერთიანებული საემიროები 5  არუბა 6  აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები 7  ბარბადოსი 8  ბელიზი 9  ბრუნეი 10  გრენადა 11  გვატემალა 12  დომინიკა 13  იამაიკა 14  კვიპროსი 15  კოსტა-რიკის რესპუბლიკა 16  კუკის კუნძულები 17  ლიბანი 18  ლიხტენშტეინი 19  ლუქსემბურგი 20  მავრიკი 21  მალაიზია 22  მალდივის რესპუბლიკა 23  მაკაო 24  მაროკო 25  მონტსერატი 26  ნაურუ 27  ნიდერლანდების ანტილები 28  ნიკარაგუა 29  ნიუე 30  ოლდერნი 31  ომანი 32  პანამა 33  პუერტო-რიკო 34  სამოა 35  სეიშელი 36  სენტ კიტსი და ნევისი 37  სენტ ლუსია 38  სინტ მარტენი 39  სენტ ვინსენტი და გრენადინები 40  ტუვალუ 41  ურუგვაი 42  ფიჯი 43  ფილიპინები 44  ფრანგული პოლინეზია 45  ქუვეითი 46  ჩილე 47  ჯიბუტი 48  ჯერსი 49  ჰონგ კონგი. შენიშვნა: 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98​2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით: ა) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან; ბ) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება. 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98​2 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თუ უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე იურიდიული პირის მიმართ ადგილი აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98​2 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას, აღნიშნული ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები ამ ნაწილში ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად. 3. თუ ჩამონათვალით განსაზღვრულ ქვეყანასა და საქართველოს შორის არსებობს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმება, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, აღნიშნული ქვეყანა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98​1 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და 98​2 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის.