📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 29.12.2016
ძალაში შესვლა 31.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/21
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 663 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2016 მიღება
31.12.2016 ძალაში შესვლა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 29.12.2016 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 28.01.2016 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 16.10.2015 „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 15.09.2016 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 25.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/21 2016 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 2 აპრილის №05/80 და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ოქტომბრის №05/69 ბრძანებები. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:   ა) შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო (განსაკუთრებით უმაღლეს საგანმანათლებლო) დაწესებულებებთან, ეროვნულ ან უცხოურ სამეცნიერო ფონდებთან, საერთაშორისო საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება; ბ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook, ინტერნეტი) ცოდნა; ვ) კომუნიკაბელურობა/ოპერატიულობა; ზ) მინიმუმ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება; თ) პრობლემის იდენტიფიცირების,  ამოცანის  დასახვისა და განხორციელების უნარი; ი) კულტურის სფეროსა და სახელოვნებო დარგებში მუშაობის გამოცდილება; კ) ინოვაციური პროექტების ოპერატიულად განხილვა და დასკვნის გამოტანა/შეფასება და შესაბამისი მსვლელობის მიცემა; ლ) ჰუმანურობა, ტოლერანტულობა, მიუკერძოებლობა (ობიექტურობა), დისციპლინურობა; მ) გუნდური მუშაობის უნარი და გამოცდილება; ნ) კოლეგიალობის პრინციპის დაცვა; ო) განათლებისა და კულტურის დარგში საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა. მუხლი 2🔗. ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს უფროსი ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სახელოვნებო განათლების სპეციფიკის ცოდნა; გ) სახელოვნებო განათლების სისტემაში არსებული პრობლემატიკის ცოდნა; დ) საჯარო სამსახურში სახელოვნებო განათლების მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ე) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების: „საჯარო სამსახურის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ ცოდნა, ასევე დოკუმენტის „კულტურის სტრატეგია 2025“ და იმ საერთაშორისო კონვენციების ცოდნა, რომლებზეც მიერთებულია საქართველო; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook, ინტერნეტი) ცოდნა; ზ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა; თ) მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი. ი) პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; კ) კომუნიკაბელურობა/ოპერატიულობა; ლ) ჰუმანურობა, ტოლერანტულობა, მიუკერძოებლობა (ობიექტურობა), დისციპლინურობა; მ) კოლეგიალობის პრინციპის დაცვა. მუხლი 3🔗. ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სახელოვნებო განათლების სპეციფიკის ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების: „საჯარო სამსახურის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ ცოდნა, ასევე დოკუმენტის „კულტურის პოლიტიკის სტრატეგია“ და იმ საერთაშორისო კონვენციების ცოდნა, რომლებზეც მიერთებულია საქართველო; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook, ინტერნეტი) ცოდნა; ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა; ზ) გუნდურად მუშაობის უნარი. მუხლი 4🔗. ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს  სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სახელოვნებო განათლების სპეციფიკის ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების: „საჯარო სამსახურის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ ცოდნა, ასევე დოკუმენტის „კულტურის პოლიტიკის სტრატეგია“ და იმ საერთაშორისო კონვენციების ცოდნა, რომლებზეც მიერთებულია საქართველო; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook, ინტერნეტი) ცოდნა; ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა; ზ) გუნდურად მუშაობის უნარი.