⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.03.2018)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 29.12.2016
ძალაში შესვლა 31.12.2016
ძალის დაკარგვა 23.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/20
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,242 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2016 მიღება
31.12.2016 ძალაში შესვლა
23.03.2018 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/20 2016 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №05/70 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი        კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, საქართველოს კონსტიტუცის, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის”, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „საქართველოს შრომის კოდექსის“, საერთაშორისო კონვენციების – „პარიზის კონვენციის“, „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციისა“ (განახლებული - ლა-ვალეტა1992წ.) და „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო კონვენცია „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ (2003 წ. პარიზი) ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint, Outlook) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა. მუხლი 2🔗. კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს უფროსი კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა)უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება; ბ)მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მემკვიდრეობის ან სამუზეუმო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის”, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „საქართველოს შრომის კოდექსის“, ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის, საერთაშორისო კონვენციების - „პარიზის კონვენციის“, „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის“ (განახლებული - ლა-ვალეტა 1992 წ.  ) და „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციისა“ და საერთაშორისო კონვენცია „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ (2003 წ. პარიზი) ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft  Office Powerpoint, Outlook) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა. მუხლი 3🔗. კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (1) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება (ისტორიის/ხელოვნებათმცოდნეობის განხრით); ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ან მსგავს სფეროებში მუშაობის გამოცდილება; გ) „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების, „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის“, „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის“ (განახლებული „ლა-ვალეტა“ 1992 წელი), „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს შრომის კოდექსის“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციისა” და ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა. მუხლი 4🔗. კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (2) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება (ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის ან არქიტექტურის განხრით); ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ან მსგავს სფეროებში მუშაობის გამოცდილება; გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების, „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების, „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის“(განახლებული „ლა-ვალეტა“ 1992 წელი), „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს შრომის კოდექსისა“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა. მუხლი 5🔗. კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (3) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება (ისტორიის/ხელოვნებათმცოდნეობის განხრით); ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ან მსგავს სფეროებში მუშაობის გამოცდილება; გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს შრომის კოდექსის“, აგრეთვე, ყველა საერთაშორისო კონვენციისა და პროგრამების ცოდნა, რომელსაც მიერთებულია საქართველო კულტურული მემკვიდრეობის დარგში, კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათი საქმიანობისა და საერთაშორისო კონვენცია „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ (2003 წ. პარიზი) ცოდნა. დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა. მუხლი 6🔗. კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს სპეციალისტი (1) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების, „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების, „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის“(განახლებული „ლა-ვალეტა“ 1992 წელი), „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint)ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა. მუხლი 7🔗. კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს სპეციალისტი (2) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება, (უპირატესობა მიენიჭება ხელოვნებათმცოდნეობის ან მუზეუმმცოდნეობის მაგისტრის ხარისხის მქონეს); ბ) „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის, „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის”, ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის, საერთაშორისო კონვენციების - „პარიზის კონვენციისა“ და „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის“ ცოდნა. გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების(Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint) ცოდნა; დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა.