„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 29.12.2016
ძალაში შესვლა 31.12.2016
ძალის დაკარგვა 23.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/18
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/18
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ნოემბრის №05/76 და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №15/03 ბრძანებები
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო - მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული ) აკადემიური ხარისხი, სასურველია, საერთაშორისო ურთიერთობის/სამართლის სფეროში; უცხოენა: სავალდებულო ინგლისური და რუსული ენები ძალიან კარგად;
გ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე 3 წლის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
მუხლი 2🔗.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო ინგლისური ენის ცოდნა ძალიან კარგად, სასურველია, დამატებით სხვა უცხოენის ცოდნა;
გ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, კულტურის სფეროში გამოცდილება, კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
მუხლი 3🔗.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო ინგლისური ენის ცოდნა კარგად, სასურველია, დამატებით სხვა უცხოენის ცოდნა;
გ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, კულტურის სფეროში გამოცდილება, კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა.
მუხლი 4🔗.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს სპეციალისტი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო ინგლისური ენის ცოდნა კარგად, სასურველია დამატებით სხვა უცხოენის ცოდნა;
გ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, კულტურის სფეროში გამოცდილება, კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა.
მუხლი 5🔗.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმარებისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმარებისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სასურველია კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით; უცხო ენა: სავალდებულოინგლისური ენის ცოდნა ძალიან კარგად, სასურველია დამატებით სხვა უცხოენის ცოდნა;
გ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, კულტურის სფეროში გამოცდილება, კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
მუხლი 6🔗.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმარებისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმარებისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო არანაკლებ ერთი უცხოენა კარგად;
გ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა.
მუხლი 7🔗.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმარებისა და მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმარებისა და მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო ერთი უცხოენის ცოდნა კარგად;
გ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;