კ ო ნ ვ ე ნ ც ი ა საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

მიღების თარიღი 13.05.2015
ძალაში შესვლა 21.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №99/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016440
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2017
matsne.gov.ge 5,746 სიტყვა · ~29 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.05.2015 მიღება
21.12.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს მთავრობის  სახელით (ხელმოწერილია) ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის  სახელით (ხელმოწერილია)
საქართველოს მთავრობის სახელით        (ხელმოწერილია) ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 99% 21.12.2012 კონვენცია საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია 99% 29.11.2017 შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით                                  (ხელმოწერილია) 98% 23.04.2015 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) 98% 31.03.2016 „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 13.10.2016

დოკუმენტის ტექსტი

კ ო ნ ვ ე ნ ც ი ა საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კ ო ნ ვ ე ნ ც ი ა საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობა, სურთ რა, ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ეკონომიკური ურთიერთობები შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ  კონვენციის  დადების გზით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 პირები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია ეს კონვენცია ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები. მუხლი 2🔗 გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია 1. ეს კონვენცია ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად. 2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი. 3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია: a)    საქართველოს შემთხვევაში: (i)    მოგების გადასახადი; (ii)    საშემოსავლო გადასახადი; (iii)   ქონების გადასახადი; (შემდგომში – საქართველოს გადასახადი). b)    ლიხტენშტაინის სამთავროს შემთხვევაში: (i)    საშემოსავლო გადასახადი (Erwerbssteuer); (ii)    კორპორაციის საშემოსავლო გადასახადი (Ertragssteuer); (iii)   კორპორაციის გადასახადები (Gesellschaftssteuern); (iv)   გადასახადი უძრავი ქონების კაპიტალის მატებაზე (Grundstucksgewinnsteuer); (v)    სიმდიდრის გადასახადი (Vermogenssteuer); და (vi)   კუპონის გადასახადი (Couponsteuer) (შემდგომში – ლიხტენშტაინის გადასახადი). 4. ეს კონვენცია ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ. მუხლი 3🔗 ზოგადი განსაზღვრებები 1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს: a) საქართველოს ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; b) ტერმინი „ლიხტენშტაინი” ნიშნავს ლიხტენშტაინის სამთავროს და გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას სივრცეს, რომელზეც ვრცელდება ლიხტენშტაინის საგადასახადო კანონმდებლობა; c) ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ლიხტენშტაინის სამთავროს, კონტექსტის შესაბამისად; d) ტერმინი “საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას; e) ტერმინი “პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას, პასიურ მემკვიდრეობას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას; f) ტერმინი “კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს, ისევე, როგორც ერთეულებს და განსაკუთრებული აქტივების მინიჭებას, რომლებიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული; g) ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი  სახელმწიფოს  საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ; h) ტერმინი “საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას  საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ეფექტური მართვის ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო და საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის; i) ტერმინი “კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს: (i) საქართველოში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს; (ii) ლიხტენშტაინში, ლიხტენშტაინის მთავრობას ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. j) ტერმინი “ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს: (i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნება ან მოქალაქეობა; და (ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან გაერთიანებას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე. k) ტერმინი ეკონომიკური საქმიანობა – მოიცავს პროფესიულ მომსახურებასა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ნებისმიერ საქმიანობას. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით. მუხლი 4🔗 რეზიდენტი 1.     ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა  კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოსა და მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებთან ან იქ განთავსებულ კაპიტალთან დაკავშირებით. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად: a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი); b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს; c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს; d) თუ ის  არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ეფექტური მართვის ადგილი. მუხლი 5🔗 მუდმივი დაწესებულება 1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი – მუდმივი დაწესებულება ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ. 2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ძირითადად მოიცავს: a) მართვის ადგილს; b) ფილიალს; c) ოფისს; d) ფაბრიკას; e) სახელოსნოს და f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს. 3. სამშენებლო მოედანი ან სამშენებლო ან სამონტაჟო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს: a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით; b) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით; c) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით; d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით; e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით; f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის ა) – ე) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი,  გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის  ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად. 6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით,  რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. 7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად. მუხლი 6🔗 შემოსავალი უძრავი ქონებიდან 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ტერმინს „უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე. მუხლი 7🔗 მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას. 2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს. 3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ. 4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ მიღებულია მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს განსაზღვროს დასაბეგრი მოგების ოდენობა ამგვარი განაწილების წესით; ამასთან განაწილების მეთოდი უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი შესაბამისობაში მოდიოდეს ამ მუხლის პრინციპებთან. 5. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება მოგება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შეძენის საფუძველზე. 6. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იგივე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის  რაიმე საფუძვლიანი და საკმარისი მიზეზი. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ კონვენციის სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე. მუხლი 8🔗 საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი 1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი. 2. თუ სანაოსნო საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ სახელმწიფოში მდებარედ, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს გემის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე. მუხლი 9🔗 ურთიერთდამოკიდებული საწარმოები 1. იმ შემთხვევაში როდესაც: a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ კონვენციის სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს. მუხლი 10🔗 დივიდენდები 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები, რომლის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს პუნქტი არ გავრცელდება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრაზე, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი “დივიდენდები” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „jouissance” აქციებიდან ან “jouissance” უფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე სხვა შემოსავალს, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 მუხლის დებულებები. 4. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან. მუხლი 11🔗 პროცენტი 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი, რომლის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ტერმინი “პროცენტი” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ტერმინი “პროცენტი” არ მოიცავს მე-10 მუხლით განსაზღვრულ შემოსავალს. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ  პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 მუხლის დებულებები. 4. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 12🔗 როიალტი 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი როიალტი დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს როიალტის ბენეფიციური მფლობელი. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი “როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით, საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში  გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 მუხლის დებულებები. 4. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 13🔗 შემოსავლები კაპიტალის მატებიდან 1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 3. საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი. 4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, რომლის ღირებულების 50%-ზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში. 5. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი. მუხლი 14🔗 შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან 1. ამ კონვენციის მე-15, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში თუ: a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში. 3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი. მუხლი 15🔗 დირექტორთა ჰონორარები დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან მსგავსი საბჭოს წევრი, კორპორაციული წარმონაქმნი ან განსაკუთრებული აქტივების მინიჭება, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  მუხლი 16🔗 ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები 1. ამ კონვენციის მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც  თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ კონვენციის მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა. 3. პირველი და მე-2 პუნქტის დებულებები არ ვრცელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ვიზიტი ამ სახელმწიფოში ხორციელდება სრულად ან ძირითადად ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჯარო ფონდების ან პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ადგილობრივი ხელისუფლების ან კანონით დადგენილი ორგანოს სახსრებით. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი. მუხლი 17🔗 პენსიები 1. ამ კონვენციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, წარსულში დაქირავებით მუშაობასთან ან თვითგამომუშავებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება (ერთიანი გადახდების ჩათვლით) დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 2. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, პენსიები და სხვა გადახდები, რომელიც გაცემულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობის ფარგლებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში. 3. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება (ერთიანი გადახდების ჩათვლით) დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ პირობით, რომ ასეთი გადახდები მიღებულია საპენსიო სქემების  დებულებების ფარგლებში გადახდილ შენატანებზე, მიმღების მიერ ან მისი სახელით, ან დაქირავებული მუშაკის მიერ კომპანიის საპენსიო სქემაში გადახდილი თანხით და ეს შენატანები, დებულებები ან პენსიები ან სხვა მსგავსი ანაზღაურება ექვემდებარება დაბეგვრას ან გამოქვითვას ან სახელმწიფოს კანონმდებლობით. მუხლი 18🔗 საჯარო სამსახური 1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს საჯარო სამართლის ფარგლებში სხვა იურიდიული ერთეული უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ან ამ სახელმწიფოს საჯარო სამართლის ფარგლებში სხვა იურიდიული ერთეულისთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში; b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს: (i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან (ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით. 2. a) მიუხედავად პირველი პუნქტის დებულებებისა, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება (ერთიანი გადახდების ჩათვლით), რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ან ამ სახელმწიფოს საჯარო სამართლის ფარგლებში სხვა იურიდიული ერთეულის მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ან ამ სახელმწიფოს საჯარო სამართლის ფარგლებში სხვა იურიდიული ერთეულისთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში; b) ამასთან, ასეთი პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება (ერთიანი გადახდების ჩათვლით) დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს. 3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ან ამ სახელმწიფოს საჯარო სამართლის ფარგლებში სხვა იურიდიული ერთეულის მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, სხვა მსგავს ანაზღაურებასა და პენსიებზე (ერთიანი გადახდების ჩათვლით). მუხლი 19🔗 სტუდენტები 1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ ამგვარი ანაზღაურების წარმოშობის  წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. 2. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში პერიოდში ან პერიოდებში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა მოცემული საგადასახადო წლის განმავლობაში არ აღემატება 183 დღეს, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამგვარი მუშაობა პირდაპირ  უკავშირდება მის სწავლას ან პრაქტიკის გავლას პირველად ხსენებულ სახელმწიფოში. მუხლი 20🔗 სხვა შემოსავლები 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ კონვენციის წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა ამ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული  უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, რეალურად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 მუხლის დებულებები. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აზარტული თამაშებიდან და ლატარიებიდან მიღებული შემოსავლები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. მუხლი 21🔗 კაპიტალი 1. კაპიტალი, წარმოდგენილი ამ კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი. 4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. მუხლი 22🔗 ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა 1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ლიხტენშტაინში, საქართველო დაუშვებს: (i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლიხტენშტაინში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია; (ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლიხტენშტაინში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით. b) თუ ამ კონვენციის ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი. 2. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვასთან დაკავშირებული ლიხტენშტაინის კანონმდებლობის დებულებების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს აქ მოყვანილ ძირითად პრინციპებზე, ორმაგი დაბეგვრა აცილებული იქნება შემდეგნაირად: a) როდესაც ლიხტენშტაინის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, მაშინ ლიხტენშტაინი b) ქვეპუნქტის თანახმად, ამგვარ შემოსავალს ან კაპიტალს გაათავისუფლებს გადასახადისაგან, ამის მიუხედავად, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი; b) როდესაც ლიხტენშტაინის რეზიდენტი, იღებს შემოსავალს, რომელიც ამ კონვენციის მე-14, მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ლიხტენშტაინი ამ შემოსავალზე გადახდილ გადასახადზე, საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად დაუშვებს ჩათვლას. ამასთან, გადასახადის ჩასათვლელი ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში მიღებულ შემოსავალს. მუხლი 23🔗 დისკრიმინაციის აკრძალვა 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ მათი რეზიდენტობის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთ-ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები. 2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი რეზიდენტობის თვალსაზრისით. 3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები გაათავისუფლოს გადასახადისგან, მიანიჭოს საგადასახადო შეღავათი ან შეუმციროს გადასახადი მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს. 4. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ვრცელდება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, თითქოს პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები გადახდილი იქნა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, თითქოს ეს დავალიანება საწარმოს გააჩნია პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ. 5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც  ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები. 6. მიუხედავად მე-2 მუხლისა, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებზე. მუხლი 24🔗 ურთიერთშეთანხმების პროცედურა 1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ამ კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში. 2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ კონვენციის დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად. 3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები  ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც. 4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ  ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების  მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით. 5.  როდესაც, a) პირველი პუნქტის დებულებების გათვალისწინებით პირი საქმეს წარადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ უწყებაში, იმის საფუძველზე, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედებამ გამოიწვია მისი დაბეგვრა ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამოდ; და b) კომპეტენტური უწყებები, მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, ვერ წყვეტენ საქმეს მისი წარდგენიდან 2 წლის განმავლობაში; ასეთ შემთხვევაში, პირის მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერი გადაუჭრელი საქმე შეიძლება წარდგენილი იქნეს არბიტრაჟში. ამასთან, ეს გადაუწყვეტი საკითხები, ა უნდა წარედგინოს არბიტრაჟს, თუ გამოცემული არის სასამართლო ან ადმინისტრაციული ტრიბუნალის გადაწყვეტილება. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი, რომელსაც უშუალოდ ეხება საკითხი, არ ეთანხმება ურთიერთშეთანხმებას, რომელსაც ძალაში შეჰყავს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებებისათვის და ექვემდებარება შესრულებას მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი დროში შეზღუდვების მიუხედავად. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ პუნქტის გამოყენების საკითხს. მუხლი 25🔗 ინფორმაციის გაცვლა 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ კონვენციის დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ კონვენციასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება: a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას; b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით; c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს  ნებისმიერი  სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ordre public). 4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს  ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის. 5.  მე-3 პუნქტის დებულებები, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.    მუხლი 26🔗 დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები ეს კონვენცია გავლენას ვერ მოახდენს  დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების ან ცალკეული შეთანხმებების დებულებების საფუძველზე. მუხლი 27🔗 ძალაში შესვლა 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს წერილობით აცნობებენ ამ კონვენციის ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. კონვენცია ძალაში შედის უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან. 2. ეს კონვენცია იმოქმედებს: a წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. b) შემოსავალებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ  კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. მუხლი 28🔗 მოქმედების შეწყვეტა ეს კონვენცია ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს კონვენციის მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის კონვენციის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას: a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. b) შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. რის დასტურადაც ამ კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. შესრულებულია 2011 წლის .................. ქ. ..................... ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ ამ კონვენციის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის  სახელით (ხელმოწერილია) ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის  სახელით (ხელმოწერილია) ოქმი საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” კონვენციის ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ კონვენციის განუყოფელ ნაწილს: ამ კონვენციასთან მიმართებაში: 1. საქართველოს შემთხვევაში: ტერმინი “პოლიტიკური ქვედანაყოფები” ან  ,,ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’  ნიშნავს ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს და ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”; 2. მე-3 მუხლის e) პუნქტთან მიმართებაში („პირი”): საინვესტიციო ფონდი, ფონდი („Stiftung”) ან დაწესებულება („Anstalt”) რომელიც დაბეგვრას ექვემდებარებიან ლიხტენშტაინში 2010 წლის ეროვნული და მუნიციპალური გადასახადების კანონმდებლობის 44-ე (1) მუხლის თანახმად განიხილება როგორც კომპანია. 3. 25-ე მუხლთან მიმართებაში გასაგებია, რომ: a) ეს მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს ინფორმაციის გაცვლას მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე და მხოლოდ ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგი საგადასახადო პერიოდიდან. b) პირველი პუნქტის მიხედვით, ინფორმაციის გაცვლა განსაზღვრავს ინფორმაციას, რომელიც არის სავარაუდოდ საჭირო ასეთი გადასახადების დადგენის, შეფასებისა და შეგროვებისათვის იმ პირთან მიმართებაში, რომელიც ამგვარი გადასახადებით დაბეგვრას ექვემდებარება, ან თუ ამ პირის მიმართ მიმდინარეობს კრიმინალური საგადასახადო საკითხების გამოძიება ან სასამართლო წარმოება.  c)    გაცვლილი ინფორმაცია aa) არანაირი მიზნებისთვის არ შეიძლება იქნეს გამოყენებული, გარდა პირველი   პუნქტით გათვალისწინებულისა, თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წერილობითი ნებართვის გარეშე; და bb) არ უნდა გაემჟღავნოს სხვა სახელმწიფოს ან სუვერენულ ტერიტორიას, რომელიც არ წარმოადგენს ამ კონვენციის მხარეს. d) პერსონალური ინფორმაცია, საჭიროების ფარგლებში შეიძლება გადაეცეს ინფორმაციის გაცვლისას ამ მუხლის და წარმდგენი ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების გათვალისწინებით ; e) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ინფორმაცია, ამ მუხლის მიზნებში დახმარებაზე მოთხოვნის ფარგლებში უნდა ჩაითვალოს კონფიდენციალურად თხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში; f) მე-3 პუნქტში ასახულ გარემოებებზე დამატებით, მოთხოვნა ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეიძლება უარყოფილ იქნეს, თუ ინფორმაციის მოთხოვნა არ მოდის შესაბამისობაში ამ კონვენციასთან, არ აკმაყოფილებს  g) ქვეპუნქტში ასახულ მოთხოვნებს, ან თუ: aa) განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფო ინფორმაციას ითხოვს თავისი საგადასახადო კანონმდებლობის დებულებების განხორციელების ან შესრულებისათვის, ან ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც დისკრიმინაციული იქნება თხოვნის წარმდგენი  ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირის მიმართ, იგივე გარემოებებში, განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალურ პირთან შედარებით. bb)   თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ იყენებს ინფორმაციის მოპოვების ყველა საშუალებას თავის ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი საშუალებები არაპროპორციული სირთულეების წარმოქმნის საშიშროებას ქმნის. g)    ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოთხოვნა უნდა განისაზღვროს წერილობით: aa)   განსახილველი ან გამოსაძიებელი პირის იდენტიფიცირება ; bb)   საძიებო ინფორმაციის საგადასახადო პერიოდი; cc)  საძიებო ინფორმაციის მტკიცებულება, მისი ბუნებისა და იმ ფორმის ჩათვლით, რომელშიც განმცხადებელ ხელშემკვრელ სახელმწიფოს სურს თხოვნის მიმღებისგან ინფორმაციის მიღება; dd)   განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის არსი, რომლის მიხედვითაც მოიძიება ინფორმაცია; ee) რწმენის საფუძველი, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია სავარაუდოდ საჭიროა aa) ქვეპუნქტში ხსენებული პირის მიმართ, შიდასაგადასახადო კანონმდებლობის ადმინისტრირების და გატარების მიზნით; ff)  რწმენის საფუძველი, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია გააჩნია თხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ან მას ფლობს ან აკონტროლებს პირის თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი პირი; gg)  მოთხოვნილი ინფორმაციის სავარაუდოდ მფლობელის სახელი და მისამართი; hh) მტკიცებულება, რომ მოთხოვნა შესაბამისობაში მოდის განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო პრაქტიკასთან, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იქნება, ამ შემთხვევაში, განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდაკანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით და ეს შესაბამისობაში მოვა ამ კონვენციასთან; და ii) მტკიცებულება იმის შესახებ, რომ განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფო გამოიყენებს მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საშუალებას ინფორმაციის მოპოვებისათვის, გარდა არაპროპორციული სირთულეების წარმომშობი შემთხვევებისა. რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.    შესრულებულია 2015 წლის 13 მაისს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ ამ კონვენციის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით        (ხელმოწერილია) ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია)