1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) საქართველოს ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი „ლიხტენშტაინი” ნიშნავს ლიხტენშტაინის სამთავროს და გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას სივრცეს, რომელზეც ვრცელდება ლიხტენშტაინის საგადასახადო კანონმდებლობა;

c) ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ლიხტენშტაინის სამთავროს, კონტექსტის შესაბამისად;

d) ტერმინი “საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;

e) ტერმინი “პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას, პასიურ მემკვიდრეობას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

f) ტერმინი “კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს, ისევე, როგორც ერთეულებს და განსაკუთრებული აქტივების მინიჭებას, რომლებიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;

g) ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი  სახელმწიფოს  საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

h) ტერმინი “საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას  საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ეფექტური მართვის ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო და საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

i) ტერმინი “კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:

(i) საქართველოში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

(ii) ლიხტენშტაინში, ლიხტენშტაინის მთავრობას ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

j) ტერმინი “ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნება ან მოქალაქეობა; და

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან გაერთიანებას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე.

k) ტერმინი ეკონომიკური საქმიანობა – მოიცავს პროფესიულ მომსახურებასა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ნებისმიერ საქმიანობას.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები