„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №620 |
|
2016 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა
1. ინსტიტუტის მართვის ორგანოებია: აღმასრულებელი დირექტორი, სამეცნიერო საბჭო, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.
2. ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო კვლევითი ერთეულებია: ექსპერიმენტული და თეორიული კვლევების დეპარტამენტი, განყოფილებები, კვლევითი ლაბორატორიები და სხვა დამხმარე ერთეულები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტული და თეორიული კვლევების პროცესში.
3. ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო გამოყენებითი ერთეულებია ადრონული თერაპიის დეპარტამენტი და სხვა დამხმარე ერთეულები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების პროცესში.
4. ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თავისი უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.
5. საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფის და ორგანიზების მიზნით აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სტრუქტურის შესაბამისად იქმნება სამსახურები, რომლებიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) ინსტიტუტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების მოძიებას, შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზებას;
ბ) ინსტიტუტის საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას;
გ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვას, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;
დ) მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;
ე) საქმისწარმოების ორგანიზებას და კონტროლს;
ვ) საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას/განვითარებას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
6. ინსტიტუტის აკადემიური, საინჟინრო-ტექნიკური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო განრიგით.
მუხლი 6. აღმასრულებელი დირექტორი
1. აღმასრულებელი დირექტორი არის ინსტიტუტის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობისას;
ბ) ინსტიტუტის სახელით დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
დ) შეიმუშავებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებას და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ე) მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაგან შეარჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ქმნის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს;
ზ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევით პროექტებს;
თ) განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს;
ი) განიხილავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მათ დანერგვას;
კ) ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს ინსტიტუტის სახსრებსა და ქონებას;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს;
ნ) განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების პროცედურებსა და საკონკურსო მოთხოვნებს;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ინსტიტუტში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტსა და მარეგულირებელ წესებს;
პ) ზედამხედველობს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ჟ) ადგენს ინსტიტუტის საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს;
რ) ამტკიცებს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ს) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ტ) ამტკიცებს ინსტიტუტში მიღების წესებს და განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას;
უ) შეიმუშავებს ინსტიტუტის წლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ფ) ხელს აწერს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – დიპლომებს;
ქ) უფლებამოსილია, მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, სათათბირო ორგანოების სახით, შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომიტეტები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ღ) ახორციელებს კანონმდებლობით და ინსტიტუტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. აღმასრულებელ დირექტორს, სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
1. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.
2. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე.
3. აღმასრულებელი დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების დროებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
4. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ეზღუდება განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე - დიპლომებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.“.
3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. აკადემიური და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის უფლებები
1. აკადემიური პერსონალის უფლებებია:
ა) მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტის მართვაში;
ბ) ინსტიტუტის საგანმანათლებლო-კვლევითი პოლიტიკის ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამები, სწავლებისა და შეფასების მეთოდები;
გ) მოითხოვოს დამოუკიდებლობა სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებაში;
დ) მოითხოვოს სასწავლო და კვლევითი მუშაობისათვის ნორმალური პირობების შექმნა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
ე) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში როგორც ინსტიტუტის ფარგლებში, ისე მის გარეთ;
ვ) პროფესორების განსაკუთრებული უფლებაა სასწავლო და კვლევითი საქმიანობის წარმართვა.
2. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს, ინსტიტუტის სამსახურებისა და კვლევის პროცესში ჩართული პირებისაგან, მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.“.
4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია, თუ იგი დაკავშირებულია კონკრეტული მოცულობის სამეცნიერო სამუშაოს შესრულებასთან ან შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებთან. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ინსტიტუტის შესაბამისი სამსახურის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.“.
5. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. ინსტიტუტის ბიუჯეტი
1. ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი.
2. ინსტიტუტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს აღმასრულებელი დირექტორი დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა, საქართველოს მთავრობასთან ბიუჯეტის ამ ნაწილის წინასწარ შეთანხმება.“.
6. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.“.
|