„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №626
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.019693
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 450 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 100% 18.01.2016 „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 100% 29.01.2015 საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 02.02.2018 საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 11.02.2019 საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 15.01.2020

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №626 2016 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე  მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​4“ ქვეპუნქტის საფუძველზე და  „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამა თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  სწავლის ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. პროგრამის ბენეფიციარები ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ისწავლიან/სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსება 1. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე და ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  სწავლის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისების“ (პროგრამული კოდი - 32 04 02) პროგრამა „ცოდნის კარის“ ქვეპროგრამის  ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი  - 32 04 02 04). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება ითვალისწინებს სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, აგრეთვე მემორანდუმებითა და პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებულ მიმართვაში დაფიქსირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გრანტის სახით ხარჯების ანაზღაურებას. მუხლი 4🔗. პროგრამის ადმინისტრირება პროგრამას ადმინისტრირებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც აფორმებს ხელშეკრულებას იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელშიც საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, სწავლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მუხლი 5🔗. პროგრამის მოქმედების ვადა პროგრამა ძალაშია 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.