საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4117
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.029.016384
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №4117

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანების (ვებგვერდი, 06/02/2014, 010170000.22.029.016143) პირველი მუხლით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) რეგისტრაციის სამმართველო;

ბ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილება;

გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო;

დ) დევნილთა მისაღები ცენტრი – სამმართველო;

ე) უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველო.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი,  რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  წინაშე.

3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. რეგისტრაციის სამმართველოს, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოსა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსებს ჰყავთ თითო მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს - საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმართველოსა და დეპარტამენტის უფროსების წინაშე.

6. რეგისტრაციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დევნილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება;

ბ) დევნილის  სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება;

გ) დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება;

დ) დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

ე) დევნილთა სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობების გაცემის ორგანიზება და დევნილთა ანკეტირება;

ვ) დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა განცხადებების, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან მიღებული წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

7. სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დევნილთა განსახლების ობიექტებში გამოყოფილი ფართების ათვისების მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ბ) დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება;

გ) განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფ დევნილთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენა;

დ) დევნილთა მიერ საცხოვრებლად ობიექტების თვითნებურად დაკავების ფაქტების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო და სხვა პროგრამების შესრულების კონტროლი და ანალიზი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესაბამისად დევნილთა განსახლების ობიექტების სარეაბილიტაციო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

ზ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა; დაბრუნების რეგიონებში რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება და მიმდინარეობის კონტროლი;

თ) დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა განცხადებების, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან მიღებული წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

კ) დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექნა და შესაბამისი პროგრამებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების     მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

8. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და  წინასწარი შეფასების განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია:

ა) „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (შემდგომში – ბრძანება) გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად განაცხადებისა და დოკუმენტაციის მიღება და ხელმოწერით დადასტურება;

ბ) ბრძანებით გათვალისწინებული წესით საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის შევსების უზრუნველყოფა;

გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციასა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით შესაბამისი ქულების მინიჭება ბრძანებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

9. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული განაცხადების, მათზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმება;

ბ) დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და დროებითი განსახლების მიზნით, მათი საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენა.

10. უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა;

ბ) დევნილთა და სხვა პირთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დაცვის მექანიზმების შემუშავება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების     მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

11. დევნილთა მისაღები ცენტრის - სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა)  დევნილთა  მიღების  ორგანიზება,  კომპეტენციის  ფარგლებში  მათი  კონსულტირება და  საჭირო საკითხების ირგვლივ ინფორმირება;

ბ)  დევნილთა მონაცემთა  ბაზის  მიხედვით,  დევნილთა მოთხოვნის  შემთხვევაში მათზე შესაბამისი ცნობის გაცემა;

გ) დევნილის მოწმობების გაცემა;

დ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ქონებრივი დეკლარაციის შევსება;

ე) დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;

ვ) განცხადებების მიღება კომპეტენციის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია 2017 წლის 3 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი