,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ``

მიღების თარიღი 07.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №151
სარეგისტრაციო კოდი 010.280.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 07/05/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,169 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ`` /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 27.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.280.000.05.002.002 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №151 2004 წლის 7 მაისი ქ. თბილისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 6​1 და მე-7 მუხლების შესაბამისად: 1. დათხოვნილ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (შემდგომში – რწმუნებული) თანამდებობა. 3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას დროებითი საპრეზიდენტო საბჭო (შემდგომში – საბჭო) 20 წევრის შემადგენლობით. 4. დამტკიცდეს საბჭოს შემადგენლობა და დებულება თანახმად დანართებისა (დანართი №1 და დანართი №2). 5. საბჭოს წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 6. საბჭოს წევრები ახორციელებენ მათზე დაკისრებულ უფლებამოსილებას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის მთელ პერიოდში და უფლებამოსილება უწყდებათ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე. 7. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს რწმუნებული, რომელიც იმავდროულად არის საბჭოს წევრი. 8. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის დროებითი ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) და მისი რიცხოვნობა განისაზღვროს 15 საშტატო ერთეულით. 9. ადმინისტრაცია ახორციელებს რწმუნებულის მიერ მასზე დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად შესრულების და მისი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 10. ადმინისტრაციის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რწმუნებული. 11. რწმუნებული: ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციას; ბ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების საქმიანობის საერთო კოორდინაციას; გ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები; დ) ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების ფუნქციონირებისათვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას; ვ) პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს რწმუნებულისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 12. რწმუნებულისა და საბჭოს წევრების თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. 13. საბჭო მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სარგებლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ინვენტარით. 14. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბჭოსა და ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სახსრების გამოყოფა. მ. სააკაშვილი დანართი №1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს შემადგენლობა 1.  ლევან ვარშალომიძე 2.  კობა ხაბაზი 3.  იოსებ ხიმშიაშვილი 4.  თამაზ დიასამიძე 5.  სულხან ღლონტი 6.  ელგუჯა მაკარიძე 7.  თენგიზ ასანიძე 8.  ედვარდ სურმანიძე 9.  ნატო იმნაძე 10.     კახა მიქელაძე 11.     ოთარ მიქელაძე 12.     მერაბ ქიძინიძე 13.     ბეჟან გობაძე 14.     ჯემალ ინაიშვილი 15.     მურმან დუმბაძე 16.     ავთანდილ ბეჟანიძე 17.     ედუარდ ფუტკარაძე 18.     ზურაბ მიქელაძე 19. არმაზ ახვლედიანი. დანართი №2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს სტატუსი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ხელშემწყობ ორგანოს, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება ამ დებულებით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. საბჭოს მიზნებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების საქმიანობის ზედამხედველობა; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მმართველობის დროებითი წესების დადგენა; ე) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვისათვის ხელშეწყობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისას საბჭო სარგებლობს ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის უფლებამოსილებით. 3. საბჭო უფლებამოსილია: ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშაოს და დაადგინოს მმართველობის დროებითი წესები; ბ) ზედამხედველობა გაუწიოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, მოისმინოს მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში; გ) შეიმუშაოს და დაადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო დროებითი წესები; დ) გამოსცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვისათვის საჭირო სამართლებრივი აქტები; ე) მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად შეიტანოს სათანადო ცვლილებები და დამატებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებში; ვ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.     მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა 1. საბჭოს ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. რწმუნებული: ა) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების საერთო კოორდინაციას; ბ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი ორგანოების შეუფერხებელ ფუნქციონირებას; გ) ხელს უწყობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებას; დ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმალური განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ე) ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო საბაჟო და ფისკალური პოლიტიკის გატარებას; ვ) იწვევს და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს; ზ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოთა თანამდებობის პირები; თ) ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ სამრთლებრივ აქტებს, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს; ი) პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს რწმუნებულისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს რწმუნებული. 3. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის (რწმუნებულის) ხმა.     მუხლი 6🔗. საბჭოს აპარატი 1. საბჭოს ამოცანების ეფექტიანად შესრულების და მისი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი). 2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვრება 20 საშტატო ერთეულით. 3. აპარატს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭო რწმუნებულის წარდგინებით. 4. აპარატის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის უფროსი. 5. აპარატის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.