„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016098
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №17

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27.02.2015, 010240060.57.069.016055) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები, მათ შორის, იმავე შესყიდვის ობიექტის შესყიდვასთან დაკავშირებით არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი ტენდერი/კონკურსი. შესყიდვის პროცედურები აგრეთვე ჩერდება პრეტენდენტ(ებ)ისთვისაც. დავის პერიოდში, გადაუდებელ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა.“;

ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჩივარს (მათ შორის, დაზუსტებულ საჩივარს), რომელიც საბჭოს წარედგინება 18:00 საათის შემდეგ, საბჭოს აპარატი იხილავს მომდევნო სამუშაო დღეს.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ წესის დანართის დაუცველად წარმოდგენილი საჩივრის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა, საბჭოს აპარატი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობებს აღნიშნულის თაობაზე მომჩივანს ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და განუსაზღვრავს მას ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას, მაგრამ არაუმეტეს მომდევნო სამუშაო დღისა. თუ მომჩივანი დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სისტემა ავტომატურად ცნობს საჩივარს დაუშვებლად. დაზუსტებული საჩივრის წარმოდგენის შემთხვევაში, საბჭო საჩივრის დასაშვებობას იხილავს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;

გ) საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს შესაბამისი შესყიდვის პროცედურების შეჩერებას;

დ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზებას, ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხარეებისა (მომჩივანი, მოპასუხე) და დაინტერესებულ პირთა (არსებობის შემთხვევაში) საბჭოს სხდომაზე მოწვევას.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) ამ წესის დანართით დამტკიცებული „საჩივრის ელექტრონული ფორმისა და მისი შევსების ინსტრუქციის“ 2.2 და 2.3 პუნქტების შესაბამისად, საჩივრის შინაარსს არ აქვს შერჩეული საჩივრის შესაბამისი ფორმა;

კ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია.“;

ბ.გ) მე-6 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნებისმიერ დაინტერესებულს პირს უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების შეფერხების შესახებ.“.

2. ბრძანების დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 16 იანვრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗