⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2018)
გაუქმებულია:

2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №167
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016271
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,959 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №167 2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თეთრიწყარო 2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16  და 24-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულო,  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №142 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი 1 2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს მათთვის მატერიალური დახმარების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. დახმარების გაცემის აუცილებელი პირობაა, მოქალაქეს (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა) ჰქონდეს მინიმუმ ბოლო ერთი წლის რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეებია: ა) ფულადი სოციალური დახმარება; ბ) არაფულადი სოციალური დახმარება. მუხლი 2🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია: ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ე) იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება; ზ) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; თ) ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება; ი) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების I კურსის სტუდენტთა (გარკვეული კატეგორიის) ერთჯერადი დახმარება; კ) დედით, ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; ლ) იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარება. მ) იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი; ნ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება; ო) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში); პ) დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და დიალიზზე მყოფ პირთა დახმარება; ჟ) ერთჯერადი ფულადი დახმარება. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად, წელიწადში ერთხელ ხდება. მუხლი 3🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები: ა) ურგენტული და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, ან/და სხვა დაზღვევა), პაციენტის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; ბ) მშობიარეთა თანადაფინანსება; გ) დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მედიკამენტების შესაძენად; დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა; ე) ნატურალური პროდუქტის სახით გაცემული სოციალური დახმარება; ვ) C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო პროცედურების თანადაფინანსება. თავი II ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 4🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის, დედ-მამით ობოლ ბავშვებს გაეწევათ სოციალური დახმარება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ (ოჯახის წევრმა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ; გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) განმცხადებელმა ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ; ზ) დამატებითი სახის დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 5🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მშობლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი; დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 6🔗. დახმარების გაცემის წესი ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები გაიცემა ყოველთვიურად, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. თავი III ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 7🔗. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება 1. თეთრიწყაროში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; 2. თეთრიწყაროში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით; 3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი; გ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ. 4. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: ა) მეუღლე, ბ) მშობელი, გ) შვილი (გერი), დ) და-ძმა, ე) ბებია-პაპა, ვ) კანონიერი მეურვე. მუხლი 8🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. აღნიშნული დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. 2. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ; 4. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ერთი საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული პირები. მუხლი 9🔗. იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის იმავე ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის თეთრიწყაროში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილისა და განმცხადებლის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) საბუთი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. 3. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახის ერთი სარეგისტრაციო კოდით რეგისტრირებული პირები. მუხლი 10🔗. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, აგრეთვე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ ფულად დახმარებას კალენდარული წლის განმავლობაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მუხლი 11🔗. ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს  100 (ასი)  ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის წევრია; დ) ხანდაზმული პირის საბანკო რეკვიზიტი; ე) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 12🔗. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება: 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 5 წლის განმავლობაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ფენილკეტონურიით დაავადებული (ეს ის კონტინგენტია, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიეტის დაცვას და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას) ბენეფიციარის დახმარების მიზნით, დაფინანსება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული სრულწლოვანი მოქალაქის ან მეურვის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია. მუხლი 13🔗. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების I კურსის (გარკვეული კატეგორიის) სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსება 1. ერთჯერადი ფულადი დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ 500 ლარის ოდენობით გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, 23 წლამდე ასაკის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების I კურსზე ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: ა) სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს სოციალურად დაუცველი (70 000- მდე ქულა) მრავალშვილიანი (ხუთი და მეტი შვილი) ოჯახიდან; ბ) დედით, ან მამით, ან დედ-მამით ობოლ სტუდენტს. 2. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან უფლებამოსილმა პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლისა ან/და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვებუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვებუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშობლის, ან მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები; ე) დაბადების მოწმობების ასლები (თუ ოჯახი მრავალშვილიანია); ვ) ცნობა სახელმწიფო გრანტის ოდენობის შესახებ; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; თ) სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია. მუხლი 14🔗. დედით ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება 1. დედით ან მამით ობოლ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა სრულწლოვანმა პირმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მშობლის (დედის ან მამის) გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლები; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ. 3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: ა) მშობელი, ბ) სრულწლოვანი და ან ძმა, გ) ბებია , პაპა და ოჯახის სხვა წევრი. მუხლი 15🔗. იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000, ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) იძულებით გადაადგილებული პირის - (დევნილობის) დამადასტურებელი მოწმობა; დ) ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; მუხლი 16🔗. იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი; დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არა უმეტეს 200 ლარისა; 2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) ID ბარათის არ არსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 17🔗. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება 1. დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა; 2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის/ დაბადების მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ; ზ) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 18🔗. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში) 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მარტოხელა მშობელს; 2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა; 3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 19🔗. დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და დიალიზზე მყოფ პირთა დახმარება 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს, წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე. ვ) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 20🔗. ფულადი დახმარების გაცემის წესი წინამდებარე პროგრამის II და III თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეთა ოჯახზე გაიცემა მხოლოდ ერთ-ერთი სახის (გარდა მე-13 მუხლისა) დახმარება, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე (გარდა მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-15 მუხლებისა), მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით). თავი IV არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 21🔗. ურგენტული და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, ან/და სხვა დაზღვევა), პაციენტის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით 1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, ან/და სხვა დაზღვევა) განისაზღვროს: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, დასაფინანსებელი თანხის  100 % -მდე, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; ბ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში - დასაფინანსებელი თანხის არაუმეტეს 80%, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა. 2. მშობიარეთა თანადაფინანსება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. 5. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV–100/ა) და ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია); დ) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ვ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია. მუხლი 22🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მედიკამენტების შესაძენად გაწეული დახმარება 1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მყოფ იმ მოქალაქეებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მედიკამენტების შესაძენად გაიცემა სოციალური დახმარება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) შესაბამის სააფთიაქო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა); დ) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ; ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. მუხლი 23🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა 1. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა ააიპ ,,მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, ცხელი სადილის ადგილზე მომხმარებელ, იმ სრულწლოვან ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 57000-ს (არაუმეტეს 85 ბენეფიციარი კალენდარული წლის განმავლობაში) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-ს (არაუმეტეს 350 ბენეფიციარი კალენდარული წლის განმავლობაში). 2. ააიპ ,,მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო“ უფასო კვებით უზრუნველყოფს უკიდურესად მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსახლეობის ორ კატეგორიას: ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 57000-სა ყოველდღიურად ცხელი სადილით, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრებ იმ ოჯახების თვითოეულ წევრს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-ს - საკვები პროდუქტებით თვეში ერთხელ. 3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი); გ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ე) ID ბარათის არარსებობის შემთხვევაში, სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 24🔗. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები C ჰეპატიტით დაავადებული ბენეფიციარის გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურებისათვის აუცილებელი თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - ფორმა N100. 3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. მუხლი 25🔗. დახმარების გაცემის წესი IV თავში გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან (გარდა 23-ე მუხლისა), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე კალენდარული წლის განმავლობაში, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიცემა მხოლოდ ერთ-ერთი სახის დახმარება, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. თავი V გარდამავალი დებულებები მუხლი 26🔗. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები 1. ერთჯერადი ფულადი დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, არაუმეტეს 500 ლარისა, გაეწევა ოჯახებს, რომლებიც იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ გასაჭირში, დახმარების გაცემის პერიოდში ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულ ვერცერთი მუხლის მოთხოვნებს და არ უსარგებლიათ 21-ე, 22-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული დახმარებებით. 2. დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს. 3. დახმარების მისაღებად სრულწლოვანმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობა; გ) საბანკო რეკვიზიტი; დ) სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოდან სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია; ე) სხვა დოკუმენტები, კომისიის გადაწყვეტილებით. 4. აღნიშნული სახის დახმარება განხორციელდება სოციალური დახმარების გამცემი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. 5. გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც შეიძლება დადგეს სიცოცხლისათვის სავალალო შედეგები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებითვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შეიძლება გაიცეს დახმარება როგორც უფასო კვებით უზრუნველყოფის სახით, ასევე ერთჯერადი ფულადი დახმარება 800 ლარიდან 3000 ლარამდე (სოციალური დახმარების ზედა ზღვარი), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტის (განკარგულების) შესაბამისად.