„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №731 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№758
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016605
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №758

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №731 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016468) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება;“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენციაა:

ა) სტრუქტურული ერთეულების ორგანიზებული საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება საქმისწარმოებისათვის;

გ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით);

დ) კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა, მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატამდე დაგზავნა, საჭიროებისამებრ აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით);

ე) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი;

ვ) დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს კანცელარიის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

ზ) დეპარტამენტის საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა სამინისტროს ადმინისტრაციასთან კოორდინაციით; 

თ) დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;

ი) შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება;

კ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

ლ) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

მ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

ნ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გადაგზავნა;

ო) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება, კონტროლი;

პ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი;

ჟ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვიანობა და გაცემა;

რ) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ს) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობა; ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში სამინისტროს ინტერესების დაცვა, ასევე დეპარტამენტის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება;

ტ) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით დეპარტამენტის დანაყოფების ინფორმირება; დანაყოფებში სამოქმედო ოპერატიულ გეგმებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების სწორად წარმართვის კონტროლი;

უ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისთვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ფ) ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადება და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენა;

ქ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა (პროექტი დამტკიცებამდე შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს); დამტკიცებული გეგმის სსიპ – კონკურენციისა და  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;

ღ) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების განხორციელება;

ყ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებათა მონიტორინგი, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღება;

შ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

ჩ) ბალანსის შედგენა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერიისთვის წარდგენა (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე);

ც) მოსამსახურეთათვის შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა;

ძ) დადგენილი წესის შესაბამისად სალაროს ოპერაციების წარმოება, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა;

წ) ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავი, მობილური სატელეფონო ბარათები, მცირეფასიანი აქტივები, სახარჯი მასალები და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვა და დამუშავება;

ჭ) ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა (დებიტორ-კრედიტორები) ინვენტარიზაცია;

ხ) ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ჯ) საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტების აღრიცხვა, დადგენილი წესით და ვადებში შენახვა და არქივისათვის ჩაბარება/გადაცემა;

ჰ) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შესწავლა და შემუშავება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისათვის ზრუნვა;

ჰ1) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი;

ჰ2) სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილი, გამოყოფილი ფართობი), სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციის ტექნიკური მომსახურების, მათი ექსპლუატაციის, კომუნალური მომსახურების, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;

ჰ3) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;

ჰ4) კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დადგენილი წესით;

ჰ5) შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდების, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოების ორგანიზება;

ჰ6) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების, მათი მიმდინარე, კაპიტალური შეკეთებისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ჰ7) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ჰ8) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;

ჰ9) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №731 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №731 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №731 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №758. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016605.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №731 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №731 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №731 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №731 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №758, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016605 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3527415/