საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №180/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017253
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,110 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
01.01.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №180/ნ 2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის თანდართული დებულება.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი) შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების  და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის  მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. 2. ცენტრი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. ცენტრი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის მხარედ სასამართლოში  და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო,  ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7. მუხლი 2🔗. ცენტრის ფუნქციები ცენტრის ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეების, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა; ბ) საქართველოს მოქალაქე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი ახალგაზრდების   საერთაშორისო აკადემიურ და ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა; გ) პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და მათ მიერ  პროფესიული და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; დ) აკადემიური, ადმინისტრაციული და სასწავლო პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამებით საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა; ე) საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების  საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ვ)  სწავლასთან დაკავშირებული ხარჯებისა და ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტის გაცემა. მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე. 3. დირექტორს ჰყავს  1 მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. 4. დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 4🔗. დირექტორის უფლება-მოვალეობები დირექტორი: ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს ცენტრის მართვას, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას და წარმოადგენს ცენტრს; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს; გ) აკონტროლებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; დ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ე) იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე; ვ) ცენტრის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ზ) უფლებამოსილია, ცენტრის თანამშრომლებზე, სამინისტროსთან შეთანხმებით, გასცეს მატერიალური წახალისება (პრემია); თ) უფლებამოსილია, ცენტრის თანამშრომლებზე გასცეს დამატებითი საზღაური (სახელფასო დანამატი), თუ თანამშრომლის საქმიანობა აღემატება მისი ჩვეულებრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებს; ი) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და სახელფასო (შრომის ანაზღაურების) ფონდს; კ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ლ) განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა ფუნქციებს; მ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს ცენტრის დირექტორის მოადგილესა და თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  ნ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ო) კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავებას; პ) უფლებამოსილია, შექმნას კომისიები და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის წესი; ჟ) უფლებამოსილია, მოახდინოს საკუთარ უფლებამოსილებათა დელეგირება მოადგილეზე; რ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 5🔗. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები 1. ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა) აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური; ბ) ადმინისტრაციული სამსახური; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით. 4. დირექტორის ბრძანებით სტრუქტურული ერთეული შეიძლება სამსახურებრივად დაექვემდებაროს დირექტორის მოადგილეს. 5. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი. 6. დირექტორის ბრძანებით ცენტრის სტრუქტურულ ერთეულში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფი  სამმართველოს, საკონსულტაციო ერთეულის ან სამუშაო ჯგუფის სახით. 7. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის; ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს; დ) ცენტრის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ. ე) დამატებითი მოვალეობები კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია დამტკიცდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით. მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება ცენტრს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე 1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი კონტროლის განსახორციელებლად უფლებამოსილია ცენტრისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება, გარდა დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი  კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა. 4. დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი  კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) ცენტრის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 7. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. მუხლი 8🔗. ცენტრის დაფინანსება და ანგარიშგება 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რი­ვი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ცენტრის მიმდინარე ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ცენტრის დირექტორი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცე­დურე­ბისა და ვადების დაცვით დასამტკიცებლად წარუდ­გენს მინისტრს. მუხლი 9🔗. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის დირექტორი ვალდებულია სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით წარუდგინოს ცენტრის საქმიანობის ფინანსური ანგარიში, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში – კვარტალში ერთხელ. მუხლი 10🔗. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის წესი 1. ცენტრი წყვეტს საქმიანობას დასახული მიზნის მიღწევის, ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ცენტრი აგრძელებს არსებობას. 2. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი. 3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 4. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. 5. ამ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.