⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.12.2016
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-251
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016153
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,117 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2016 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-251 2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამინისტროს  (შემდგომში  –  სამინისტრო)  ევროპის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპის სახელმწიფოებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ხელშეწყობა, სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ორმხრივი ურთიერთობების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და დადგენილი წესით წარადგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები ევროპის სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო       ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან,      საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებისა და განხორციელების შესახებ; დ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში, ასევე დადგენილი წესით წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის სახელმწიფოებთან; ე)   თავისი   კომპეტენციის   ფარგლებში   ხელი   შეუწყოს   საზღვარგარეთ   საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინსტრუქციების ოპერატიულ შესრულებას; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასანიშნი პირების თაობაზე; თ) სუამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობისა და თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია. 2. ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ, აგრეთვე სუამის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესაბამისი მითითებები და ინსტრუქციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე; გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია მათ ადგილსამყოფელ ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური  და  კულტურული  მოვლენების,  ამ  ქვეყნების  საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, აგრეთვე სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე; დ) მოამზადოს ანგარიშები ოფიციალური და სხვა დელეგაციების ვიზიტების და სუამის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; ე) აწარმოოს მონიტორინგი ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე სუამის ორგანოებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობაზე; მათი წლიური ანგარიშის საფუძველზე და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) განუსაზღვრავს დეპარტამენტის თანამშრომლებს შესასრულებელი ვალდებულებების სფეროს და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვის კონტროლს; ვ)   მინისტრს   წარუდგენს   წინადადებებს   დეპარტამენტის   სტრუქტურის,   შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და რესურსების გამოყოფაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად; თ) ამზადებს წარდგინებებს დეპარტამენტის თანამშრომლის დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანის, დაქვეითების, როტაციის, შვებულებაში გასვლის, წახალისების, რანგის მინიჭების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და გათავისუფლების თაობაზე; ი) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფის მიზნით; კ) მინისტრს აბარებს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. 3. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის  სფეროების  გათვალისწინებით  წარმართავს  და  ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს; ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე; ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) დასავლეთ ევროპის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა.ა) დასავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი; ა.ბ) ამ მუხლის „ა.ა“ ქვექვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება; ა.გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; ა.დ) საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა და კონტაქტების დამყარება; ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება; ბ) აღმოსავლეთ ევროპის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ბ.ა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის მოძიება და ანალიზი; ბ.ბ) ამ მუხლის „ბ.ა“ ქვექვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება; ბ.გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; ბ.დ) საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებ სრული ინფორმაციის მოძიება და მუდმივი ხასიათის კონტაქტების დამყარება; ბ.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება; ბ.ვ) საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში სუამის როლის შემდგომი განმტკიცების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ.ზ) სუამის საწესდებო და სხვა ორგანოების სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების კოორდინაცია; ბ.თ) სუამის ორგანოების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა; ბ.ი) სუამის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის ხელშეწყობა და სუამის ფარგლებში ხელმოსაწერი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება, მათ შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; ბ.კ) სუამის ორგანოებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების ხელშეწყობა; ბ.ლ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც სუამის ფარგლებში საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება; ბ.მ) სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე. მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შესულ მასალებს; გ) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს; დ) სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს; ე) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ასრულებს ცალკეულ დავალებებს დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით; ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.