„შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №634
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.019701
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 297 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2016 მიღება
01.01.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 89% 09.06.2017 სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 28.12.2017 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 84% 11.11.2019 ახალი („ნოველ“) სურსათის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 13.03.2020 სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 17.11.2016

დოკუმენტის ტექსტი

„შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №634 2016 წლის 30 დეკემბერი    ქ. თბილისი „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის  ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის  ასოცირების შესახებ შეთანხმების“  XXIX დანართით − „მომხმარებელთა პოლიტიკა“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე − 58-ე მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი ტექნიკური რეგლამენტი  შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას მუხლი 1🔗 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქტს, რომელიც არ წარმოადგენს იმ პროდუქტს, რა პროდუქტადაც მომხმარებელი აღიქვამს მას და ამავდროულად საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 2. პირველ პუნქტში მითითებული პროდუქტი მოიცავს პროდუქტს, რომელიც არ წარმოადგენს საკვებ პროდუქტს, თუმცა აქვს იმგვარი ფორმა, სუნი, ფერი, შეხედულება, შეფუთვა, მარკირება, მოცულობა და ზომა, რომ შესაძლებელია აღნიშნული პროდუქტი მომხმარებლებს, განსაკუთრებით ბავშვებს, აერიოთ საკვებში, მოათავსონ ის პირის ღრუში ან გადაყლაპონ, რაც შესაძლოა საშიში იყოს და გამოიწვიოს გაგუდვა, მოწამვლა, მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია ან გაუვალობა. მუხლი 2🔗. აკრძალულია ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, მარკეტინგი, იმპორტი, ექსპორტი ან/და მისი წარმოება. მუხლი 3🔗. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პროდუქტებზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). მუხლი 4🔗. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ბაზარზე არ განთავსდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაზიანება. მუხლი 5🔗. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.