ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2016
ძალის დაკარგვა 01.03.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010252050.35.171.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2017
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 521 მუხლის და „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 37-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია დასრულდეს არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტისა.
მუხლი 2🔗
რეორგანიზაცია შეეხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:
1) ადმინისტრაციული სამსახური;
2) ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური;
3) შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული - სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სამსახური.
მუხლი 3🔗
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილებ(ებ)ის შეტანის შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებ(ებ)ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებათა ნუსხა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ვადები, დანართის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2017 წლის 1 მარტამდე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში – გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 2🔗.
სარეორგანიზაციო სტრუქტურები
რეორგანიზაცია შეეხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:
1) ადმინისტრაციული სამსახური;
2) ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური.
მუხლი 3🔗.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია დასრულდეს არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტისა.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზებული სამსახურების დებულებებსა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში შესატანი ცვლილებ(ებ)ის დოკუმენტ(ებ)ის პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2017 წლის 10 იანვრამდე;
ბ) რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე არაუგვიანეს 2017 წლის 29 იანვრისა;
დ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და შესაბამისი სამსახურების დებულებებში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის ვადად განისაზღვროს არუგვიანეს 2017 წლის 15 იანვარი;
ე) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად წარმოშობილი ახალი სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების პროექტის და რეორგანიზაციის შედეგად სხვა სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის ვადად განისაზღვროს არუგვიანეს 2017 წლის 15 იანვარი.
მუხლი 4🔗.
რეორგანიზაციის პროცესში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის რეჟიმი
რეორგანიზაციის პროცესში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს მერიისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ვადების დაცვით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება.
3. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.