ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2016 წლის 30 დეკემბერი ქ. ოზურგეთი |
1) ადმინისტრაციული სამსახური;
2) ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური;
3) შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული - სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სამსახური.
|
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.
1) ადმინისტრაციული სამსახური;
2) ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზებული სამსახურების დებულებებსა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში შესატანი ცვლილებ(ებ)ის დოკუმენტ(ებ)ის პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2017 წლის 10 იანვრამდე;
ბ) რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე არაუგვიანეს 2017 წლის 29 იანვრისა;
დ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და შესაბამისი სამსახურების დებულებებში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის ვადად განისაზღვროს არუგვიანეს 2017 წლის 15 იანვარი;
ე) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად წარმოშობილი ახალი სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების პროექტის და რეორგანიზაციის შედეგად სხვა სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის ვადად განისაზღვროს არუგვიანეს 2017 წლის 15 იანვარი.
2. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება.
3. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.12.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 010252050.35.171.016131.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №26, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010252050.35.171.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3529480/