საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2016
ძალის დაკარგვა 15.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №639
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019706
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 857 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2016 მიღება
15.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №639 2016 წლის 30 დეკემბერი    ქ. თბილისი საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;       გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; ზ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;  ი) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; კ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; ლ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე; მ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ნ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი; პ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; ჟ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; რ) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; ს) სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე; ტ) სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; უ) სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე; ფ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  დებულება.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.          პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს საქართველოს სოფლის განვითარების პროცესს და შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები  საბჭოს ფუნქციებია: ა)       საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის (შემდგომში – სტრატეგია) განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიის განახლების მიზნით, საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების შემუშავება; ბ) სტრატეგიის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შემუშავება-განხორციელებასთან დაკავშირებით,  საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებების წარდგენა; გ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და შედეგების შესრულების პროცესზე უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა; დ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადების კოორდინაციის გზით, სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი; ე) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, საბჭოს შემადგენლობაში შემავალი უწყებებიდან მიღებული ანალიზის ინტეგრაციის საფუძველზე, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის მომზადების კოორდინაცია; ვ) სტრატეგიის შეფასების კოორდინაცია, მათ შორის, სტრატეგიის შეფასების პარამეტრების/კითხვების განსაზღვრა, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. საბჭოს უფლება-მოვალეობები 1. დასახული ამოცანების განსახორციელებლად საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია; ბ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალ კონკრეტულ საკითხებზე კონსულტაციის მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები; გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და სათანადო წინადადებების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფ(ებ)ი (მათ შორის, სტრატეგიის შეფასების სპეციალური ჯგუფი) შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების ან/და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით; დ) კოორდინაცია გაუწიოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და დაამტკიცოს მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშები; ე) ითანამშრომლოს სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ უწყებებთან. 2.  საბჭო ვალდებულია: ა) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში წელიწადში ერთხელ წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; ბ) საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, კერძო სექტორსა და ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციებთან; გ) დასახული მიზნის მისაღწევად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები. მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზება 1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საბჭო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. საბჭოს სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. 3. საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 6. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს, საბჭოს მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 7. საბჭოს სხდომების ორგანიზებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 8. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 10. საბჭოს საქმიანობაში, საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები. 11. საბჭო სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და საბჭოს სხდომაზე შესაბამისი შედეგების წარდგენას. 12. საბჭო ნიშნავს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის მუშაობასა და მასზე დაკისრებული დავალებების შესრულებაზე. 13. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. ოქმში უნდა აისახოს საბჭოს ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი. 14. საბჭოს სხდომის ოქმსა და საბჭოს თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს ამზადებს საბჭოს მდივანი. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოსა და ჯგუფ(ებ)ის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მუხლი 6🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა  საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.