⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.01.2023)
გაუქმებულია:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.12.2016
ძალის დაკარგვა 24.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-250
სარეგისტრაციო კოდი 480500010.22.030.016156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,139 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2016 მიღება
24.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-250 2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2015 წლის 14 იანვრის  №01-6 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დებულე­ბა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მეზობელი ქვეყნების  დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის ძირითადი ამოცანაა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა და კავშირურთიერთობის განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის­ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ორმხრივი ურთიერთობების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და დადგენილი წესით წარადგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე;  ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ წარმო­მადგენლობებთან;  გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებისა და განხორციელების შესახებ;  დ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში, ასევე დადგენილი წესით წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება მეზობელ სახელმწიფოებთან;  ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;  ვ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინსტრუქციების ოპერატიულ შესრულებას;  ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასანიშნი პირების თაობაზე;  თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობების საკითხებზე მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში. 2. ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესაბამისი მითითებები და ინსტრუქციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე; გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია მათ ადგილსამყოფელ ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოვლენების, ამ ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ; დ) მოამზადოს ანგარიშები ოფიციალური და სხვა დელეგაციების ვიზიტების ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; ე) აწარმოოს მონიტორინგი მეზობელ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობაზე; მათი წლიური ანგარიშის საფუძველზე და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) განუსაზღვრავს დეპარტამენტის თანამშრომლებს შესასრულებელი ვალდებულებების სფეროს და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვის კონტროლს; ვ)  მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ)შუამდგომლობს იმ სახსრებისა და რესურსების გამოყოფაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად; თ)  ამზადებს წარდგინებებს დეპარტამენტის თანამშრომლის დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანის, დაქვეითების, როტაციის, შვებულებაში გასვლის, წახალისების, რანგის მინიჭების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და გათავისუფლების თაობაზე; ი) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფის მიზნით; კ) აბარებს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს მინისტრს. 3. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს; ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე; ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ორმხრივი  ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა.ა) მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა,  რუსეთის ფედერაცია) შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი; ა.ბ) მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან (რუსეთის ფედერაციის გარდა, რომელთანაც ურთიერთობები ხორციელდება დადგენილი წესით) კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება; ა.გ) მეზობელი ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან  კონტაქტების დამყარება, გარდა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციისა, რომელთანაც ურთიერთობები ხორციელდება  დადგენილი წესით. ა.დ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება; ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; ა.ვ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება; ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ბ.ა) საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე ინფორმაციის ანალიზი; ბ.ბ) საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის (შემდგომში – კომისია) სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება, გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება; ბ.გ) მხარეთა კომისიების შეხვედრებისათვის ქართული მხარის პოზიციის შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფორმატით; ბ.დ) კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მხარეთა კომისიების ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრებსა და სამუშაო გასვლებში მონაწილეობა; ბ.ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ადგილებზე ჩასატარებელ ქმედებებში მონაწილეობა და დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ბ.ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მონიტორინგში მონაწილეობა; ბ.ზ) საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-რუსეთის და საქართველო – თურქეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და რედემარკაციის თაობაზე ინფორმაციის მომზადება, ანალიზი, წინადადებების და რეკომენდაციის შემუშავება და ცალკეულ სამუშაოებში მონაწილეობა. მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა  1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს/სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  2. სამმართველოს/ სამსახურის უფროსი:  ა) სამმართველოს/სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს/სამსახურის საქმიანობას;  ბ) ანაწილებს სამმართველოში/სამსახურში შესულ მასალებს;  გ) ახორციელებს სამმართველოს/სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს;  დ) სამმართველოს/სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს;  ე) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს/სამსახურის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;  ვ) ასრულებს ცალკეულ დავალებებს დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით;  ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.  3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.