2. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2016 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად;

ბ) 2015 წლის განმავლობაში დამდგარი სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2016 წელს ან მიღებულ იქნება 2017 წელს, ანაზღაურდეს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდა