1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, სადაც ერთეული შემთხვევის ღირებულება განსაზღვრულია 22 ლარით, რომლიდანაც პროგრამის მიმწოდებელი ჩატარებული დონაციების რაოდენობის შესაბამისად, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ყოველთვიურად თითოეულ დონაციაზე ღებულობს 20 ლარს, ხოლო ყოველ 3 თვეში ერთხელ დამატებით 2 ლარს თითოეულ დონაციაზე მხოლოდ იმ სისხლის ბანკებზე, რომლებიც საანგარიშგებო პერიოდში მიაღწევენ უანგარო დონაციათა ხვედრითი წილის 10%-იან ზრდას, ამავე სისხლის ბანკის მიერ წინა წელს ჩატარებული დონაციების საერთო რაოდენობაში უანგარო დონაციების ხვედრით წილთან შედარებით. ასევე ყოველ 3 თვეში ერთხელ დამატებით 2 ლარი თითოეულ დონაციაზე გაიცემა იმ სისხლის ბანკებზე, რომელთაც არა აქვთ უანგარო დონაციათა ხვედრითი წილის 10%-იანი ზრდა წინა წლის ხვედრით წილთან მიმართებაში, მაგრამ მიღწეული აქვთ უანგარო დონაციათა 40%-იანი მაჩვენებლისთვის.
2. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისა