„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016714
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №213

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/03/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016522) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია;“.

2. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შინაგანაწესის   შემუშავებას   და   მის   შესრულებაზე   კონტროლის   განხორციელებას; თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;“.

3. მე-11 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას;“.

4. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2016.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №213. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.016714.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №213, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016714 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3530596/