⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.04.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოების დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2016
ძალაში შესვლა 05.01.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.175.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 838 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2016 მიღება
05.01.2017 ძალაში შესვლა
04.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოების დაწესების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2016 წლის 30 დეკემბერი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოების დაწესების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  61-ე მუხლის  შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით დაწესებული ფულადი ჯილდოები დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენების და მწრთვნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №30 დადგენილება (matsne.gov.ge,   190040000.35.175.016030  29/10/2014 წ. ). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოების დაწესების შესახებ მუხლი 1🔗. პირები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე დადგენილება 1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ფულადი ჯილდოები გადაეცემათ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს. 2. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ფულადი ჯილდოები აგრეთვე გადაეცემათ იმ მწვრთნელებს, რომლებიც საწვრთნელო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში და რომელთა მიერ მომზადებულმა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა დაიკავეს წინამდებარე დადგენილებაში მითითებული საპრიზო ადგილები. მუხლი 2🔗. ფულადი ჯილდოები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით დაწესებულია შემდეგი ფულადი ჯილდოები:  ოლიმპიური სახეობა: 1. ოლიმპიური თამაშები: ა) პირველი ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;   ბ) მეორე ადგილი – 1500 ლარი,  მწვრთნელი – 500 ლარი;   გ) მესამე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 300 ლარი;  2. მსოფლიო პირველობა, უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 700 ლარი;  ბ) მეორე ადგილი – 1500 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;  გ) მესამე ადგილი – 800 ლარი; მწვრთნელი  – 250 ლარი; 3. მსოფლიო პირველობა, ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წელი და ზევით): ა) პირველი ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 300 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 700 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი; გ) მესამე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი; 4. ევროპის პირველობა, უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 300 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 700 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი; გ) მესამე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი; 5. ევროპის პირველობა, ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წელი და ზემოთ): ა) პირველი ადგილი – 600 ლარი; მწვრთნელი – 200 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 400 ლარი; მწვრთნელი  – 150 ლარი; გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 100 ლარი; 6. საქართველოს პირველობა , უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი – 600 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 400 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი ; გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 100 ლარი; 7. საქართველოს პირველობა, ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წელი და ზევით): ა) პირველი ადგილი – 500, მწვრთნელი – 200;  ბ) მეორე აგდილი – 400 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი; გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 100 ლარი; არაოლიმპიური  სახეობა: 8. მსოფლიო პირველობა, უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 300 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 700 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი; გ) მესამე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი; 9. მსოფლიო პირველობა, ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წელი და ზევით): ა) პირველი ადგილი – 700 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი; გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 100 ლარი; 10. ევროპის პირველობა, უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი – 800, მწვრთნელი – 250; ბ) მეორე ადგილი – 600 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი; გ) მესამე ადგილი – 400 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი ; 11. ევროპის პირველობა, ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წელი და ზევით): ა) პირველი ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი; გ) მესამე ადგილი – 200 ლარი, მწვრთნელიი – 100 ლარი; 12. საქართველოს პირველობა , უფროსი ასაკი: ა) პირველი ადგილი – 400, მწვრთნელი – 200 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი; გ) მესამე ადგილი – 200 ლარი, მწვრთნელი– 100 ლარი; 13. საქართველოს პირველობა, ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წელი და ზევით): ა) პირველი ადგილი – 400 ლარი, მწვრთნელი –  200 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი; გ) მესამე ადგილი – 200 ლარი, მწვრთნელი – 100 ლარი; პირველობა ვეტერანთა შორის: 14.  მსოფლიო პირველობა: ა) პირველი ადგილი – 700 ლარი, მწვრთნელი– 200 ლარი; ბ) მეორე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი; გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 100 ლარი;   მუხლი 3🔗. რამდენიმე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, ფულადი ჯილდოს ოდენობის განსაზღვრის წესი 1. საქართველოს ჩემპიონატში ერთი სპორტსმენის მიერ ერთდროულად რამდენიმე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, ფულადი ჯილდო ანაზღაურდება  წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ყველაზე მაღალი საპრიზო ადგილისათვის განკუთვნილი თანხის ოდენობით სრულად, ხოლო დანარჩენი საპრიზო ადგილებისათვის – თითოეულისათვის განსაზღვრული თანხის 30%-ის ოდენობით. 2. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ ერთზე მეტი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში,  მწვრთნელს ფულადი ჯილდო აუნაზღაურდება წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ყველაზე მაღალი საპრიზო ადგილისათვის განკუთვნილი თანხის ოდენობით სრულად, ხოლო დანარჩენი საპრიზო ადგილებისათვის - თითოეულისათვის განსაზღვრული თანხის 30%-ის ოდენობით.