⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.02.2017)
გაუქმებულია:

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ბენეფიციარებზე დროებით სარგებლობაში (თხოვების უფლებით) გადაცემის, დროებით სარგებლობაში გადასაცემი ინვენტარის მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.01.2017
ძალის დაკარგვა 10.02.2017
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 472 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.01.2017 მიღება
10.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ბენეფიციარებზე დროებით სარგებლობაში (თხოვების უფლებით) გადაცემის, დროებით სარგებლობაში გადასაცემი ინვენტარის მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2017 წლის 3 იანვარი დაბა ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის  ბენეფიციარებზე დროებით სარგებლობაში (თხოვების უფლებით) გადაცემის, დროებით სარგებლობაში გადასაცემი ინვენტარის მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.ა “ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ადიგენში, ვაჟა-ფშაველას ქ. №5-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის  ბენეფიციარებზე დროებით სარგებლობაში (თხოვების უფლებით) გადაცემის, დროებით სარგებლობაში გადასაცემი ინვენტარის მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესი  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი დანართი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ბენეფიციარებზე დროებით სარგებლობაში (თხოვების უფლებით) გადაცემის, დროებით სარგებლობაში გადასაცემი ინვენტარის მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მუხლი 1🔗. პროგრამის შინაარსი წინამდებარე პროგრამა განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ადიგენში, ვაჟა-ფშაველას ქ. №5-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ბენეფიციარებზე დროებით სარგებლობაში (თხოვების უფლებით) გადაცემის წესს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დროებით დაკმაყოფილების პირობებს, დროებით სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის განკარგვის წესსა და პირობებს. ასევე წინამდებარე პროგრამა განსაზღვრავს დროებით სარგებლობაში გადასაცემი ინვენტარის მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესს. მუხლი 2🔗. ბენეფიციართათვის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები (პროგრამის ბენეფიციარი) 1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ბენეფიციარი, რომელიც: ა) რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) არა აქვს საკუთრების უფლების, მარლთზომიერი მფლობელობისა თუ  სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე ან გააჩნია უფლება საცხოვრებელზე,  მაგრამ ოჯახში პირთა რაოდენობის გამო შეუძლებელია აღნიშნული უფლებით სარგებლობა; გ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა      ქონებასთან    ერთობლიობაში    არ    არის    საკმარისი    საცხოვრებლითა    და    საარსებო    მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ) ინტენსიურად არ ფიქსირდება ბენეფიციარის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (დაბა ადიგენის) დატოვება და აგრეთვე არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის ინტენსიური გადაკვეთა, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო. 2. ბენეფიციარზე უარის თქმის საფუძველია ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილებიდან შვიდი დღის განმავლობაში არსებული ფართით   სარგებლობის უფლების არ მოპოვება, რაც გამოიხატება ბენეფიციარის ცხოვრებით აღნიშნულ ფართზე, ასევე დაკავებული ფართის დროს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ფართის სამი თვით მიტოვება. 3. ბენეფიციარზე უარის საფუძველს წარმოადგენს ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს  განმცხადებლის  მხრიდან  არასრული  ან  არასწორი  ინფორმაციის  მიწოდებას  ან  ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით ხელოვნურად წარმოქმნა რაიმე საფუძველი. 4. ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილება ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს თავშესაფარი ფართით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. ბენეფიციარის თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობისა და  თავშესაფარი ფართის არსებული რესურსის შესაბამისად. მუხლი 3🔗. დროებით სარგებლობაში გადაცემული ინვენტარის მოვლა- პატრონობის წესი 1. ბენეფიციარი   ვალდებულია   კეთილსინდისიერად   მოეპყროს   დროებით   სარგებლობაში   გადაცემულ ინვენტარს ასევე ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. 2. ბენეფიციარის  მიერ  დროებით  სარგებლობაში  გადაცემული  ინვენტარის  არაკეთილსინდისიერად მოპყრობის შემთხვევაში უნდა აანაზღაუროს ზიანი. მუხლი 4🔗. საცხოვრებელ ფართზე უფლებამოსილება და კონტროლი 1. საცხოვრებელ ფართზე, რომელიც მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენში, ვაჟა-ფშაველას ქ. №5-ში კონტროლის განხორციელების მიზნით დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართზე და ინვენტარზე უფლებამოსილია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელიც კონტროლს ახორციელებს დაბა ადიგენის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის მეშვეობით.