ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.01.2017
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ქურთას მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.146.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,159 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.01.2017 მიღება
11.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით თუთარაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2017 წლის 3 იანვარი ქ. თბილისი ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართი 1). მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი დანართი N1 ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს იმ იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, იმ პირების, რომლებიც ცხოვრობდნენ ქურთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა რეგისტრაცია აქვთ ცხინვალში და ქურთის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.  თავი I სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობა; გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ახალშობილ(ებ)ის მამის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 2🔗. ოთხმოცი და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება 1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 3🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება, თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა)  დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)  გარდაცვალების მოწმობის ასლი. დ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში. ე) გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი. ვ)  I ან II რიგის მემკვიდროების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ოჯახის შემადნელობის შესახებ ინფორმაცია. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. დაფინანსებას  200 (ორასი) ლარის ოდენობით მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი, რომელთაგანაც ერთერთი მაინც არის 0-დან 18 წლამდე. 2.  დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)  განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)  შვილების დაბადების მოწმობის ასლები; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე)  საბანკო  ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 5🔗. შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე  პირების დახმარება 1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა (მეურვემ/მზრუნველმა) ქურთის მუნიციპალიტეტში  უნდა წარადგინოს: ა)  განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დევნილობის დამადასტურებელი- მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის – პირადობის მოწმობის ასლი; ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ)  საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად   ანგარიშზე. მუხლი 6🔗. დედ-მამით ობოლ ბავშვების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ  0-დან 18 წლამდე იძულებით გადადგილებულ ბავშვებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწევათ ერთჯერდათ 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. დედ-მამით ობოლ ბავშვის მეურვე/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის(ების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი – მოწმობის ასლი; ე) ცნობა  სოციალური მომსახურების სააგენტოს  განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის/მზრუნველის პირად   ანგარიშზე. მუხლი 7🔗. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით დახმარება 1. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნითა ოჯახებს, რომელთაც არა აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. 2. დახმარება გაეწევათ სათბობი შეშით ადგილზე მიტანით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. თითოელ ოჯახს გადაეცემა  4 კუბ/მ ოდენობის შეშა. მუხლი 8🔗. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით  მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები; დ) ინფორმაცია სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს  მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო  ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი საბაზრო ფასებით. მუხლი 9🔗. დევნილთა ოჯახების დახმარება 1. დევნილთა ოჯახებს სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: ერთი 50 კგ ტომარა ფქვილი, 10 კგ შაქარი, 10 ლიტრი ზეთი და 5 კგ წიწიბურა) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. 2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს – ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში სამსახური ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. 4. სამსახურის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 11🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ სამსახურის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართვის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების მიმღები პირი 1. ამ პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების მიმღები პირები არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2. ქურთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი უნდა დადასტურდეს: ა) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დამადასტურებელი მოწმობის ასლში ასახული ინფორმაციით; ბ) ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკნით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საკრებულოს წევრები. მუხლი 13🔗. ქურთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი 1. ქურთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით არანაკლებ 5 და არაუმეტეს 13 წევრის შემადგენლობით. 2. ქურთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და გამგეობის სხვა თანამშრომლები. 3. ქურთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ: ა) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი; გ) მინიმუმ ორი მოწმის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება ან ქურთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი. შენიშვნა: მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს უნდა იყვნენ ამ პირის თანასოფლელი.