სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“-ს 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ − საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ 2016 წლის ანგარიში

  წარმოგიდგენთ სსიპ − საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ (შემდგომში ცენტრი) 2016 წლის ანგარიშს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის ,,ინფორმაციის თავისუფლების’’თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:

სსიპ − საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 5 იანვრის №01 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ − საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“საქმისმწარმოებელი, შორენა მეფარიძე.

ა) 2016  წლის საანგარიშო პერიოდში,ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 6 (ექვსი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე ცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) დაკმაყოფილდა 6 (ექვსი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;

დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, ცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ცენტრის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც ცენტრს არ ჰქონია.

 

სსიპ − საზოგადოებრივი კოლეჯის

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                     ნოდარ ხარაზიშვილი