ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გიგზავნით ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს:

ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ; საანგარიშო პერიოდში (2016 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 6(ექვსი) განცხადება და პასუხი გაცემულია 6(ექვსი) განცხადებაზე.

       საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად, მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო  მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ფაქტს ადგილი ადგილი არ ჰქონია.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ;

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შემოსული გაცხადების მიღება და აღრიცხვა ხდება საქმისმწარმოებელთან, აღრიცხული განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან/და მოადგილის რეზოლუციების შესაბამისად გადაეცემა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს საქმისმწარმოებლის მეშვეობით. რის შემდეგადაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ხორციელდება მოთხოვნაზე შესაბამისი პასუხის მომზადება და მისი განმცხადებლისათვის გადაგზავნა. გასაგზავნი პასუხი აღირიცხება შესაბამის საქმისმწარმოებელთან და ეგზავნება ადრესატს, ხოლო გაგზავნილი პასუხის მეორე პირი შემოსულ განხადებასთან ერთად დადგენილი წესით ინახება საქმისმწარმოებელთან, შემდეგ კი ჩაბარდება არქივს.

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური  სახდელების დადების შესახებ;

აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ  ქონია.

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას  ან  კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტს ადგილი არ ქონია.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების  თაობაზე;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტს ადგილი   არ ქონია.

ზ)საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან  კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.

აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია .

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ილია ჯიშკარიანი