სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
სსიპ –ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის 2015 წლის 28 იანვრის N2-25 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულ იქნა ამავე სკოლის საქმისმწარმოებელი მაია გელაძე.
●2016 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავიდან გამომდინარე წარმოდგენილ იქნა 1 განცხადება ელექტრონული მისამართის (tbilisi166@mes.gov.ge ) მეშვეობით. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელებულ იქნა შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და განცხადება დაკმაყოფილდა.
●საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა.
●საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა.
●საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
●დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
●საჯარო დაწესებულების კოლეგიური ორგანოების (პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა) მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებები არ მიღებულა;
●დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები;
●სსიპ ქალაქ თბილისის თბილისის №166 საჯარო სკოლა ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და შენახვას. სკოლაში პერსონალური მონაცემები დაცულია, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (eflow) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებელი უთითებს მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავების და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და სხვისთვის გადაცემასთან დაკავშირებული წარმოება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული და ასევე სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის, „ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსით გათვალისწინებული „სამართლებრივი დახმარების“ რეგულაციების შესაბამისად).
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
სკოლის დირექტორი: ირმა ომანაძე