სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.ხაიშის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლისა და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ –თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.ხაიშის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიშს:
ა) სსიპ –თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.ხაიშის საჯარო სკოლაში არ შემოსულა წერილი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე; საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული
ბ)შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა; საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა; პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2016 წლის საანგარიშო სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.ხაიშის საჯარო სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე)სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.ხაიშის საჯარო სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.ხაიშის საჯარო სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა; სკოლის ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა; აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
ამასთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.ხაიშის საჯარო სკოლა 2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 0 |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე | 0 |
| მოთხოვნა დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0
0 |
სკოლის დირექტორის მ/შ მანანა კვიციანი