ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.01.2017
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,123 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.01.2017 მიღება
09.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2017 წლის 3 იანვარი დაბა ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №30 დადგენილების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  2017  წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე  სოციალური  დახმარების გაცემის  წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა დანართი  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  2017  წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე  სოციალური  დახმარების გაცემის  წესი ეს წესი განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის (ადგილობრივი და დევნილი) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის  ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი)  სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობაში (შემდგომში – გამგეობა) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.  თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები 1.  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი სოციალური დახმარების სახეებია: ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა; ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა; დ) ხანდაზმულ  (100 და მეტი წლის) პირთა  სოციალური დაცვა; ე) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2017  წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა); ვ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა; ზ) ჩერნობილის  აეს-ის ავარიის  სალიკვიდაციო სამუშაოებში  მონაწილეთა    დახმარება; თ) გაუსაძლის  პირობებში მყოფი პირების დახმარება; ი) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა; კ) უნარშეზღუდული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით,  არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის (თანადაფინანსების) პროგრამა; ლ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამა; მ) მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება; ნ) მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა; ო)  სადღესასწაულო დღეების დახმარება; პ)  ჰემოდიალიზის პაციენტთა  დახმარება. თავი II ბენეფიციართა კატეგორიები და სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 2🔗. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ერთჯერად ფულად დახმარებას – 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის  გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სარიტუალო თანხები გაიცემა  დევნილ ვეტერანებზეც; გ) ავღანეთის ომში მონაწილე ვეტერანების  ერთჯერადი დახმარება    200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. 9 მაისთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად ომის ვეტერანმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი); დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:  ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); გ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. სარიტუალო მომსახურების დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი); გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი); დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 5. ავღანეთის ომში მონაწილე ვეტერანის  ერთჯერადი დახმარების მისაღებად  მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;      დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 3🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 1. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც ჰყავთ  18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, თითოეულ შვილზე ყოველთვიური დახმარების თანხა შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტი) ლარს. 2. დახმარების მისაღებად მშობელმა გამგეობაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ) დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. ერთი შვილის მიერ სრულწლოვანი ასაკის მიღწევა იწვევს მრავალშვილიანი ოჯახების  დახმარების გაცემის შეწყვეტას, თუ აღნიშნული გარემოების შედეგად შვილთა რაოდენობა აღმოჩნდა ოთხზე ნაკლები. 4.  ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული დახმარება განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) პირველი-მე-2 შვილის  შეძენა – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; ბ) მე-3 შვილის შეძენა–200 (ორასი) ლარი; გ) მე-4 შვილის შეძენა–300 (სამასი) ლარი; დ) მე-5 შვილის შეძენა–500 (ხუთასი) ლარი; ე) მე-6 შვილის შეძენა–600 (ექვსასი) ლარი; ვ) მე-7  და ყოველი მომდევნო შვილის შეძენა – 1000 (ათასი) ლარი. 5. დახმარების მისაღებად მშობელმა გამგეობაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)  დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 4🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მკვეთრად გამოხატული) სოციალური დაცვა 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მკვეთრად გამოხატული) 18 წლამდე ასაკის უნარშეზღუდული და  მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე, ასევე, სმენადაქვეითებული (ყრუმუნჯი) ბავშვებისთვის  ყოველთვიური დახმარება განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო  უსინათლო პირებისთვის ერთჯერადად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.    2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:   ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ინვალიდობის მოწმობა ან ცნობა (I ჯგუფი); დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);                                                                                         ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.  მუხლი 5🔗. ხანდაზმული მოქალაქეების სოციალური დაცვა 1. 100 და მეტი წლის   ხანდაზმულთა  წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:   ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;         დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);   ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 6🔗. უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2017  წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა 1. ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200-დან 5000 ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით. 2. დახმარების მისაღებად დაზარალებულამა გამგეობაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ)  ცნობა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან  ხანძრის შემთხვევაში, ხოლო სტიქიის შემთხვევაში – შესაბამისი კომისიის აქტი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში 100 ლარის ოდენობით. 4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი; გ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის  ქონების  არარსებობის შესახებ; დ) სხვა არსებული დოკუმენტები; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 7🔗. დევნილთა მხარდაჭერის  პროგრამა 1. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვისათვის  დახმარების თანხა განისაზღვრება ერთჯერადად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) დევნილის  მემკვიდრის მოწმობის ასლი; დ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი; ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები; ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობის ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები); ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 8🔗. ჩერნობილის  აეს-ის ავარიის  სალიკვიდაციო სამუშაოებში  მონაწილეთა   დახმარება 1. ჩერნობილის აესის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება  შეადგენს  200 ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 9🔗. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა 1. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის  დახმარების თანხა ერთჯერადად შეადგენს 200 (ორასი) ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ)  გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) ნოტარიალურად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვის ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 10🔗. მიუსაფართა სასადილოს დაფინანსება  1.  მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფისთვის გამოიყოფა თანხა. 2. კვებით უზრუნველსაყოფად მოქალაქემ  გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი. მუხლი 11🔗. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა საახალწლოდ, სააღდგომოდ და სხვა სადღესასწაულო დღეებში მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციართათვის, დედ-მამით  ობოლი  ბავშვებისათვის  და სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული და, ასევე, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის  შეიძლება  საჩუქრების შეძენა სურსათის სახით. მუხლი 12🔗. ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირება 1. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებისთვის თითოეულზე გაიცემა თვეში თანხა 120 ლარის ოდენობით. 2. ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ  გამგეობაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №100) შესაბამისი დაწესებულებიდან; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 13🔗. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს იმ პირების სამედიცინო მომსახურების  დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ-ით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ. 2. სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: ა) 200-დან 1000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 30-დან 60%-მდე ოდენობით; ბ) 1001-დან 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 30%-დან 55%-მდე ოდენობით; გ) 2001-ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 30-დან 50%-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარისა; დ) საკეისრო კვეთით და ფიზიოლოგიური გზით მშობიარობისას – არაუმეტეს შესაბამისი სახელმწიფო დაფინასების თანხის 30-დან 50 %-მდე ოდენობით. 3. სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 70 000, სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 50%-დან  80 %-მდე ოდენობით. 4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებისთვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 40%-დან  70 %-მდე ოდენობით. 5. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) ანგარიშფაქტურა; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) კალკულაცია; ზ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვა საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით; თ) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). 6. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები. 7. გამგებელი, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს. 8. საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება  30 კალენდარული დღით. 9. საგარანტიო წერილის გაცემა მოხდება სამედიცინო მომსახურების გაწევამდე. 10. ბენეფიციარი და დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. 11. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი.   12. ამ პროგრამით არ დაფინანსდება: ა) სანატორიულ-კურორტული მომსახურება; ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული. მუხლი 14🔗. მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. პირებზე, რომლებიც საკუთარი განცხადების საფუძველზე მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას, შეიძლება გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც შეადგენს  50-დან 200 ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 15🔗. გაუსაძლის პირობებში მყოფი პირების დახმარება 1. გაუსაძლის პირობებში მყოფ მოქალაქეებს შეიძლება გაეწიოთ დახმარება საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და შეშით უზრუნველყოფის  მიზნით (ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება, საცხოვრებელი სახლის შეკეთება, გადახურვა, საშენი მასალების შეძენა  და ა.შ). 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის  სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი პირის სოციალური მდგომარეობისა და საბინაო პირობების შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. თავი III სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა მუხლი 16🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს გამგეობის ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახური, გარდა ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „თ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარებებისა. 2. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ყველა სახის დახმარების  მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. თავი IV ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მუხლი 17🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა გამგეობაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური.  მუხლი 18🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრეციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, სამსახურის დასკვნის საფუძველზე  გადაწყვეტილების მიღება ხდება  გამგებლის  ბრძანებით.  თავი V ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მუხლი 19🔗. დახმარების გაცემის  შესახებ განცხადებების განხილვა 1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „თ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის საკითხზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს იხილავს გამგეობის შესაბამისი კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. კომისიას ქმნის და მის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა  და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტით. 3. კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების  თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება  სხდომის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისია იკრიბება კვირაში ერთხელ და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის  წარსადგენად. გადაუდებელი შემთხვევის დროს კომისია  რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს. 6. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად,ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 7. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება  ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე  და  სხდომაზე  დამსწრე  ყველა წევრი. 8. კომისიის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება აისახება  ოქმში. 9. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.  მუხლი 20🔗. დახმარების გაცემის  შესახებ გადაწყვეტილების მიღება კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას.