„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება №1 |
|
2017 წლის 5 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული დეპარტამენტი;
ბ) ინსპექტირების დეპარტამენტი;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ე) ადმინისტრაციული სამმართველო;
ვ) ფინანსური სამსახური;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.
2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აპარატის შემდეგი მოსამსახურეები არ შედიან არცერთი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარებაში და ექვემდებარებიან უშუალოდ ინსპექტორს:
ა) ინსპექტორის თანაშემწე;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი.“.
3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ინსპექტირების ჩატარების ინიციირება მოქალაქეთა განცხადებებისა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;“.
4. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.“.
5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.
6. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ლოკალური ინფორმაციული სისტემების, ასევე კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის პროცესის კოორდინირება;“.
7. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება; ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ორგანიზება და განვითარება;“.
8. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
9. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრირების, სისტემის განვითარების პროცესის მართვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;“.
11. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადების, რეგისტრაციისა და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;“.
12. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრულველყოფის პროცესის კოორდინირება;“.
13. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფინანსური სამსახურის ფუნქციებია:
ა) აპარატის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წარდგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულების და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლი;
ბ) შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადება და დამტკიცებული/კორექტირებული გეგმის წარდგენა შესაბამისი უწყებისათვის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის შესყიდვების წინა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება, სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვა;
გ) სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების პროექტების მომზადება, ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; დადებული ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით;
ე) აპარატის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება, კვარტალური, წლიური, საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და შესაბამისი უწყებისათვის წარდგენა;
ვ) ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) აპარატის საწყობის მართვა და საწყობში საქონლის/ნივთების მიღების, აღრიცხვის და გაცემის შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
თ) ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) სამსახურის სამოქმედო გეგმების და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
კ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
ლ) ინსპექტორის სხვა დავალებების შესრულება.“.
14. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფინანსური სამსახურის უფროსის ფუნქციებია:
ა) სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა, მოსამსახურეთათვის დავალებების გადანაწილება, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის ბიუჯეტის პროექტის მომზადების და წარდგენის უზრუნველყოფა, ბიუჯეტის შესრულების მინიტორინგი;
გ) საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლი;
დ) შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადების, დამტკიცებული/კორექტირებული გეგმის შესაბამისი უწყებისთვის წარდგენის და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების და აღრიცხვის პროცესის მართვა, განხორციელებული შესყიდვების ანალიზი და მონიტორინგი;
ვ) ფინანსური და შესყიდვების შესახებ ანგარიშგების პროცესის კოორდინირება და უზრუნველყოფა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით;
ზ) ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა და უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) აპარატის საწყობის მართვა და მონიტორინგი;
ი) ინვენტარიზაციის პროცესის კოორდინირება და კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მომზადებელი დოკუმენტების ვიზირება;
ლ) ინსპექტორის დავალებით სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერა და სხვა ფუნქციების შესრულება.“.
15. 24-ე მუხლს დაემატოს 241 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 241
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა, სარეკლამო და საინფორმაციო ღონისძიებების დაგეგმვა და სხვადასხვა სახის კონკურსების ორგანიზება;
ბ) აპარატის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალურ ქსელებში ოფიციალური გვერდების მართვა და განახლება;
გ) მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა და მისი განხორციელება, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების ორგანიზება, საინფორმაციო მასალების (პრესრელიზი) მომზადება და გავრცელება;
დ) სარეკლამო კომპანიებთან და გამომცემლობებთან კომუნიკაცია, აპარატის საინფორმაციო და საიმიჯო მასალების, სლოგანების შემუშავება და დიზაინი; მასალების დამზადების/ბეჭდვის უზრუნველყოფა;
ე) აპარატის ღონისძიებების ფოტო/ვიდეო გადაღება და არქივის წარმოება;
ვ) ინსპექტორის და აპარატის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული თემების მედიამონიტორინგი;
ზ) სამსახურის სამოქმედო გეგმებისა და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
თ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
ი) ინსპექტორის სხვა დავალებების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოსამსახურეები არიან:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.“.
16. 24-ე მუხლს დაემატოს 242 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 242
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ფუნქციებია:
ა) სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა, მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
გ) აპარატის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალურ ქსელებში ოფიციალური გვერდების მართვის და განახლების პროცესის უზრუნველყოფა, მათ განვითარებაზე ზრუნვა; განახლებული ინფორმაციის განთავსება და შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
დ) საინფორმაციო მასალების (პრესრელიზი) მომზადება და გავრცელების უზრუნველყოფა;
ე) აპარატის საინფორმაციო და საიმიჯო მასალების, სლოგანების შემუშავების და დიზაინის მომზადების უზრუნველყოფა, მათი დამზადების (ბეჭდვის) პროცესის კოორდინირება;
ვ) აპარატის ღონისძიებების ფოტო/ვიდეოგადაღების და არქივის წარმოების უზრუნველყოფა;
ზ) მედიამონიტორინგის უზრუნველყოფა;
თ) სამოქმედო გეგმებისა და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
ი) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მომზადებელი დოკუმენტების ვიზირება;
კ) ინსპექტორის დავალებით სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერა და სხვა ფუნქციების შესრულება.“.
17. 25-ე მუხლს დაემატოს 251 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 251
1. ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;
გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე შემუშავებული პროცედურების და წესების ტექნიკური დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება, რეკომენდაციების მომზადება;
დ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადების, განხილვის, დამტკიცების და გადახედვის პროცესის კოორდინაცია;
ე) ინფორმაციული აქტივებისა და მათზე წვდომების აღწერის უზრუნველყოფა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ინფორმაციულ აქტივებზე წვდომების გადანაწილებისა და შეზღუდვების შესახებ;
ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვის შესაბამისად სამოქმედო გეგმის შედგენა და ამ გეგმის შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშის წარდგენა;
ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
თ) განცხადების განხილვის ან/და ინსპექტირების პროცესში აპარატის მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით;
ი) ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეკომენდაციების მომზადება საჯარო და კერძო ორგანიზაციებისათვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად;
კ) სამოქმედო გეგმების და საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა ინსპექტორისთვის;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
მ) ინსპექტორის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს კომპეტენციის შესაბამისად ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.“.
18. 26-ე და 27-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|