შპს „ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1664
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016წლის22 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია :
2016 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის” დირექტორის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში.
2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის” მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.
2016 წლის 21 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის’’ დირექტორმა ნოდარ თებიძემ და განმარტა, რომ 2007 წლის 1 თებერვალს განხორციელდა შპს ,,აღორძინებანის“ (ს/კ 245424651) რეორგანიზაცია და იგი შეერწყა შპს ,,ბათუმის გემთსაშენ ქარხანას’’. შპს ,,აღორძინებანს“ შპს ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის’’ მიმართ ერიცხება დავალიანება 8814 ლარის ოდენობით, შესაბამისად ითხოვს მოთხოვნის აღიარებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის” კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და
დაადგინა :
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის” კრედიტორთა კრება 2017 წლის 16 იანვარს 15:30 საათზე . დღის წესრიგით – კრედიტორის მოთხოვნის აღიარება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილების შეტანა.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის., ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე : გენადი მაკარიძე