„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №02/ნ

2017 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის №122/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 03/09/2013; ს/კ: 040030000.22.022.016642) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების:

1.  პირველი მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული  პირი  - „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი“,  უნივერსიტეტის სახელწოდების  აბრევიატურაა „თესაუ“; ინგლისური  სახელწოდებაა:  Legal Entity of Public Law - Iakob Gogebashvili Telavi State University, აბრევიატურა - „TeSaU“.

4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, ლოგო, დროშა, ჰიმნი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი, ოფიციალური ვებგვერდი  - „www. tesau.edu.ge“ და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:

,,ი1) უფლებამოსილია განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

3.  მე-4  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსგან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, საგამოცდო ცენტრის, საფინანსო სამსახურის, იურიდიული სამსახურის, მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის, კოორდინატორების და გამომცემლობისაგან;“.

4. მე-7  მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,6. აკადემიურ საბჭოში არჩეული ფაკულტეტის წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას 2 წლის გასვლის შემდეგ.“.

5. მე-8  მუხლის  პირველი  პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო)  წარმომადგენლობით  საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას. განსაზღვრავს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიური საბჭოს  მდივანს, რექტორის წარდგინებით, 4 წლის ვადით,  სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-11 პუნქტი:

„11. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს რექტორი. რექტორის, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი, რაც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.“; 

7. მე-10 მუხლის  მე-3   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.“.

8. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“;   

ბ)  ,,მ“  ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1“ ქვეპუნქტი:

,,მ1)   რექტორის წარდგინებით  ამტკიცებს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო ნუსხას, თანამდებობების დასახელების, რაოდენობის, შრომის ანაზღაურების ოდენობის მითითებით;“.

9. მე-12  მუხლის მე-2  პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,დ)  სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის  მიმღებად   ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

10.  მე-13 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელსაც წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის წარდგინებით, წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;“.

11. მე-14 მუხლის:

ა)  მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორობის კანდიდატი  შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უკავია პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, მეორე ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო;“.

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს სააარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“;

გ) მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ–ვ “ ქვეპუნქტები:

„დ)   ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ადგენს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო ნუსხას, თანამდებობების დასახელების, რაოდენობის, შრომის ანაზღაურების  ოდენობის მითითებით და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით გადაწყვეტილებას იღებს სამსახურში დამხმარე პერსონალის  მიღების,  გათავისუფლების და  მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ;

ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები;“.

12. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) ,,გ“  და ,,დ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“;

ა.ბ) ,,დ’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:

,,დ1) რექტორთან ერთად ადგენს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო ნუსხას, თანამდებობების დასახელების, რაოდენობის, შრომის ანაზღაურების ოდენობის მითითებით.“;

ა.გ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;“;

ა.დ) „ლ“ და ,,მ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

მ) უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რექტორთან შეთანხმებით, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგენს შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესს, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს;“;

ბ) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“.

13. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს  ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება 4 წლის ვადით.“;

ბ) მე- 5 პუნქტის ,,ე “  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით. უნივერსიტეტი აგრეთვე უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით.“.

14. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;“.

15. 22-ე მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად;“;

ბ) მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.“.

16. 23-ე მუხლის:

ა)  პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება უნივერსიტეტში ან ფაკულტეტზე შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის შესაბამისი დარგის/ სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შეიძლება შედგებოდეს უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/ სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, ან უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.

3. ფაკულტეტისა და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური,  ადმინისტრაციული, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები.“

18. 25- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 25. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი

1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან.

 2.  პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

3.  პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ.

4.  ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.“;

19. 26- მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,2.  კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღების დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვით ადრე. კონკურსანტთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) წარმოებს განცხადების გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ და გრძელდება არაუმეტეს 2 კვირისა. კონკურსანტთა რეგისტრაციის დასრულებიდან არაუმეტეს 2 კვირისა ტარდება კონკურსი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს  შემდეგი შინაარსის  მე-5   პუნქტი:

,,5. კონკურსს აცხადებს რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება რექტორის ბრძანებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.“.

20. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან   გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  წესდებით განსაზღვრულ პირობებს.  პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა. პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას.“.

21. 28-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281  მუხლი:

,,მუხლი 281.  პროფესორთა ატესტაცია

1.  ატესტაცია არის პროფესორის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2. ატესტაცია უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

3. ატესტაცია ტარდება 2 ეტაპად - განხორციელებული აკადემიური საქმიანობის შეფასება და გასაუბრება. ატესტაციის შედეგად შესაბამისი საატესტაციო  კომისია თითოეულ პროფესორზე ადგენს დასკვნას. საატესტაციო  კომისია აკადემიური საბჭოს წინაშე და ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით შუამდგომლობს, პროფესორი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. ატესტაციის ჩატარების წესსა და პირობებს რექტორის წარდგინებით ადგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭო.

4. ატესტაციის ჩატარების დრო განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, რომელიც ატესტაციის ჩატარებამდე  არანაკლებ ერთი თვით ადრე   აქვეყნებს განცხადებას ატესტაციის ჩატარების შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადება ატესტაციის ჩატარების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადებაში მიეთითება:

ა) ატესტაციის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) ატესტაციას დაქვემდებარებულ პროფესორთა სია;

გ) ატესტაციისთვის წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და მათი წარდგენის ვადა.

7. ატესტაციას ახორციელებს საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ატესტაციის ჩატარების წინ, რექტორის ბრძანებით.

8. დაუშვებელია საატესტაციო კომისიის წევრი იყოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირი.

9. ატესტაციის პროცედურულ საკითხებს განსაზღვრავს  საატესტაციო კომისია.

10. საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.“.

22.  31-ე  მუხლის ,,დ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის  მიმღებად   ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

23.  32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. აკადემიურ თანამდებობის პირს, რომელსაც სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშიც უკავია აკადემიური თანამდებობა, არ შეიძლება უნივერსიტეტში ეკავოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული  სხვა თანამდებობა.“.

24. 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

25. 37-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.“.

26. VIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX თავი:

,,თავი IX

გარდამავალი დებულებები

მუხლი 43. გარდამავალი დებულებები

უნივერსიტეტის ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე პროფესორი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა